პატივცემულო ფორუმელებო, გასუდარსტვენნიკებო, ოპოებო, ნეიტრალებო და უბრალოდ გამვლელებო, კარგად მოგეხსენებათ არჩევანის უფლება დღეს აქტუალური თემაა, ამისა და სხვა "სუბიექტური" მიზეზების გამო გადავწყვიტე მეც გამოვეხმაურო არჩევნების მეტად მნიშვნელოვან ფენომენს და გამოვთქვა საკუთარი მოკრძალებული აზრი არა მარტო მერის, არამედ ზოგადად არჩევნებისა და დემოკრატიულად არჩეული ლიდერების შესახებ. ასევე შევეცდები გარკვეული ტერმინები განვმარტო და ისეთი საშიში სიტყვები, როგორიც შორიდან ანარქია, ეგოიზმი და ბუნებრივი გადარჩევა (ცოცხალი, მოაზროვნე მასების ტოტალური/98%-ანი პიზდეცი.) ჩანს, ცოტათი მაინც შევამსუბუქო, რადგან პირადად მე მიმაჩნია რომ რამოდენიმე ასეულ წელში ანარქიის გარდა საზოგადოებრივი წყობის სხვა ფორმა არც იარსებებს. რაც თავის მხრივ მხოლოდ ეგოცენტრულ(ჯანსაღ

) საზოგადოებაშია განხორციელებადი. (ეს კარგია და ბუნებრივი)
მაშ სანამ არჩევნებამდე მივალთ გადავხედოთ მოვლენათა და გარემოებათა ჯაჭვს რომელმლებმაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა.
მსოფლიო ისტორიამ შემოგვინახა რომ, ყველაფერი ეს (რასაც სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, არჩევანის უფლებას, და სხვა საყვარლობებს ვუწოდებთ.) ჩაისახა ძველ-ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში. ამის გამო ჩნდება წარმოდგენა რომ ძველი ბერძნები, აღმოსავლური სახელმწიფოებისგან ლიბერალური მიდგომებითა და გულჩვილობით ან ინტელექტუალური უპირატესობით გამოირჩეოდნენ. მაგრამ არის კი ასე?
როგორც ყოველთვის ამ შემთხვევაშიც ყველაფერი განაპირობა გარკვეულმა ობიექტურმა გარემოებებმა.
1. ეკონომიკის უძლიერეს და თითქმის ერთადერთ სფეროს მაშინ მიწათმოქმედება წარმოადგენდა.
2. სახელმწიფოს წარმატება მიწათმოქმედებაში პირდაპირ კავშირშია კონკრეტული სახელმწიფოს ჰავასთან.
3. კარგი მოსავლის უზრუნველსაყოფად ისეთ ქვეყნებში სადაც ცუდი ჰავაა იყენებდნენ მეტად რთულ და შრომატევად საირიგაციო სისტემებს. რომელთა გამართვასა და სწორ ფუნქციონირებას აუცილებლად ეწირებოდა კონკრეტული ქვეყნის 80%-მდე მოსახლეობის თავისუფლება.
4. აღმოსავლურ სახელმწიფოებში ცუდი ჰავა იყო(და არის) მიწათმოქმედებისათვის.
5. საბერძნეთს ეს პრობლემა არ ჰქონდა.
ანუ ძველ ბერძნებს არ სჭირდებოდათ რთული ირიგაციული სისტემების უზრუნველყოფა, რომელიც იმ(ბნელ) წლებში თავისთავად იწვევდა მოსახლეობის დიდი ნაწილის მონის მდგომარეობაში გადასვლას. ამ საჭიროების არ არსებობამ კი გამოიწვია მოსახლეობის მასების თავისუფლების შენარჩუნება და მათი დასაქმება სხვა სფეროებში. კონკრეტულად ელადაში წამყვანი იყო ვაჭრობა და მეზღვაურობა. ფორმალურად თავისუფალი, გარკვეული ქონების მფლობელი ადამიანების დიდი მასის აკუმულირებამ გამოიწვია პროტესტის გრძნობა ტირანიისადმი და საკუთარი პოზიციების დაცვის მოთხოვნილება. შედეგად ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში ყოველ თავისუფალ და პატივცემულ (წარმატებულ) მამრობითი სქესის მოქალაქეს გაუჩნდა უფლება მიეღოთ მონაწილეობა პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების რეგულირებაში.
