#27742017 · 8 Oct 2011, 18:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
XXI საუკუნის დამდეგს დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარი საქართველოს წინაშე მორიგი დაბრკოლება აღიმართა - ძალაუფლება ხელთ იგდო საჭურისთა ფენამ, რომელიც მანამდე, 1995 წლიდან 2003 წლამდე, ერთგულად ემსახურებოდა ედუარდ შევარდნაძის სისხლიანი ხუნტის კრიმინალურ და კლანურ მმართველობას.
საჭურისთა ფენა ისტორიულად ყოველთვის იყო დასაყრდენი ძალადობის გზით მოსული ხელისუფლებისთვის. ასე იყო ძველი აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში, ხოლო მოგვიანებით, დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თვით ბიზანტიის იმპერიაშიც... საჭურისები, ყველაზე მეტხანს, როგორც ცნობილია, ჩინეთის მმართველობაში ღებულობდნენ მონაწილეობას, მაგრამ თუკი ჩინეთში სამხედრო არისტოკრატიის დაკვეთით ხალხის მასების ადმინისტრირებას ახორცილებდნენ, საქართველოში მათ თავად იგდეს ხელში ძალაუფლება და მათთვის დამახასიათებელი სისასტკით შეუდგნენ ქვეყნის იავარქმნას.
მოგეხსენებათ, რომ დასაჭურისების მთავარი მიზანი იყო ადამიანი განეძარცვათ პიროვნული ღირსებისგან, მომავლისგან, დაეთრგუნათ მასში ყოველგვარი სათნოება, რათა ექციათ ისეთი უზნეო ბრძანებების უდრტვინველ შემსრულებლებად, რასაც ნორმალური ადამიანი არ იკადრებდა. ზოგჯერ ხდებოდა, რომ საჭურისნი მცირე ხნით ხელთ იგდებდნენ ხოლმე ძალაუფლებას, მაგრამ ამას მოჰყვებოდა ხოლმე ამბოხი და საჭურისთა ფენას ბოლო ადამიანამდე სპობდნენ.
XX - XXI საუკუნეების მიჯნაზე დასაჭურისების მეთოდები მრავალგვარი იყო, თუმცა ფიზიოლოგიურ დასაჭურისებას, კასტრირებას, უკვე ნაკლებად მისდევდნენ - საჭურისად ადამიანის ქცევა ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად - შთააგონებდნენ მას საკუთარ უსუსურობას, განწირულობას და ღირსებაზე უარის თქმის სანაცვლოდ შესთავაზებდნენ ძალაუფლებაში მონაწილეობას, მატერიალურ კეთილდღეობას. მომავალ საჭურისებად არჩევდნენ ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც არასრულფასოვნად იზრდებოდნენ და თავად ვერ ახერხებდნენ თანატოლთა წრეში ადაპტირებას. ამისი მიზეზები კი მრავალი შეიძლებოდა ყოფილიყო: არაჯანსაღი ოჯახური გარემო, ბავშვობაში გადატანილი მძიმე მემკვიდრეობითი დაავადებებით გამოწვეული არასრულფასოვნების კომპლექსი, თანდაყოლილი გონებაშეზღუდულობა...
მომავალი საჭურისი "კადრების" სამჭედლოდ იქცა ამერიკელი მიზანთროპის, თაღლითი და მანიაკი ჯორჯ სოროსის მიერ შექმნილი სხვადასხვა ფონდები და სექტები. ჯორჯ სოროსის დაფინანსებით ხდებოდა როგორც საზოგადოების ზნეობრივი ღერძის მორყევა, ასევე ამ რყევის შედეგად ზედაპირზე ამოსული არასრულფასოვანი ადამიანების გამორჩევა და მათი გადამზადება მომავალში ძალაუფლების ხელში ასაღებად.
მომავალ საჭურისებს აგზავნიდნენ ქვეყნის გარეთ სპეციალურ 2 - 3 კვირიან კურსებზე, სადაც ხდებოდა მათ ცნობიერებაში კაცთმოძულეობის გენერირება და მათი გამორჩეულობის მითის შთანერგვა.
უკვე დასაჭურისებული ახალგაზრდები შედიოდნენ ედუარდ შევარდნაძის კრიმინალური ხელისუფლების სამსახურში და სრულჰყოფდნენ მონური მორჩილებისა და სასტიკი მმართველობის უნარ-ჩვევებს...
2003 წლის ნოემბერში, საჭურისებმა ხელთ იგდეს ძალაუფლება და დასაბამი მისცეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე ბნელ, ტერორითა და უზნეობით გაჯერებულ ეპოქას...
This post has been edited by Precursor on 8 Oct 2011, 20:55
--------------------
საქართველო მარადიულია! © პრეკურსორი
"ვირი გინდა ნაცებში დააბი, გინდა ქოცებში - მაინც ერთი ბიძინააო!"
“იარე წინ და შეჭამე ყველაფერი, რაც მოძრაობს! რაც არ მოძრაობს, ეგეც: ხეებიც, ბოძებიც… მოსახვევშიც არ მოუხვიო - მოსახვევიც შეჭამე!” (C) OKELA84
|