aight
ნამეტანი დიდი სადიზმია ეგზალტირებული პუბლიკის "გაღიზიანება" ამ თემით და ჩვენში დარჩეს,ნამეტანი დიდი მაზოხიზმიცაა,მაგრამ რა ვუყოთ.
ამ თემით +1-ებს არ მოველი,რადგან კარგად ვაცნობიერებ,რომ ბიძინისტებისგანაც მივიღებ წყევლა-კრულვას და ცოტა უფრო მცირე დოზით - მიშისტებისგანაც.
სათქმელი კი უნდა ითქვას.არასოდეს გადავწყობილვარ და არც გადავეწყობი ჩემი შეხედულებებიანად იმის მიხედვით,ვის რა აწყობს და ვის რა სიამოვნებს.
ხო,"ბავშვი არ დაბადებულა,უკვე აბრაამს არქმევდნენ","ჯერ ადრეა დასკვნები" და ა.შ. პოსტებით თავს ნუ შეიწუხებთ.ბოლომდე არც წავიკითხავ.
გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ უკვე ძალიან იკვეთება კონტურები და პირველადი დასკვნების გაკეთების საშუალებაც გვეძლევა.ფორუმი ამისთვისაც არსებობს.
გუშინდელი ინეტრვიუ ბოლო წვეთი იყო და ყველანაირ ზღვარს გადავიდა,როგორც თქვენ უწოდებთ,ბ.ბ.
ადრე თუ კიდევ ვიცავდი,ახლა ძალიან გაჭირდება.გასაგებია,რომ მას ამით არც არაფერი მოაკლდა არც მოემატება,მაგრამ აქ ხომ ამაზე არაა საუბარი.
წევეით...
პა პუნქტამ:
1. ბიზნესს ძალიან ხლართავს პოლიტიკასთან.გვესმის,რომ წარმატებული ბიზნესმენია და აწყობს,ბიზნესისა და პოლიტიკის გაიგივება,ვითომ თუ ბიზნესში წარმატებული ხარ,პოლიტიკაშიც წარმატებული იქნები,რადგან საერთო ბევრი აქვს ვითომ ამ ორ ცნებას.სინამდვილეში,ბიზნესს პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს და არც მართვის მეთოდებია ანალოგიური,სიტყვაზე,კერძო კომპანიისა და სახელმწიფოსი.ჩვენი ხელუსუფლების ერთ-ერთი სისუსტე იმაშიც გამოვლინდება,რომ ახალგაზრდა რეფორმატორები ქვეყანას ისე მართავენ,თითქოს რაღაც პროამერიკული ენჯეო იყოს.
ბიზნესი,ბიზნესი,ბიზნესი...მხოლოდ ეს მესმის.პოლიტიკა ხელოვნებაა,ბიზნესი - ვაჭრობა,კაკ ნე კრუწი.გასაგებია,რომ ამერიკა ბიზნესმენების დაარსებულია და "ამერიკის მამების" აბსოლუტური უმრავლესობა ბიზნესსა და მრეწველობაში იყვნენ წარმატებულნი,მაგრამ(შევთანხმდით,ყოველგვარი პარადიგმების,დისკურსების,რელევანტურობებისა და კონიუნქტურების გარეშე გესაუბრებით,ანუ არაპიზდეცინტელექტუალურად) მაგ პრაქტიკის ახლანდელ საქართველოში გადმოტანა უტოპიაა.მასე მარტივი რომ იყოს ყველაფერი,რაღა გვიჭირს.ნულიდან არ ვიწყებთ,მინუსებიდან ვიწყებთ და საქართველოს პრობლემებს მარტო კარგი ბიზნესმენობა ვერ უშველის,თუ პოლიტიკური ალღო და ფხაც არ გამოგივლინდა.
ისე,ეს ლიბერტარიანული სიაფანდობებით ნამეტანი შემოგვიტია და საკუთარი გადმოსახედიდან აფასებს სიტუაციას ძირითადად,ანუ ბიზნესის გადმოსახედიდან.იმის ულუზია არ მქონდა,რომ მთლად სოციალისტი იქნებოდა,მაგრამ ასეთი მწარე ლიბერტარიანობაც ნამეტანია.ასე მეგონა,ბენდუქიძე საუბრობდა,როცა ბიზნესის აბსოლუტურ თავისუფლებასა და სახელმწიფოს მიერ ჩაურევლობაზე აკეთებდა აქცენტებს.
