ფიქრები საქართველოს გარშემო:
ეს კითხვები გამიჩნდა ივანიშვილის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო....
კარგი კაცია ივანიშვილი,
ყველას უყვარს... აქვს ავტორიტეტიც..
ლევან ვასაძეც პატივისცემას იმსახურებს
და ამას ვერავინ უარყოფს,
მაგრამ...
მისი ბიზნესი რუსეთშია
დავუშვათ და მოვიდა მთავრობაში
დავუშვათ გახდა მნიშვნელოვანი ძალა პოლიტიკაში
დავუშვათ რომ კარგი უნდა საქართველოსთვის და ხალხისთვის...
იქნება კი ის დამოუკიდებელი თავის არჩევანში და ქმედებებში თუ რუსეთის მიერ იქნება მართული?
რუსეთი მოგეხსენებათ როგორი "დემოკრატიულიცაა"
ჰოდა რამე რომ გააკეთოს რუსეთის საწინააღმდეგო
ეგრევე ხადარკოვსკის გზაზე გაუყენებენ მის ქონებას..
დავუშვათ და მოსთხოვა რუსეთმა ივანიშვილს აღიაროს აფხაზეთი და სამაჩAბლო
ან შექმნას საქართველოში ფედერაცია, საიდანაც ადვილად გამოვა ეს ორი რეგიონი როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი
დედიშვილია და არ შეუსრულოს (როგორც მოსთხოვეს თავის დროს ედიკას როკის გვირაბის გაყვანა)
ჰოდა კარგია ეს ზოგადად ქვეყნისთვის თუ ცუდი?
თავად ივანიშვილი აცნობიერებეს ამ ყველაფერს?
უბრალოდ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამომრჩევლისთვის კი ამდენი რამ უბრალოდ გაუგებარია და ჰკიდიათ..
კაცი რომელმაც დაკარგა სამსახური, გაჭირვებულია,
მშიერია და ამ დროს ხედავს, როგორ დაბოგინობენ პოლიტიკური ბომონდი და იხრჩობიან სიმდიდრეში - ჯინაზე მისცემს ხმას ივანიშვილს
დანარჩენი ხალხს უბრალოდ ჰკიდია...
ჰოდა იმის თქმა მინდა, რომ კიდევ უფრო ღრმა ჭაობში შევტოპეთ მგონი....
შეგიძლიათ განავრცოთ თემა: აბა სააკაშვილი არის კი დამოუკიდებელი??? -
ის ხომ ამერიკაზეა დამოკიდებული და ა.შ......
This post has been edited by basa-ttt on 7 Oct 2011, 14:36