დღეს ვნახე ეს განცხადება:
სამაგისტრო ონლაინ პროგრამები ბიზნესის ადმინისტრირებაში (კინგსტონის უნივერსიტეტი, აშშ) - სწავლობთ საქართველოში, თქვენთვის მოსახერხებელ დროს და ადგილას.
მიმდინარეობს აქცია! 1,000 სტუდენტი კინგსტონის უნივერსიტეტში ისწავლის შეღავათიან ფასად. ამჟამად სწავლის საფასურია 1,380 აშშ დოლარი 24,900 აშშ დოლარის ნაცვლად! 50% ირიცხება უნივერსიტეტის ანგარიშზე სწავლის დასაწყისში, ხოლო დანარჩენი - სწავლის დასრულებისას.
მოთხოვნები:
** ბაკალავრის დიპლომი
** ინგლისური ენის ცოდნის დონე (საშუალოზე მაღალი)
** ორგანიზებულობა.
მიმართულებები:
** МВА ეკონომიკაში
** МВА სასტუმროს მენეჯმენტი
** МВА არასამთავრობო ორგანიზაციების მენეჯმენტი
** МВА მენეჯმენტში
** МВА ორგანიზაციათა მენეჯმენტი
** МВА საერთაშორისო ბიზნესი
** МВА საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტი
** МВА ჯანდაცვის მენეჯმენტი
** МВА ელექტრონული ბიზნესის ადმინისტრირება
** MBA მარკეტინგის მენეჯმენტი
** MBA ჰორეკა მენეჯმენტი (Food Service)
დისტანციური განათლება იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას სამსახურიდან მოუწყვეტლად აიმაღლოთ კვალიფიკაცია.
თქვენ ისწავლით ბიზნესის მართვას ისეთი კომპანიის კონსულტანტებისგან, როგორებიც არიან: General Electrics, Ford, Starbucks, Federal Express, Amoco, Mead Paper, Mobil Chemical, Armstrong World Industries, Pennsylvania Power and Light, Weyerhaeuser, Chase Lincoln First, TRW, Health Net და სხვ.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ თავიანთი CV ელფოსტაზე: danikaconsulting@yahoo.com
http://jobs.ge/36242/და როდესაც დავრეკე აღნიშნულ ნომერზე, ძალიან გაურკვეველი პასუხები მივიღე.
ჯერ თურმე ეს "ის კინგსტონი" არ ყოფილა, ანუ
http://www.kingston-university.us/და ამ უნივერსიტეტის საიტზე მსგავსი ვერაფერი მოვიძია (იქნებ თქვენ მოიძიოთ მე თუ ვერ ვიპოვე

)
და მერე თქვეს, რომ ეს რაღაც სხვა კინგსტონის უნივერსიტეტია, რომელსაც თურმე ვებ საიტიც არ გააჩნია და ეგეთი სისულელეები.
ანუ ამ აკრედიტირებული პროგრამის, რომელიც 24 000 დოლარზე მეტი ჯდება, არანაირი ვებსაიტი არ არსებობს?

მაინტერესებს, რა ხდება, 1 000 გულუბრყვილოს ეძებენ თუ სატელეფონო ოპერატორმა ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია და საქმე სხვაგვარადაა?