ანუ ის ძველი კურსი გაგრძელდება,როგორც ვხედავ.ეს კი მიუღებელია.არც ახლანდელი ლიბერტარიანელები ამბობენ,მოსახლეობა უნდა შევწვათ და შევჭამოთო...
2. მისმა გულწრფელობამ ვერ დამარწმუნა.ჯერ ერთი,ნამეტანი ბევრს აწკაპუნებს ამ თავისი გაკეთებული სიკეთეებით(რომლებიც მრავლად აქვს,ამის არდანახვა უმადურობაა).ნაღდი ალტრუისტი ამას საერთოდ დაიკიდებდა და მიშიკოსაც ვერ გადაუჯოკრავდა იაფფასიან პიარში.ქველმოქმედსა და ალტრუისტს შორის ვხედავ განსხვავებას.ივანიშვილი ქველმოქმედი ყოფილა.ის იღებს კიდევაც შესაბამის დივიდენდებს თავისი კარგი საქმეებით.არა,ამაში ცუდი არაფერია,ღმერთმანი.უბრალოდ,შავზე ნუ ვიტყვით,რომ თეთრია.
ხო,ვერ მომხიბლა მისმა,ერთი შეხედვით,პირდაპირობამ და გულწრფელობამ.ამ თვისებას ადამიანში ყველაზე მეტად ვაფასებ,გინდ მოყვარე იყოს და გინდდ მტერი.მე მგონი,ეს უფრო დასწრებაზე თამაში იყო და არა ის,რომ ისეთი გულწრფელი იყო,ჩვენთან გაზიარება მონდომებია მაგ ყველაფრისა.მის საქმეებს "ერორები" აუცილებლად გაანდობდნენ მოსახლეობას და გინდ ასე ,გინდ ისე,სიმართლეს მაინც გავიგებდით.ახლა ჩვენ მისი პირიდან მოვისმინეთ რაღაცები და პლუსიც დაიწერასავით.
სად იყო აქამდე ჩვენი გულახდილი ბ.ბ.? გულწრფელობის ბუშტი მხოლოდ ახლაღა გაუსკდა?
და რომ ამაყობს ქართული საქმეებით,მთავარი ანტიქართული საქმე რომ აქვს გაკეთებული,მაგას რას ვუშვრებით? ვგულისხმობ მის მიერ ნაცმო-მიშკას დაფინანსებასა და 2007 წლის ნოემბერში მომიტინგე ხალხის წინააღმდეგ წასვლას. იმ ხალხისა,რომლის დახმარების იმედიც ახლა აქვს.რითია ის მეტი ბურჯანაძეზე და რატომ უდნა დავუჯეროთ მას? რაო,მეორე ვადითაც გაუნაღდა სააკას პრეზიდენტობა და ახლა გვევლინება მესიად? სააკა ისედაც მიდის,პრემიერად თუ აჭარის მმართველად,ეგ მეორეხარისხოვანია.პრეზიდენტობიდან ხომ მიდის? ბოლომდე აგულავა თითქმის და ახლა უნდა ჩვენი დახსნა ამ უბედურებიდან? მასე ადვილად რომ არ ვბოლდები,რა ვუყო? გუბაზასეული ქართული სადღეგრძელოებისა კი,პოლიტიკაში,დიდი ხანია,აღარ მჯერა.
ბ.ბ.-ს სოროსობაზე კომენტარის გაკეთებაც აღარ მინდა.თურმე სოროსს რას ვერჩოდით.
ეს ნახევრად ხუმროიბით.სოროსის ფონდს კარგი საქმეებიც აქვს გაკეთებული და დამანგრეველიც.მე არ ვიცი,ბ.ბ. რომელს იბრალებს.ამას შევეშვათ.
მისმა გულწრფელობამ იმიტომ ვერ დამარწმუნა კიდევ,რომ წარმოუდგენელია,მოგწონდეს ალასანია და არ მოგწოდნეს თარგამაძე.იმჰო,თარგამაძე პიარს შესწირა და ხურდაში გაუშვა(ნაღდი ოპოს როლიც მოირგო),თორემ დარწმუნებული ვარ,მას მსოწონს კიდეც,რასაც თარგამაძე აკეთებს და არ აკეთებს.
"მეცხრე არხის" დახურვაზე აღარფერს ვიტყვი.
როგორ შემიძლია,მაგ კაცს ვენდო,როცა ამერიკაზე აუგი არ დასცდენია,არც მათ მიერ მიშიკოს არჩევნების გაპრავებაზე და არც არაფერზე.შემდეგი პუნქტი იხილეთ.
