
ესეც ახალი მე-3 თაობის Audi S8, ავტომობილის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა ფრანკფურტის ავტო შოუზე სექტემბერში, როგორც ჩანს Audi S-მა აქცენტი 4.0 TFSI ძრავზე გააკეთა მაგალითისთვის ახალი: Audi S6 და Audi S7. Audi S8 იგივე 4.0 TFSI 8 ცილინდრიან ძრავს მიიღებს, Audi S6 და Audi S7 აქვთ 420 ცხენის ძალა ხოლო Audi S8-ს ექნება 100-ით მეტი 520 ცხენის ძალა და 650 ნიუტონ მეტრი, ძრავი გადაბმული იქნება 8 სიჩქარიან ტიპტრონიკზე. ავტომობილი 100კმ/სთს 4.2 წამში განავითარებს,

მაქსიმალური სიჩქარე იქნება ელექტრონულად ლიმიტირებული 250კმ/სთზე. ავტომობილი 100 კმზე დაწვავს 10.2 ლიტრ ბენზინს. ავტომობილის მთლიანი წონა შეადგენს 1,975 კილოგრამს ავტომობილის კუზაო თითქმის მთლიანად ალუმინისგან არის დამზადებული სწორედ ამიტომ არის ავტომობილი ასეთი მსუბუქი, იარსებებს ექსტერიერის 13 ფერი, ავტომობილს დაუყენდება 21 დიუმიანი დისკები.

რაც შეეხება ინტერიერს, აქ ბევრია კარბონის მასალა, ინტერიერში ტექნოლოგიები მრავალფეროვანია სალონში გამოყენებულია ისეთი მასალები როგორიც არის: ალუმინი და კარბონი, ფერებს რაც შეეხება აქაც შევხვდებით ექსკლიუზიურ ფერებს, რაც მთავარია ინტერიერში თითქმის ყველგან ნახავთ S-ის ლოგოს, ტექნოლოგიებს რაც შეეხება, Audi S8-ში შეხვდებით უსაბრთხოების ტექნოლოგიებს, ადაპტირებულ კრუიზ-კონტროლს stop & go სისტემით, Audi side assist-ს, active lane assist-ს,

night vision assistant რომელსაც ღამით შეუძლია ტრასაზე შენიშნოს ფეხით მოსიარულე და ამის შესახებ შეგატყობინოთ რაც მთავარია ფაქტიურად Audi-ის საფირმო MMI-ის ფირმის ნავიგაცია, რომელიც აყენია 8 დიუმიან მონიტორზე, და რომელიც სენსორულია ამის გარდა რადიო, ბლუთუსი, ბლუთუსის ტელეფონი და WLAN-ით დაკავშირებული მობილური ინტერნეტი.

ცალკე დგას აუდიო სისტემა ეს არის 1,400 ვატიანი Bang & Olufsen-ის უმაღლესი ხარისხის აუდიო სისტემა რომელსაც გააჩნია 19 სპიკერი და რაღაც ჰარმონიული ხმა ამასთან DVD ჩეინჯერიც, ასევე არის პრემიერაც ეს გახლავთ 360 გრადუსიანი ხედვის კამერა. ავტომობილი გაყიდვაში გამოვა 2012 წლის გაზაფხულზე.










წყარო:
http://news.drive.ge/?m=44&newsid=3077