აღმოჩენილია კომეტა, რომელსაც დედამიწაზე ოკეანეების ფორმირება შეეძლო
კომეტა Hartley 2 შეიცავს წყალს, რომლის შემადგენლობა დედამიწაზე არსებულ წყალს ყველაზე მეტად უახლოვდება.
BBC-ის ინფორმაციით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს კომეტა, რომლის შემადგენლობაში არსებულ წყალში დეიტერიუმის გაზომვამ აჩვენა, რომ იგი სხვა ასტეროიდებთან შედარებით ყველაზე მეტად ჰგავს დედამიწაზე არსებულ წყალს. მათი აზრით, წყალი ჩვენს პლანეტაზე სწორედ ამ კომეტასთან შეჯახების შედეგად შეიძლებოდა გაჩენილიყო. მეცნიერთა მოსაზრებით, თავდაპირველად დედამიწა მშრალი და ქვიანი იყო და თუ წყალი მასზე მოგვიანებით გაჩნდა, მისი წყარო სწორედ ასტეროიდები უნდა ყოფილიყო.
http://www.geworld.ge/index.php/home/rubri...-10-06-13-40-35