3. მე მსურს,რომ ყველა ძალა ჩაფლავდეს,რომელიც ვაზელინის პარტიებით არის მომარაგებული და მით უმეტეს - იმ ბლანჟეიან სირთან.მინდა,რომ იმედგაცრუება განიცადონ და მათი პატრონების ლოკვაც ფუჭი და ამაო აღმოჩნდეს.ეს არის ის სიამოვნება,რომლის მიღებაზეც უარს არ ვიტყვი(ჩემთვის დაახოებით იგივეა,ბარსა რომ იგებს ხოლმე მნიშვნელოვან მატჩებს).თქვენ არ იცით,რა სიამოვნებაა,როცა ამერიკის ელჩების ლაქუცა პოლიტძალები წარმატებას ვერ აღწევენ.ჰგონიათ,რომ ეგაა სამყაროს ცენტრი,მათ კასტინგზე თუ გავლენ და შაკირასავით თეძოებს დაატრიალებენ.ვსიო,ზნაჩიტ მომავალი პრეზიდენტები არიან და ამ დროს სამარცხვინოდ რომ გამოდიან კასტინგის ოთახიდან და თავჩარუნულნი ხმის ამოღებასაც ვერ ბედავენ - ამისთვის ღირს ცხოვრება.გკიდიათ ქართველი მოსახლეობის აზრი,რადგან მთავარი ამერიკა და თქვენი სკამებია,ხომ? მაშინ თქვენი წარუმატებლობა ყოველთვის გამიხარდება.
ნუ,ეს მთავრობაც ამერიკის ფინიაა,მაგრამ ეგ უკვე შემდგარი ფატქია და აღარ მსურს,საქართველოში ახალ-ახალი სამარცხვინო ფაქტების დაფიქსირება.ინერციით გაგრძელდეს ის ძველი და იმიჯშელახული...შეჩვეულ ჭირზე ანდაზა გამახენდა.მათი მოცილება უფრო ადვილი იქნება.ყოველ შემთხვევაში,ამერიკა მოსახლეობის ხელახლა დაზომბირებას მიანც ვეღარ მოახერხებს ახალი "ფეისებითა" და ახლაი ფუჭი იმედებით."pedigree pal"-ის ახალი პარტიის შემოტანას ვერ მივესალმები.
4. დაუსჯელობის სინდრომის დემონსტრაციული წახალისება - თუ ვანო მერაბიშვილი დამნაშავეა - დაიჭიროს,როცა ხელუსუფლებაში მოვა(დააჭერინოს შესაბამის ორგანოებს); თუ არაა დამნაშავე და,როგორც ამბობს,კარგი მენეჯერია,მაგრამ პატარა შეცდომები ყველას მოსდის ბლა-ბლა,მაშინ რატომ აპირებს,რომ მას აღარ ჰქოდნეს აგდილი მის ახალ მთავრობაში? რა,დამნაშავეა და ბიზნესის წარმოების საშუალებასაც მისცემს,ოღონდაც მის მოსვლას ხელი არ შეუშალოს? ეს რა ლოგიკაა? ვითომ შევარდნაძე არ გვეყოფოდა,კრწანისში რომ გვყავს ფაშასავით და ახლა კიდევ ეს...
5. საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლაო - მის კეთილსინდისიერებას უნდა მივენდოთ? ეგრე სადაა?! ეს მთავრობა მეტს კი არაფერს ამბობს და აკეთებს.აბსოლუტური ძალაუფლება თავიანთი შეხედულებების რეალიზებისთვის და სასურველი რეფორმების გატარებსითვის - ამ გზას დაადგა ივანიშვილიც? ეს ცუდია.ეს კატასტროფაა.რატომ ფიქრობს,რომ ის უფრო სანდოა,ვიდრე იყო ოპოზიციონერი საააკშვილი 2003 წელს? მაგ კაცს დებილები ხომ არ ვგონივართ? თვითონ რომ წავა მალე,ეს ბევრს არაფერს ნიშნავს,მთავარი ისაა,რას დატოვებს.
6. ოპოზიციაში წავა მას მერე,რაც ხელისუფლებაში მოვა? really? არ გადამრიოს! საიდან ვიცით,რომ ახლაც იგივეს არ აკეთებს? საიდან ვიცით,რომ ისინი კვლავ ერთი გუნდი არაა? როგორც ვატყობ,ბევრი არც არაფერი იცვლება,მით უმეტეს - საგარეო პოლიტიკური ვექტორის მხრივ და ...იხ.შემდეგი პუნქტი.