სამწუხაროდ ამ დიდებულმა წამოწყებამ ვერ ნახა საკმაო პოპულარობა და დავიწყებას მიეცა თითქმის 2000 წლის მანძილზე. ისევ ბუნებრივი პირობებისა და გარკვეული გარემოებების გამო. ამხელა პაუზა ერთის მხრივ რომის იმპერიამ განაპირობა, რომელიც ფაქტობრივად მონურ შრომაზე იდგა მთელი მისი არსებობის განმავლობაში, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ გამორიცხავს თავისუფალი მოქალაქეების საკმაო რაოდენობის დაგროვებას. ის რაოდენობა კი რომლებიც ამ ფუფუნებით სარგებლობდა, წარმოუდგენლად კმაყოფილი იყო საკუთარი ყოფით და დიდად არც იწუხებდნენ თავს მოსაწყენი საერო პრობლემებით. (მონათმფლობელობა ბატონის პოზიციიდან ჭეშმარიტად დიდებულია).

.
მეორესმხრივ ავტოკრატიას საკმაოდ მყარ პოზიციას უქმნიდა ქრისტიანული ეკლესია, რომელიც ასევე მომხრე იყო ძალაუფლების ერთ პიროვნებაში განსხეულებისა, თუ რათქმაუნდა ეს პიროვნება თავად ქრისტიანული ეკლესიის ინტერესებს იცავდა. საზოგადოებაში კი ქმნიდა უფლის მიერ მოვლენილი მეფის სურათს რაც ავტოკრატიული სუბმისიურობის (ტირანიის განუყოფელი ნაწილის) ნიადაგს წარმოადგენდა. რადგანაც უფლის ნება 100% თრუდ ითვლება, ხოლო მის მედიატორად ქრისტიანული ეკლესია გვევლინება საკუთარი არჩევანის გაკეთების სურვილი აღარ წარმოადგენს საჭიროებას. რასაც ამბობდა ეკლესია ის იყო ჭეშმარიტება. ვისაც დაადგავდა გვირგვინს წვერიანთა (თუ უწვეროთა) ლიდერი ის წარმოადგენდა უფლის მარჯვენა ხელსა და მისი ნების უალტერნატივო განმახორციელებელს. ასე, წლების მანძილზე ტკბილად ჰქონდათ ერთმანეთის უკანალში თავები ჩარგული ეკლესიასა და მონარქიული წყობის ელიტას.
ავტოკრატიული იდილია, რომელშიც ერთისმხრივ მჩაგვრელნი, ხოლო მეორესმხრივ საქონელი კმყოფილად სუფევდა ათასლეულების განმავლობაში მეთექვსმეტე საუკუნემდე გაგრძელდა. მეთექვსმეტე საუკუნეში კი, ჩრდილოეთ ევროპაში წარმოიქმნა ანტიკური ელადის მსგავსი სიტუაცია. ისევ გარემოებებმა(ძირითადად საქონელწარმოების მეთოდების განვითარებამ) განაპირობეს, ხალხის თავისუფალი(ამჯერად უფუნქციო) მასების წარმოქმნა, რომლებიც თავს ირჩენდნენ ვაჭრობით, ზღვაოსნობით პირატობითა და სხვა ისეთი საქმიანობებით რომლის კონტროლსაც ერთპირვნული მმართველი ვერანაირად ვერ განახორციელებდა. რთულად რომ ვთქვათ, წარმოების ხერხებისა და მეთოდების გაუმჯობესებამ, რომელიც მოითხოვდა ნაკლებ დასაქმებულ ადამიანს, განაპირობა თავისუფალი მასების წარმოშობა და ეკონომიკური ბაზისის გადახრა კაპიტალიზმისკენ. ამ მოვლენამ კი თავის მხრივ ბურჟუაზიული დემოკრატია დაამკვიდრა. ასეთი ცვლილებები უპირველეს ყოვლისა განხორცილდა საფრანგეთში. ბრიტანეთში და ბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. შემდგომ კი წარმოიქმნა მრავალი გაურკვეველი იდეების მატარებელი სტრუქტურები, როგორებიც არის საერთო სახალხო დემოკრატია იგივე სუსურუკუ სადაც ყველა თავისუფალი და ბედნიერი უნდა ყოფილიყო(ვინც ვერ გაქაჩა გადაასახლეს და დახვრიტეს) და სიროკრატია, სადაც ყველას აქვს უფლება დაუსჯელად იყოს დეგენერატი(აგერ ჩვენ

).
