როგორც ალბათ იცით ამწუთებში მიმდინარეობს ლემანის 24 საათიანი რბოლა საფრანგეთში ქალაქ ლემანის მახლობლად არსებულ წრიულ გზაზე რომლის სიგრძეც 13 კმა
დასაწყისიდან 6 საათი გავიდა და საკმაოდ დრამატულად და სიანტერესოდ მიმდინარეობს შეჯიბრი
პირველი 4 საათის განმავლობაში სტაბილურად მიმდინარეობდა შეჯიბრი პირველი 3 ადგილი აუდის ჯგუფის წევრებ ეკავათ და მათ უკან მიჰყვებოდა 2 ახალი ტოიოტას ჰიბრიდი
შემდეგ 2 აუდს ხანგრძლივი პიტსსტოპის გაკეთება მოუწიათ ტექნიკური პრობლემების გამო. ტოიოტამ წინ გადაინაცვლა
19:30 წუთზე (მათი დროით) მოხდა ავარია აუდის N 3 ავტომობილი შეასკდა საბურავების კედელს და საკმაოდ დაზიანდა ავტომობილის ცხვირი 40 წუთში შეძლეს შეკეთება აუდის მექანიკოსებმა და დაუბრუნდა რბოლას.
ტოიოტას N8 ავტომობილს დიდხანს არ დასცალდა ლიდერობა რადგან მას და გტ კლასის მონაწილე ფერარის გასწრების დროს ავტომობილები ერთმანეთს შეეხო და მძღოლებმა მართვა დაკარგეს ფერარი ამოტრიალდა ხოლო ტოიოტა საბურავების კედელს შეასკდა.
საინტერესოა როგორ დამთავრდება აუდის და ტოიოტას დრამატული დაპირისპირება 3 /1 დარჩნენ იმედია 1 მანქანითაც კონკურენციას გაუწევს ტოიოტა აუდს

რამე ახალი თუ იქნება დავწერ კიდე !
This post has been edited by Faniack on 17 Jun 2012, 00:28