იმიტომ რომ, ყველა დამპყრობელს გაჰქონდა აქედან ლამის ყველაფერი.
თემურ ლენგმა, ურმებით წიგნები წაიღო მაგალითად კერძოდ თბილისიდან. და სამარყანდში (თუ სადღაც) "დააჭურისა", ჩაკეტაო რა. ამონარიდი:
"თემურლენგს თბილისიდან დავლად წაუღია აგრეთვე საქართველოს მდიდარი სამეფოს ბიბლიოთეკაც"[27]
მაგ 27-ის განმარტება:
"გაცილებით მეტ დეტალებს შეიცავს ამის თაობაზე იოანე ბატონიშვილის ცნობა, რომლის მიხედვითაც: “ეკლესიათა და სხვათა ადგილთაგან განიხვნა მრავალნი საღმრთო, და საერო წიგნები, და გაგზავნა სამარყანდს, და დაკრძალა მუნ” (ი ო ა ნ ე ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი, კალმასობა, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ხელნაწერი H – 2134, ფ. 725 ა, ქვემოთ – იოანე). იგი იქვე შენიშვნაში გვაუწყებს მათ შემდგომ ხვედრსაც: “ესე წიგნები აწყვია მას აქეთ სამარყანდის მეჩეთსა შინა, რომელსა აქუს რკინისა ფანჯარანი, და კარიცა, და კარი იგი არს დაკეტილი და დაბეჭდილ, და ზედან აწერია წყევა, რომელ არავინ განიღოს მუნიდგან წერილნი; და ამის გამო მრავალი წიგნი დაეკარგათ ქართველთა, რომელიც აღარა აქუთ, ვინათგან მას ჟამსა არა იყო სტამბა, აგრეთვე სომხურიცა წიგნები არს მუნ მრავლობით” (ი ქ ვ ე)"
სადღაც წავიკთხე რომ, საბჭოთა-ავღანთა ომის დროს, ქართული წარწერებიანი წიგნი (თუ არ ვცდები წიგნი იყო) უნახიათ ქართველებს მუსლიმთა სალოცავში.
განძეულობაც ხო მიქონდათ და მიქონდათ.
ასევე რამოდენიმე თვის წინ, წავიკთხე რომ ამერიკის რომელიღაც უნივერსიტეტის პროფესორმა, იპოვა ქართული ნაწერებიანი წიგნი რომელიღაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში (თუ ზუსტად მახსოვს) და მასზე დაწერილიც აქვს, როგორი არის, რა არის შიგნით და ა.შ.
სამწუხაროდ ეგ ბმული არ შემინახია, თორემ დავდებდი.
მერე რუსებმა ხო საერთოდ დედის გლანდები უტირეს ყველაფერს.
გაძარცვეს, გადაძარცვეს და გადაადნეს ყველაფერი, მაგალითად:
"2) ოქრომკედით მოქარგული და მსხვილი მარგალიტით მორთული აბრეშუმის სქელი ქსოვილისაგან შეკერილი იმერეთის კათალიკოსების პატრიარქის შესამოსელი... ეს ძვირფასი შესამოსელი კონსტანტინეპოლის დაცემამდე იყო დამზადებული. მისგან 8 ფუნტი ოქრო გამოადნეს, ხოლო ლალი და მარგალიტი გამოყენებული იქნა გულქანდების დასამზადებლად... განძეულის დატაცებასა და შეცვლაში ადანაშაულებდნენ გრაფ პანინსა და გენერალ ლევაშევს, რომლებმაც ნებართვა ეგზარქოს ევსევისგან აიღეს."
სხვა დანარჩენი, ზოგი პირად კოლექციებში გადაყიდეს, ზოგი ევროპულ მუზეუმებს მიყიდეს.
ზოგიც საცავებში გადამალეს სამუდამოდ.
მემგონი რამოდენიმე ხნის წინ წავიკთხე, რამოდენიმე ქართველ მეფეთა გვირგვინები მიმოფანტული აქვთ რომელიღაც შენობებში.
ქართული სამეფო საჭურჭლეც (ზუსტი სახელი არ მახსენდება ეხლა) გაიტანეს და გადამალეს.
ზოგი საბჭოთა კავშირის მერე გამოაჩინეს (გიორგი მე-12-ის): "„დამალვასაც არ თაკილობენ. გიორგი XII-ის ნივთები ერმიტაჟმა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოაჩინა“, - უთხრა ბონდო კუპატაძემ რადიო თავისუფლებას."
