ალბათ პირველი არ ვარ ვისაც ეს იდეა თავში მოუვიდოდა და მედიასაც იმდენად არ ვადენვნებ თვალს რომ ოფიციალური განცხადებები და მოსაზრებები მომესმინა... გავიგე რომ მსგავსი იდეა გაჟღერდა... თუმცა, იქვე გაჟღერდა საწინააღმდეგო აზრი რომ აღმაშენებლის გამზირი ერთ-ერთი არტერიაა ავტომობილთათვის, რის გამოც, მასზე მანქანების არ შეშვებამ შესაძლოა გამოიწვიოს საცობები ან უკეთეს შემთხვევაში, შეფერხებული მოძრაობა მის შემოგარენში.
ამ მთავრობის მიერ გაკეთებული საქმეების და მათი შედეგების ცოდნის საფუძველზე, თავს უფლებას ვაძლევ დავუშვა, რომ მთავრობაში შესაძლოა ერთი ადამიანიც ვერ მოიძებნოს, რომელმაც შესაძლოა იფიქროს იმ შედეგზე რაც აღმაშენებლის გამზირის გარემონტებას და ამ ქუჩის კვლავ ავტომობილებისთვის დათმობას შესაძლოა მოყვეს:
აღმაშენებლის გამზირი, ცნობილია, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად ჩავარდნილი ადგილი თბილისში, შესაბამისად ზაფხულობით ჩახუთული და ზოგჯერ აუტანლად ცხელი.
ამ გამზირის რეკონსტრუქციას შეაწირეს მის ბორდიორებზე არსებული (აწ უკვე წარსულს ჩაბარებული) აბსოლუტურად ყველა ხე, რომელიც ზაფხულის ჯოჯოხეთურ სიცხე-დახუთულობაში წარმოადგენდა ჟანგბადის, შეიძლება ითქვას უკანასკნელ წყაროს. სანაცვლოდ დარგეს პატარა ხეები, რომლებიც შესაძლოა ისევე გახმნენ და მიჭკნენ, როგორც გიგი უგულავას მიერ წინა საარჩევნოდ დარგული ბუჩქები.
შენობები შეღებეს ძირითადად ღია და თეთრ ფერებში, რაც ძალიან კარგია და ზოგადად ძალიან გალამაზდა აღმაშენებლის გამზირი, მაგრამ!!!
მთელი ეს შრომა შეიძლება წყალში ჩაიყაროს ერთ ზაფხულში, როცა გახსნიან ამ ქუჩას და თბილისის მანქანების უთვალავი ნაკადი მიაწყდება თავისი ბენზინ-დიზელ და ტაოტიანი შესტებით... შედეგად მივიღებთ რას?
1) აღმაშენებლის გამზირი კიდევ უფრო მეტად ჩაიხუთება და აყროლდება ბენზინის სუნად ვიდრე აქამდე იყო
2) თეთრად შეღებილი შენობები ერთ ზაფხულში გაიდუდღნება
3) ვერც ადგილობრივი, ვერც სხვა უბნის, ვერც ტურისტი ვერ ჩაატანს გემოს მაგ ქუჩაზე გავლას
ამის გათვალისწინებით ჩემის აზრით მერიამ უნდა გამონახოს მანქანებისთვის აღმაშენებლის ალტერნატივა და აღმაშენებლის თუნდაც ის პატარა მონაკვეთი რომელიც უკვე თითქმის ბოლომდეა გარემონტებული (თამარ მეფე-მარჯანიშვილის მონაკვეთი) გადააკეთონ ფეხით მოსიარულეთა ქუჩად.
გაიხსნას უამრავი მაღაზია, კაფეები უკვე არის გახსნილი, რამოდენიმე კარგი თურქული კაფეა, სხვა კაფეებიც დაემატოს და აღმაშენებლის ქუჩა იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ადგილი თბილისში. არქიტექტურა და ქუჩის ხიბლი ამაში ხელს იდეალურად უწყობს.
არა?
Здесь Джими и Харон модерируют так как старики ебутся.
forum.ge-ზე ყ.ლე ფორუმის დედას შ.ევეცი