7. მიშაზე უკეთესი? ვაი,ჩვენს პატრონს უბედურს! უგულავას კონკურენტი გამოუჩნდა.ნუთუ გგონიათ,საქმე პერსონალიებში - მიშა,გრიშა,ბიძინა,პეტრე,პავლე ან ოჩოპინტრეშია? ეგენი ყველანი პაიკები არიან.გოსდეპი ვისაც დაურეკავს,ის ფუგურა ამუშავდება და გადაადგილდება იქ,სადაც ისინი ეტყვიან.ნუ,კრემლზეც იგივე ითქმის,მაგრამ აქ ახლა ყველაფერს გოსდეპი განაგებს და კრემლი შარშანდელი თოვლია ჩვენთვის.არც კი ცდილობენ,აქ თავისი კაცი დასვან.არ აწყობთ ამ ეტაპზე...ეს ცალკე სასაუბრო თემაა და აქ არ გვინდა.
8. რახან რუსეთი ვახსენეთ,ბ.ბ-ს რუსულ პასაჟსაც შევეხოთ...გვერდს ვერ ავუვლიდი.ყველაზე მეტად მაგან დამშოკა.ეს არც დეტსკი სადი იყო,ეს სხვა განზომილებაა.ახალ რეკორდზე წავიდა და მიშიკოს ცნობილი "გავაკეთოთ პლიაჟები და აფხაზებს მოვეწონებით" რეჩიც კი დაჩრდილა.მრჩება შთაბეჭდილება,რომ ეგ კაცი გონზე არაა და მონახაზიც არ აქვს,რა უნდა გაკეთდეს იმისათვის,რათა საქართველომ რუსებთან,აფხაზებთან და ოსებთან მოაგვაროს პრობლემები.(მე რას ვფიქრობ ამაზე,ბევრი სამსართულანი პოსტი მაქვს დაწერილი მაგ საკითხზე და აქ აღარ დამაწერინოთ).
ისევ ეს წყეული ბოლი,დროის გაყვანა და კონფლიქტების გაყინვა,სტაგნაცია,,ისევ ეს მითიური მიმზიდველობა და აფხაზების აქეთ ხვეწნა და მსგავსი ბულშითები.როდემდე? და ეს არის ჩვენი მესია?
ეს სურათი გადაუგზავნეთ მეილზე და იქნებ ამის მერე მაინც შეწყვიტოს ქართველი ხალხის დაცინვა(აფხაზებისაც) და "მიმზიდველობაზე" საუბრები.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

რა ჰგონია,რუსეთთან როგორ მოაგვარებს პრობლემებს? თუ ჰგონია,იგივე პლასტინკა არ დატრიალდება და რუსეთს N რაოდენობით შესაძლებლობა არ მიეცემა,აქ ისევ თავდაყირა დააყენოს ყველაფერი იმ პირობებში,როცა დაჟე ნეიტრალიტეტზეც არ ხარ ყაბულს და ისევ ნატოსკენ და ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისკენ იქაჩები? ეს ხომ გამოვიარეთ? 2004 წელს მიშიკო ისეთ ოდას უძღვვნიდა პუტინს,შეყვარებული წყვილი მეგონა.რა ჰგონია,რუსეთს თუ გაუცინებს,ამით პრობლემები მოგვარდება? ძალიან არასერიოზული მიდგომაა საკითხისადმი.კი,"ლილიპუტინებს" არ უწოდებს რუსეთის მმართველებს და კორექტულობის ჩარჩოში იქნება მოქცეული,მაგრამ ეს პრობლემებს როგორ მოგვიგვარებს? რუსეთთან როგორ გამოვა თანამშმროლობა პროამერიკული საქართველოთი და იმ პირობებში,როცა რუსეთს ოკუპანტის სტატუსი აქვს და ჩვენი გაცხადებული მტერია? ვის აბოლებთ? ან რუსეთს რაში სჭირდება ასეთ საქართველოსთან კარგი ურთიერთობები? პროამერიკული საქართველოს ნებისმიერი წარმატება რუსეთის წარუმატებლობა და საქართველოს კიდევ ერთი ნაბიჯით დაკარგვა იქნება და ხელს რატომ შეგიწყობთ თუნდაც მათთან პრობლემების რაღაც დონეზე მაინც მოგვარებაში? ან საერთოდ რაში სჭირდება რუსეთს ჩვენთან პრობლემების მოგვარება? რაც მეტი პრობლემა გვექნება,მით მეტად ვიქნებით იგივე ნატოსგან დაცილებულები და კიდევ ათასი რამ,მეზარება ახლა.
