ორი დღის წინ YouTube-ზე ვნახე ვიდეო და პირველივე სიტყვებმა გულის გაქვავებული სიღრმეები ამიდუღა. მეორე ლექსთან ერთად უკვე ცრემლის გეიზერები გადმოვღვარე, მესამე ლექსზე კი ლავაც დაიძრა... და აი, ორი დღის შემდეგ რადიო ”ობიექტივის” პირდაპირ ეთერში ახალი წამყვანის ხმამ დამაეჭვა. რამოდენიმე წუთში კი ვულკანივით ამოხეთქა გრძნობებმა მის ლექსებთან ერთად და მას მერე ამ რადიოს მივეჯაჭვე.
ამბობენ პირველი რეაქცია ყველაზე გულწრფელიაო და მინდა უბრალოდ დავაფიქსირო რომ ჩემი პირველი რეაქცია ფურცლის და კალმის ძებნა იყო, რათა ჩამეწერა ამ ქალის თითოეული სიტყვა. ცოტა დაგვიანებით კი მივხვდი, რომ უკვე 21-ე საუკუნეში ვიყავით და შემეძლო ვიდეო დამეკოპირებინა მთლიანად.
ნახეთ ვიდეო და ესტუმრეთ რადიო ”ობიექტივის”
”ობიექტივის” საიტს, სადაც დევს ამ ქალის გადაცემის ვიდეოჩანაწერები.
ვიდეო... This post has been edited by Liosurg on 12 Oct 2011, 22:03