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარეობს რომ, თავისუფალი(უსაქმური) მასების აკუმულირება კონკრეტულ სახელმწიფოში თავისთავად იწვევს პოლიტიკაში ჩარევის სურვილს და ადასტურებს ჩემს მოსაზრებას, რომ პოლიტიკა უსაქმურების გასართობია.

.
ახლა შევეხოთ დემოკრატიის აზრს (მოგებას.). მაგრამ მანამ განვაგრძობ, მინდა აღვნიშნო რომ ყოველი ახალი გარემოება თუ მოვლენა შეიცავს საკუთარ თავში უსაზღვრო სარგებელსა და იმავე რაოდენობის ზარალს. ჭკვიანი ადამიანები სარგებლობენ, მიმდინარე მოვლენებს ერგებიან და ქონება(გავლენა) უჩნდებათ. ნაკლებ გამჭრიახები კი ყოველთვის იზარალებენ ან უკეთეს შემთხვევაში სარგებელს ვერ ნახავენ განვითარებული მოვლენებისგან. ასევეა დემოკრატიაც. გარკვეული ნაწილი მას თავის სასარგებლოდ იყენებს, ნაწილის უფლებები იზღუდება ხოლო ნაწილი აზრზე არ არის საერთოდ რა ხდება, მთავარია მას არ შეუვარდნენ სახლში.
მაშ რა სარგებელი შეიძლება ვნახოთ დემოკრატიაში?
რეალურად საქმე მდგომარეობს ინტერესთა კონფლიქტებში (ინტერესთა კონფლიქტი კი მათ შორის არის ვინც ატარებს საკუთარ ინტერესებს, მარტივად რომ ვთქვათ ერის ელიტა და არა საქონელი) და მათი მოგვარების გზებში. თუ შორეულ წარსულში ინტერესთა კონფლიქტები ომის გზით წყდებოდა, ანუ ცივილიზაციის იმ დონეზე საკმარისი იყო ელიტის წარმომადგენელს მასებისთვის ებრძანებინა საკუთარი ან უფლის სახელით გაეჟუჟა მისი მოწინააღმდეგის მასა, რაც მისი ინტერესების გატარებას უზრუნველყოფდა, ახლა ასე მარტივად ვეღარ გადაწყდება საქმე. დამკვიდრდა დემოკრატიული მმართველობის სისტემა.
განვიხილოთ ინტერესთა კონფლიქტის კლასიკური მაგალითი. კონფლიქტი მეწარმე იმპორტიორსა და ადგილობრივ მეწარმეს შორის. მათი ინტერესები საფუძველშივე ურთიერთსაპირისპიროა და ერთი მხარის დასუსტება ლოგიკურად მეორის პროპორციული აყვავების გარანტიას იძლევა. ანუ თუ გაუჭირდება იმპორტიორს ადგილობრივი პროდუქტი მონოპოლიურ მდგომარეობაში ინაცვლებს. თუ ვერ გაქაჩავს ადგილობრივი მეწარმე იმპორტიორის მოგება იზრდება. ვთქვათ გვაქვს შემდეგი სიტუაცია. რუსეთიდან ტონა ფქვილის შემოტანა მეწარმეს უჯდება 180 ლარი, ხოლო ადგილობრივი მიწებისა და წისქვილების პატრონს 220 ლარი, შრომისა და წარმოების ზარალის, ელ ენერგიის ხარჯების ან საწვავის ღირებულების გათვალისწინებით. წარმოიქმნება კონკრეტული კონფლიქტი მეწარმესა და იმპორტიორს შორის. მეწარმე ამ შემთხვევაში ზარალზე იმუშავებს ან საერთოდ ბიზნესიდან გასვლა მოუწევს, მაგრამ თუ მან საკანონმდებლო ორგანოს წყალობით მოახერხა გაბერილი საბაჟო გადასახადის ან სხვა ნებისმიერი შეზღუდვის დაწესება კონკრეტული საქონლის შემოტანაზე ადგილობრივი მეწარმის საქონელი უალტერნატივო ხდება, ხოლო შემომტანი ბაზრიდან გავარდება. პირიქით შემომტანმა თუ მოახერხა და საბაჟო გადასახადი მინიმუმამდე დაიყვანა ის შეძლებს საქონლის უკეთ გავრცელებას მომხმარებლებში. ჰო, ყველაფერი ფულამდე დადის.