პროამერიკული საქართველოს რუსებთან ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია იმ შემთხევაში,თუ რუსების მიერ შემოთავაზებულ ახალ რეალობას გავითვალისწინებთ.ეს კი ჩვენი ძირძველი მიწების მოცილებას გულისხმობს.სხვა საქმეა,რუსეთს რომ არ აწყობს მთლად მასეთი რადიკალური სცენარი და ეგ მხოლოდ ამერიკის ინტერესში რომ არის.
რუსებთან ინტერესების თანხვედრა ვერ მოხდება მასეთი მიდგომითა და მასეთი პოლიტიკით.ეს აქსიომაა.ისედაც ჩიხში შესულ პრობლემას პოხუისტური მიდგომით ვერ გაუმკლავდები.რადიკალურ ქმედებებზე გადასვლაა საჭირო,მაგრამ მერე ჯონ ბასს როგორ მოეალერსება.მე არ ვამბობ,რომ რუსებთან ყველა პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი და ყველაფრის შეწებება ერთიანად,მაგრამ ჯერ დაკარგული არაფერია.ყველაზე ცუდ ვარიანტად რჩება კონფედერაცია და წლების მერე ფედერაციად გარდაქმნის პერსპექტივა აფხაზებთნ და ოსებთან მიმართებით.ეს ყველაზე ცუდ ვარიანტად...დროს ტყუიალდ ვკარგავთ.დანაშაულის ტოლფასია ახლა პოხუისტური მიდგომა და "ლოცვის გაძლიერება".უდიდეს კოზირსაც დავკარგავთ მალე - დევნილების თაობა მალე ცაში დაიდებს ბინას.ყოველი წუთი მნიშვნელოვანია ჩვენთვსი და გვევლინება მესია,რომელსაც მონახაზიც არ აქვს,რა უნდა გაკეთდეს და ისეთ პრიმიტიულ ვერსიას აწვება,როგორიცაა მოხიბლული აფხაზების მუდარა,თქვენს სახელმწიფოებრიობაში მიგვიღეთო...და რუსებთან ვირტუალური ინტერესების თანხვედრა(??).
ეგ კი არა,კონფედერაციაზეც არ წამოვლენ აფხაზები,გინდაც აქ მთლად ელდორადო გაშენდეს(რუსების "ბიძგის" გარეშე).
თქვენ დაბოლდით,რა პრობლემაა.მე - პას.
9. ივანიშვილი ძალიან ჰგავს მასიაშვილს.არა მარტო გარეგნობით,არამედ ლაპარაკის მანერითაც და შეხედულებებითაც(ნუ,მთლად ბოლომდე არა.ის უფრო ანტიოლიგარქისტი იყო).სიმართლე გითხრათ,მე ცოტა უფრო "გლეხ" კაცს ველოდი(კარგი გაგებით),და არა კოსმოპოლიტიზირებულ ფინანსურ ვიაიპის.ასე უფრო ნაკლებ ნდობას იწვევს ჩემში.თან ათეისტობს და მაინც იქნება "დასავლური" წითელი ზონარი მრევლსა და მას შორის.ვესტერნიზებული ხალხს არ ვენდობი ბოლომდე.შანსი არაა,მაგას მსოფლმხედველობაც რომ ქართული ჰქოდნეს ძირითადში.დავარცხნილი და უფრო დინჯი მიშაა,მგონი,და ეს მაშინებს.
ვასაძე დაიდოს! ეგეც თუ არ მიეკუთვნება იმ დიდ და წყეულ ოჯახს და მისი " მომგებიანი ჰაბიტუსი" ქართველებისთვის მხოლოდ შირმა თუ არაა.
10. სუსტია,როგორც ვატყობ.
სუსტი,როგორც პიროვნულად,ასევე პოლიტიკური საქმიანობითაც...მაგრამ დარწმუნებული არ ვარ.ეს პირველადი დაკვირვებაა,ანუ სულ რამდენიმე დღის დაკვირვების შედეგია - მას მერე,რაც ქართული პოლიტიკური ცის კაბადონზე გამოჩნდა.
არა,სტალინი ან ბერია რომ არ იქნებდოა,ეგ ისედაც ვიცოდი,მაგრამ...
ეს არის დიდი თემატიკა და სულ მთლად აღარ გადაგრევთ.
ცალკე თემისთვის შემოვინახავ ამ მასალას.
ამ თემაში ისედაც ბევრი ვწერე და ცოდოები ხართ.
მიდით ახლა,შაუბერეთ.არ დამინდოთ...შიგ შუბლში,შუბლში!
This post has been edited by ტანკე on 21 Oct 2011, 21:12