საქართველოს პრეზიდენტის Facebook-ის ახლადგახსნილ გვერდზე ჰაკერების კიბერ-შეტევა განხორციელდა
19:26 04.10.2011
[პირველი]
საქართველოს პრეზიდენტის Facebook-ის ახლადგახსნილ გვერდზე ჰაკერების კიბერ-შეტევა განხორციელდა.
როგორც "პირWელს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის უფროსმა ნათია ბანძელაძემ განუცხადა, გვერდი რამდენიმე საათის განმავლობაში გაჩერებული იყო.
ცნობისთვის, Youtube-ზე და Facebook-ზე საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური გვერდი გაიხსნა. აღნიშნულ გვერდებზე გადასვლა მომხმარებელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური საიტიდან შეუძლია.
განახლდა თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტიც. განახლებული საიტის პრეზენტაცია შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაიმართოს.
http://www.presage.tv/?m=news&NID=17414