.... და ეს ორი მუხლი, ივანიშვილის განცხადებიდან ნამდვილად არ მომეწონა.
_" პერსპექტიული გავხადოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა."_
"დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება."
ივანიშვილის განცხადება - სრული ვერსიაუბედურება იმაშია, რომ ივანიშვილიც აღიარებს მიშასავით "სამხრეთ ოსეთს" და იმას რომ, თითქოს, რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოს ამ ნაწილებზე, საქართველოს იურისდიცია არ ვრცელდება.
ვინ თუ არა მან და იმ ადამიანებმა, ვისაც პოლიტიკაში რაიმე ამბიცია გააჩნიათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და ყველა ის საერთაშორისო ხელშეკრულებები, შეთანხმებები, ნორმები და ა. შ. რომელსაც საქართველო უერთდება და აწერს ხელს, სავალდებულოა შესასრულებლად ყველა პირისათვის საქართველოს ზემოთხსენებულ ნაწილებშიც.
რას ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება?
ივანიშვილის ეს მოსაზრება მე ასე გავიგე;
საქართველოა რუსეთთან დამნაშავე და უნდა ვებოდიშოთ ვანიას.
დანარჩენი კომენტარები ეხლა თქვენ გააკეთეთ უზერებო.
ვინაიდან ჩემს მიერ წამოჭრილი ორი საკითხია დღეს ყველაზე მტკივნეული ჩვენი ქვეყნისათვის, მოდერებო ამიტომ გთხოვთ, თემას ნუ დახურავთ.
This post has been edited by Grigali on 7 Oct 2011, 22:46