ნინო ბურჯანაძეს აინტერესებს, აქამდე რატომ არ აპატიმრებენ. ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ ის ყველაფერი, რასაც ხელისუფლება ამბობს, 1%-ით მაინც მართალია, აინტერესებს, რატომ არ აპატიმრებენ.
"თუმცა, მე რომ დამაპატიმრონ, ამაზე შემდეგ მთელი მსოფლიო აყვირდება", - განაცახდა ბურჯანაძემ.
შესაბამისად, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას მისი დაპატიმრებისგან მსოფლიოს შიშით იკავებს თავს.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...patimreben.htmlნინო ბურჯანაძეს აინტერესებს, რა განსაკუთრებული დამსახურებისთვის სთავაზობს ხელისუფლება გირაოს.
ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, როცა ხელისუფლება მთავაზობს გირაოს. რატომ, რა გამონაკლისი ვართ, რა განსაკუთრებული დამსახურება გვაქვს იმ ადამიანებისგან განსხვავებით, ვისაც თავპირი დაალეწა ხელისუფლებამ და გირაო არ შეუთავაზებია", - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ ამას მთელი მსოფლიო გაიგებს. ბურჯანაძეს აინტერესებს, თუ რატომ იჭერენ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, პირველსავე დაძახებაზე პოლიციაში მივიდნენ.
"მივმართავ პოლიციას, რამდენ ხანს გგონიათ, რომ ეს ხელისუფლება იქნება? სამართლებრივი საფუძველი იმისა, რაც დღეს ხდება, არ არსებობს. არსებობს მიხეილ სააკაშვილის და მისი ხროვის პოლიტიკური დაკვეთა, რომ ქვეყანაში დემოკრატიისთვის მებრძოლი ადამიანების წინააღმდეგ ანგარიშსწორება განხორციელდეს", - აღნიშნა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, სად იმყოფება ამ დროისთვის ბადრი ბიწაძე.
მეც მაინტერესებს?
პასუხი ვინეს გაქვთ?