
დღეს , 4 ოქტომბერს გამოვიდა ახალი, განახლობელი iPhone 4, რომელსაც iPhone 4S დაარქევს, თუმცა პრესაც და ხალხიც ელოდებოდა iPhone 5ს. თუ რატომ ამჯობინეს 4ს და არა 5 ამას ალბათ გავიგებთ რამოდენიმე დღეში, რადგან SNN ის პირდაპირ ეთერში წამყვანმა იხუმრა, რომელი გამოვიდა ვერ გავიგეო. ასევე ამერიკულ ბლოგებზეც დიდი გაურკვევლობა მოყვა.
როგორც დღევანდელ ღონისძიებაზე განაცხადა ბატონმა კუკმა, 12 ოქტომბერს Apple-ი გამოუშვებს iOS-ის ახალ, მეხუთე ვერსიას, რომელიც განკუთვნილია iPhone, iPad და iPod Touch-ისათვის, როგორც Apple-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, სკოტ ფორსტალი აცხადებს დღევანდელ ღონისძიებაზე.
ამ განახლების უფასოდ ჩამოტვირთვა შეეძლებთ iPhone 4-ის, iPad-ის პირველი და მეორე თაობის და iPad Touch-ის მფლობელებს.მობილური პლათფორმა iOS 5 მომხმარებლებს წარედგინა ამა წლის ივნისში. Apple-ის წარმომადგენლის განცხადებით, ახალ ვერსიაში 200-ზე მეტი სიახლე იქნება წარმოდგენილი. ყველაზე მთავარი მათგანი: სრულიად გადაკეთებული შეტყობინებების სისტემა, ინტერნეტით შეტყობინებების გაცვლის სისტემა iMessage, Twitter-თან ინტეგრაცია, აგრეთვე „ღრუბელოვანი“ სერვისის, iCloud-ის მხარდაჭერა.
ჩვენ უკვე თითქმის უკვე ვიცით, თუ რა პროცესორი ექნება ახალი აიფონს, რამდენი მეხსიერება, როგორი კამერები და როგორი იქნება გარეგანი სახე. მაგრამ, აი რა ეღირება? რამდენზე დაეცემა iPhone 4-ის ფასი?
9to5Mac-ის ბიჭები, რომლებსაც როგორც ყოველთვის, საიმედო წყაროები ყავთ კუპერტინოში, ამტკიცებენ, რომ 64 გბაიტიანი აიფონი იმდენივე ეღირება, რამდენიც ღირს 32 გბაიტიანი iPhone 4, ხოლო 32 გბაიტიანი შესაბამისად ჩაანაცვლებს 16 ბიტიან iPhone 4-ს ფასთა იერარქიაში.თუ ეს ინფორმაცია მართალია, მაშინ გამოდის, რომ აშშ-ში 64 გბაიტიანი უნდა ღირდეს 299 დოლარი, 32 გბაიტიანი 199 დოლარი, ხოლო 16 გბაიტიანი — 99 დოლარი. 8 გბაიტიანი iPhone 4 ალბათ ეღირება 49 დოლარი და შეცვლის iPhone 3GS-ს. ეს ფასები რათქმაუნდა ძალაშია მხოლოდ აშშ-ში და ისისც მობილურ ოპერატორთან ხელშეკრულების გაფორმებისას. და მაინც, უცნობია, თუ რა ბედი ეწევა 32 და 16 გბაიტიან iPhone 4-ს? ლოგიკას თუ მივყვებით, გამოდის, რომ 16-იანი iPhone 4 მოხვდება სადღაც 49 და 99 დოლარს შორის, ხოლო 32 გბაიტიანი უკვე არანაირ ნიშაში აღარ ჯდება.
ვისაც გსურთ უფრო დაწვრილებით ადევნოთ თვალი ამ შეხვედრას/პრეზენტაციას ეწვიეთ საიტს
iPhone 5 This post has been edited by GTabidze on 4 Oct 2011, 23:37