მეტი შეგიძლია აქ წაიკითხო:
https://www.radiotavisupleba.ge/a/30663876.htmlასევე აღსანიშნავია, რომ სცადეს აშოტ კუხის საფლავის აფეთქებაც, მის გასაძარცვად, მაგრამ ვერ მოახერხეს:
„სხვათა შორის, აქ მოვიხსენიებ იმასაც, რომ ამ ექსპედიციას ნაღმით დამტვრევა უნდოდა და ვერაფრით დააკლო-რა მარმარილოს ქვასა, რომელიც ედო შავშეთში კუროპალატ აშოტის საფლავს, ამ მეფეს მიერ აშენებულ ცნობილ ტბეთის ეკლესიაში. ტბეთში ტაძრის გარშემო ადგილები, თვით ეკლესიის საძირკვლებიც კი, სულ გადათხრილი იქნა. დიდძალი ნივთები უპოვნიათ, ჩვენი არქეოლოგიისათვის ძვირფასნი, და წააღებინეს. აშოტ კუროპალატის საფლავის ჯერ გათხრა უნდოდათ, მაგრამ საფლავის ქვა ისეთი მძიმე გამოდგა, რომ ორმოცმა მუშამ დაძვრა ვერ უყო. მაშინ, როგორცა ვთქვით, ბერძენ ოსტატებს უბრძანეს, ნაღმით დაამტვრიეთ და ისე ამოვიღოთ საფლავში რაც ნივთები იქნებაო. ოსტატები გაკვირვებულები იყვნენ, რომ მარმარილოს ქვა ისეთი მაგარი გამოდგა, რომ ნაღმითაც ვერა დააკლეს რა.“ :თედო სახოკია
აშოტ კუხის ვიკიპედიიდან (რომელიც ისედაც მწირე ინფორმაციას შეიცავს მასზე).
მაგრამ ტბეთის მონასტერი პირწმინდად გაძარცვეს, საძირკვლამდე ჩავიდნენ.
საერთოდ თბილისი განთქმული იყო, მისი უდიდესი ბიბლიოთეკით, მე-10-ე საუკუნეშიც კი:
The tenth century Armenian author Ukhtanetsi, who saw Tbilisi himself, considered it to be “a big capital, amazingly constructed, fantastic, well-known and stupendous.” Based on his report, Tbilisi had a rich store of books that the author used (Ukhtanetsi, 1975, p. 67).პ.ს
თემას რაც შეეხება, კიდევ ერთ რამეს გადავაწყდი:
"
გახარებულ თემურლენგს ბაგრატი და მისი თანხლები პირები ყარაბახიდან დიდი საჩუქრებით გამოუსტუმრებია საქართველოში (ბაგრატ V რომ ისლამი მიიღო).
სამაგიეროდ, ბაგრატსაც მიურთმევია მისთვის სხვადასხვა სახის საჩუქრები, რომელთა სპარსული წყაროები საგანგებოდ გამოჰყოფენ საგულდაგულოდ გამოჭედილ კვართს"
* * *
Hifშიო მღვიმის მონასტერშია ეგ ფრესკა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ანდა მის რეპლიკად შეიძლება ეს ჩაითვალოს, უფრო კარგად რომ დავინახოთ:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
შიო მღვიმის ფრესკაზე დავითის გამოსახულება, ასევე საინტერესოა რადგანაც, მხატვარმა მას დაუმატა ერთი რამ
და ეგაა მის გვირგვინზე ჯვარი:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რომელიც არ გვხვდება მის გელათის ფრესკაზე:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეგეც საინტერესოა, რეალურად ქონდა თუ არა, ეგ "დანამატი".
* * *
ამ ბოლო პასუხის თავში, უნდა ჩამემატებინა:
დამყრობელსაც გაქონდა ყველაფერი და ასევე, ქართველი მეფეებიც აგზავნიდნენ ხან ძღვენებს, ხან გამოსასყიდად (მაგალითად და უცებ ვინც გამახსენდა, დელი სვინონის გამოსასყიდად, მისმა შვილმა, ლამის გააძვალტყავა ეკლესიებიც კი. ფუჭად, მაგრამ ფაქტი ეგაა), ხანაც ხარკის სახით.
სიმართლე ითქვას, ხიზ მართლა გადასცეს თუ არა აღმასენებლის აბჯარი თემურ ლენგს და იქნებ მასში გამოწყობილი ჩაასვენეს საფლავში.
მაგრამ ფაქტია, რომ ეგ ინფორმაცია არსებობს ჩვენს ხელთ.