#27723243 · 7 Oct 2011, 14:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით. ვეძებ სამსახურს. ვარ 19 წლის. მოწესრიგებული, პასუხისმგებლობით სავსე, პუნქტუალური, კომუინიკაბელური და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული ადამიანი. სამუშაო გამოცდილება: 1. აკად. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტი კლინიკა - მიმღები განყოფილება (EMERGENCY)-შოკური თერაპია + ობსერვაცია - სტაჟიორი (1 წელი და 1 თვე) 2. სასწრაფო დახმარება 033 - სტაჟიორი 3. რეფერალური ჰოსპიტალი - რეანიმაციული განყოფილება - შტატი "ასისტენტი" (ანაზღაურებით) 4. რეფერალური დახმარების ცენტრი (სასწრაფო დახმარება) - 1 თვიანი სტაჟირება.
განათლება: 1. 12 კლასი 2. სამედიცინო კოლეჯი მედძმის კვალიფიკაციით (ექთანი)(სკოლა და კოლეჯი დავამთავრე ერთად). მაქვს შესაბამისი დიპლომი. 3. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე.
სამატებითი ინფორმაცია: ვარ წითელი ჯვრის მოხალისე განყოფილებაში - კატასტროფების მართვა და სამედიცინო დახმარება.
მაქვს სერტიფიკატი "იუ-ესაიდი-სგან" პირველ დახმარებასა და სამართალში.
ტრენინგი: პირველი დახმარება - თბილისის ნომერ პირველი საავადმყოფო
კომპიუტერული უნარჩვევები: მაქვს სერტიფიკატი, რომელიც მომანიჭა შ.პ.ს. მაგისტრმა: ვინდოუსი-ძალიან კარგად ექსელი-ცუდად ვორდი-კარგად ინტერნეტი-ძალიან კარგად E-mail-ძალიან კარგად ვფლობ ასევე ფოტოშოპს, რაშიც არ გამაჩნია სერტიფიკატი.
ენები: ქართული - მშობლიური; ინგლისური - კარგად (მყავს მოსწავლეები) ჯამში 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება. ვეძებ სამედიცინო სამსახურს: სასწრაფო დახმარება (გამსვლელი ან კატასტროფა) - მიმღები (ემერჯენსი) ნორმალური სამუშაო პირობებით და კეთილგანწყობილი პერსონალით.
სამუშაო ტექნიკა: პაციენტის მიღება, პაციენტის მიღების ორგანიზება, ვიტალური პარამეტრების მონიტორინგზე აყვანა - სატურაცია, წნევა სის/დია, პულსი, რესპირაცია, კარდიო მონიტორინგი. ოქსიგენოთერაპია, ინფუზიოთერაპია; ინტრამუსკულარული ინექცია, სუბკუტანური ინექცია, ინტრავენური ინექცია, ინტრავენური კათეტერიზაცია, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, ნაზოგასტრალური ზონდირება, სასწრაფო დახმარების შემთხვევაში მანქანის მოწესრიგება - გაწმენდა სპეც. ხსნარებით და ყოველმორიგეობრივი მანქანის დათვლა, სანაცია (ცხვირი, პირის ღრუ, ტრაქეა, რეანიმაცია... და უამრავი სხვა მანიპულაცია...
სასურველი ხელფასი: არანაკლები 300 ლარზე. ჩემთვის მთავარია ჩემი გაკეთებული საქმის ხარისხი და არა მხოლოდ ხელფასი. დაინტერესებულმა პირებმა მომწერეთ პირადში. პ.ს. თავს შევიკავებ პირადი ინფორმაციის დაწერისაგან საჯაროდ, რაშიც იგულისხმება ტელეფონის ნომერი, მისამართი, სახელი და გვარი, პირადი ნომერი ან თუნდაც ელ.ფოსტა. საჭიროების შემთხვევაში გამოგიგზავნით რეზიუმეს (ან პირადად ). მადლობა!
This post has been edited by beka911 on 7 Oct 2011, 14:54
|