.
კი მაგრამ როგორ შეიძლება ასეთი სარგებლის მიღება ხელისუფლებისგან?
მარტივად. ხელისუფლება მოყავს კონკრეტული ინტერესების მატარებელ ჯგუფებს და დაკომპლექტებულია პირადად მათ მიერ ან მათივე ინტერესების მატარებელი პიროვნებებისგან.
შესაბამისად წარმოიქმნა შერბილებული (უსისხლო) ინტერესთა მარეგულირებელი სისტემა რომელიც გამოიყურება ასე.
საკანონმდებლო ხელისუფლება— რომელიც იღებს კანონებს და შედგება ხალხის მიერ არჩეული პირებით;
აღმასრულებელი ხელისუფლება — მოყავს სისრულეში მიღებული კანონები;
სასამართლო ხელისუფლება — არეგულირებს საკანონმდებლო სტრუქტურაში წარმოქმნილ დავებს.
ამ ყველაფრის მისაღებად კი აუცილებელია აღნიშნული სტრუქტურები კონკრეტულად ერის ფარგლებში და საერთაშორისო საზოგადოების თვალში გაპრავდეს. ამ ყველაფერს მივყავართ არჩევნების ფენომენამდე.
ახლა განვიხილოთ თავად არჩევნები.
როგორც მივხვდით არჩევნების პროცესი წარმოადგენს დიდებული სისტემის ერთ პატარა რგოლს, რომელიც წყვეტს ინტერესთა სფეროების გადანაწილებას. ანუ ერთი მეორეს კისერზე მოაჯდება და მათრახს გადაუჭერს.

.
არჩევანის გაკეთების ფენომენი კი პირველ რიგში ასარჩევ სუბიექტებს ემყარება. ანუ არჩევნებისთვის უნდა არსებობდეს ერთზე მეტი პარტია თუ ლიდერი. თავად პარტიები წარმოადგენენ ერთი იდეისა თუ პიროვნების გარშემო გაერთიანებული ადამიანების ერთობლიობას, რომლებსაც გამიზნული აქვთ საკუთარი ინტერესების გატარება. რეალურად ინტერესებს მცირე ნაწილი ატარებს, მაგრამ დანარჩენი წარმომადგენლებიც არ რჩებიან მოგების გარეშე გამარჯვების შემთხვევაში. უკეთეს ვარიანტში ეს პარტიები მოსახლეობას პირდებიან გარკვეულ სარგებელს, რომელიც ჩამოყალიბებულია კონკრეტული პარტიისა თუ პიროვნების საარჩევნო პროგრამაში. ისევ უკეთეს შემთხვევაში კონკრეტული მოსახლეობის მცირე ნაწილი ეცნობა ამ პროგრამებს და მხოლოდ ინტერესთა თანხვედრის პირობებში ირჩევს კონკრეტულ პიროვნებასა თუ პოლიტიკურ ძალას. რეალურად კი ელექტორატის უდიდესი ნაწილი არჩევანს აკეთებს პიროვნებას ისეთი თვისებების გამო რომლებსაც ვერანაირი კონკრეტული (სასარგებლო) გავლენა ვერ ექნება მათ მომავალ ყოფაზე. ასეთი თვისებებია პიროვნების გარეგნობა, ჩაცმულობა, ქარიზმა, ოჯახი, არარეალური ლოზუნგები(გაზი 10 თეთრი, დენი 5 თეთრი წყალი უფასოდ, ტაშ-ტაშ ტარამ ტარამ მრავალჟამიერ etc.) და პიარ-ტექნოლოგიების სხვა მოსახლეობის ეს ნაწილი ზედმეტად გადატვირთულია საკუთარი ცხოვრებისეული პრობლემებით და საერთოდ გაგებაში არ არიან ვინ რას წარმოადგენს.ელექტორატის ამ ნაწილის დაბოლება შეიძლება თითქმის უკიდეგანოდ. სანამ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები ან მათი ლიდერი ღიად არ დაიწყებენ ადამიანების ჭამასა და ბავშვების გაუპატიურებას. (ან პუტინისთვის ხელის ჩამორთმევას

.)
