სარკოზის დასახვედრად რუსთავის ნაც-აქტივის სრული მობილიზაცია იყო გამოცხადებული დღის ორ საათზე, ე.წ ძველ რუსთავში ცარიელი ავტობუსების კოლონა გამოჩნდა. გადავწყვიტეთ, კოლონას გავყოლოდით. აღმოჩნდა, რომ ქალაქის ავტობუსები, სპორტის ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან იკრიბებოდნენ.
„სარკოზის დასახვედრად მივდივართ, ბატონო. მერიის ხალხი და მასწავლებვლები მიგვყავს. ჩვენ ტყუილად ნუ გადაგვიღებ სურათს. დაგვიბარეს და მოვედით. აი, იმათ მიხედე” – გვირჩია ყვითელი ავტობუსის მძღოლმა.
ადამიანები, ვის მიმართაც ყურადღების გამოჩენა გვირჩიეს, მერიის თანამშრომელები იყვნენ. რუსთავის მერიის ყველა სამსახური სრულად იყო წარმოდგენილი.
მათთან ჩამწერით მისვლის შემთხვევაში, დიდი ალბათობა იყო, რომ ვერანაირ ინფორმაციას ვერ მივიღებდით. გავითვალისწინეთ ის ფაქტორიც, რომ გარშემო ჩვენ გარდა არც ერთი ჟურნალისტი არ იყო და აპარატურის წართმევის შემთხვევაშიც ვერავინ დაგვეხმარებოდა, თუნდაც ფაქტის დაფიქსირების მხრივ. ამიტომ ფარული გადაღების მეთოდი ვარჩიეთ.
მერიიდან წამოსული ერთი ქალბატონი ჩიოდა: „სათვალეც არ შეიძლებაო... ვერ გავიგე, რა უბედურებაა?! მერჩივნა, სამსახურში დავრჩენილიყავი”. ბევრად უფრო ხალისიანი განწყობა ქონდათ ახალგაზრდა ნაციონალებს. ოფისის წინ, ტროტუარზე მდგარი მანქანის საბარგულს მიყრდნობოდნენ და სიებს ავსებდნენ.
„ეს არის კოორდინატორების და თავმჯდომარეების სიები. დიახ, ნაციონალეაბის” – გვიპასუხა ხელმოწერების შემგროვებელმა გოგონამ.
ამ დროს, სად იყო და სად არა, რუსთავის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი, მაია დოლიძე გამოჩნდა.
„ახლავე მოაგროვე სიები და შიგნით შეავსე. როგორ ევასებათ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა!” - ყვიროდა, ქალბატონი მაია.
ჩვენ მას უკან გავყევით და ვკითხეთ, თუ რატომ არ გვქონდა უფლება აღნიშნული შეკრებით დავინტერესებულიყავით. რუსთავის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელისგან პასუხად ასეთი არგუმენტი მივიღეთ:
„ასე არ შეიძლება. აქ პარტიაა გენაცვალე, პარტია!” ნაციონალური მოძრაობის ოფისი თუ წმინდა ადგილად იყო გამოცხადებული, ნამდვილად არ ვიცოდით.
მოკლედ, ამ „წმინდა ადგილზე“, დღის სამ საათზე, დაახლოებით ასამდე ადამიანი იდგა. შეკრებილებს ნელ-ნელა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებიც უერთდებოდნენ. მათ შორის - საკრებულოს თავჯდომარე, კახა გურგენიძეც გამოჩნდა.
„თანახმა ვარ გესაუბროთ, უბრალოდ, გავერკვევი ჯერ რა ხდება” – გვითხრა გურგენიძემ. ის, კაბინეტიდან-კაბინეტში გადადიოდა. რესპოდენტის დაკარგვის შიშით, უკან დავყვებოდი.
„აბა, რა ხდება?! დასამალი არაფერია! პირდაპირ გეუბნებით: ადამიანებს ჰქონდათ სურვილი, შეხვედროდნენ ჩვენი ქვეყნის მეგობარს, სარკოზის. ჩვენ მათ მივეცით ამისი საშუალება. მე მგონი, არაა საჭირო იმისა ახსნა, თუ რამდენად დიდი და მნიშვნელოვანი საქმე აქვს საფრანგეთის პრეზიდენტს ჩვენთვის გაკეთებული.
ისე, აქ მარტო მერიის თანამშრომლები არ არიან. თვითმმართველობის მუშაობა არ შეფერხდება, რადგან მერიაშიც არიან თანამშრომლები. რაც შეეხება, ქალბატონ მაიასათან დაკავშირებულ ინციდენტს - მედიასთან უხეშობა ჩემთვის მიუღებელია” – გვითხრა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ.
სარკოზის დასახვედრად რუსთავის მერიის გარდა, ქალაქის სკოლების პედაგოგები, ექიმები, ა.ი.პ „რუსთავის კორპუსის” და კერძო სასწავლებლების თანამშრომლებიც წაიყვანეს.
http://www.presage.tv/?m=society&AID=7241 ვაშა პარტიას! ვაშა შენებას!

*********************************************
"ადგილობრივი საჯარო მოხელეები და მასწავლებლები ძირითადად ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტის დასახვედრად ჩამოვიდნენ. 7 სექტემბერი უქმე დღედ მხოლოდ თბილისში გამოცხადდა, ამიტომაც რეგიონების საჯარო სკოლები უმეტესწილად 5 მასწავლებლითა და დირექტორებით იყო წარმოდგენილი. ისინი ერიდობოდნენ რეპორტიორებთან საუბარს, განსაკუთრებით ვიდეო და აუდიოინტერვიუებს და არც ერთ მათგანს არ სურდა თავისი ვინაობის იდენტიფიცირება. “ნეტგაზეთის” რეპორტიორებთან ზოგი მათგანი აცხადებდა, რომ თავისი სურვილით ჩამოვიდა თბილისში, რადგან აინტერესბდათ პრეზიდენტ სარკოზის მოსმენა. თუმცა იყვნენ ისეთი პედაგოგებიც, რომლებიც ამბობდნენ:
“ხომ იცით, არა, როგორადაც ჩამოვედით?”. თავისუფლების მოედანზე პრეზიდენტების შესახვედრად მხოლოდ რეგიონებში არ შეუკრებიათ მასწავლებლები.
“სკოლაში ამ გამოსვლისთვის ყველას პირადობის ნომრები და მისამართები ამოიწერეს და მოგვთხოვეს აქ გამოვცხადებულიყავით. თან
გაგვაფრთხილეს, გამოუცხადებლობის შემთხვევაში სკოლაში პრობლემები შეგვექმნებოდა. აქ ახლა ჩემი სურვილით არ ვარ,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ერთ–ერთმა ანონიმმა მასწავლებელმა თბილისიდან.
თავისუფლების მოედანზე ე.წ სექტორები იყო მონიშნული მიწაზე, სადაც ხალხის შეკრებაზე პასუხისმგებელი კოორდინატორები საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფ ხალხს ანაწილებდნენ." მონიშნული ადგილი თავისუფლების მოედანზე
http://netgazeti.ge/GE/76/News/6317/უს...ბლები
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?