არჩევნების მეორე ძირითადი პირობაა მისი საიდუმლოება. არავის წარმოდგენა არ აქვს რა საჭიროა საარჩევნო საიდუმლოების დაცვა(არის რაღაც ზღაპრული დევნისა თუ დაშინების მომენტები. ბოლოსდაბოლოს თუ საკუთარი თავის დაცვის თრაქი არ გაქვს თავისუფალ ადამიანს რაღატომ უწოდებ თავს.

), სწორედ ეს განაპირობებს ერთბაშად გაყალბების შესახებ მითების წარმოქმნისა და გაყალბების შესაძლებლობის მთავარ ხელშემწყობ ფაქტორსაც. არადა შეიძლება ყველაფერი კონსენსუსის გზით მოგვარდეს.
არჩევნების პროცესის განუყოფელი ნაწილია საარჩევნო კამპანია. ნორმალურ შემთხვევებში პოლიტიკური ძალა თუ ლიდერი უნდა ახორციელებდეს საკუთარი პროგრამის გაცნობას საზოგადოებისადმი, მაგრამ თუ საზოგადოება არ არის დაინტერესებული ამ შენი პროგრამით რა უნდა ქნა?
ჰო, პიარი. წინასაარჩევნო კამპანია უკვე დიდი ხანია ოფიციალურად იწოდება პიარად. ხოლო პიარს როგორც წესი უტვინო საქონლის შესახუჭუჭუებლად იყენებენ. რატომღაც ამ სტატუსს შეეგუა ადამიანების მასა (ელექტორატი) და აღარ ითვლება ასეთი ყოფა შეურაცხმყოფლად. აქტიურადაც კი მიდის სხვადასხვა პარტიების პიარის გარჩევა ისეთ ადამიანებს შორისაც, რომლებიც საკუთარი თავი 100%-ით ინტელექტუალებად და პროგრესული აზროვნების მქონე პიროვნებებად მიაჩნიათ. რეალურად კი ჯოგის შემადგენელ ელემენტს ემსგავსება, რომელიც ირჩევს რაღაცას გაუაზრებლად. რომელიც საკუთარ ინტერესებს ვერ ხედავს და ვერც ახორციელებს. ეს ჯოგი უსიტყვოდ გამოსჭრის ყელს მეორე ჯოგს საჭიროების შემთხვევაში. ვთქვათ თუ გახდა აუცილებელი დაამტკიცონ რომ მათი პატრონი სხვა პატრონებზე ბევრად კეთილი ჭკვიანი და გულისხმიერია. მთელი უბედურება კი ის არის რომ თავად ეს პატრონები ბევრით არაფრით გამოირჩევიან ამ ჯოგებისგან და უბრალოდ ბიზნეს-დაკვეთის ინსტრუმენტებს წარმოადგენენ.
მივდივართ დასკვნამდე რომ თავად არჩევნები არის უდიდესი შეურაცხყოფა შეგნებული, მოაზროვნე ადამიანისათვის, მისი კანონის ფარგლებში (გაუყალბებლად) ჩატარების შემთხვევაშიც კი. აზრი არ აქვს მათ შედეგებს, რადგან საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი საერთოდ არ მოითხოვს იყოს ვინმეს მიერ შედგენილი პროგრამით მართული. თავად სისტემა რომლის მოყვანასაც არჩევნები ემსახურება უტვინო მასების დაბოლებაზეა გათვლილი.
მივედით ანარქიის ფენომენთან ანუ ლიბერალური დემოკრატიის შემდგომ ეტაპთან.
ასევე დავწერ ეგოიზმის სარგებელის შესახებ. უზარმაზარი მასების განადგურების ან სახეცვლილების აუცილებლობაზე. რომელსაც შემდგომ თემაში განვიხილავ, რადგან ახლა თავი მტკივა საშინლად.
ამავე მიზეზით გთხოვთ დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ კორექტურულ შეცდომებს.
წინასწარ მადლობა.
პატივისცემით Sattelite
http://www.facebook.com/note.php?created&&...id=408533510792 * * *
P.S.
თემასთან პირდაპირ კავშირშია.
ბიომასის ფენომენი - ჭირი და ბედნიერება.თავისუფლება და მომხმარებელი.ნაწილობრივ.
ბოლოდროინდელი მოვლენების ანალიზი. This post has been edited by Sattelite on 30 May 2010, 22:46