პირველ რიგში მინდა აღვნიშნო,რომ ამ ფორუმზე არაერთი თემა ვნახე ამ თამაშისა,მაგრამ არცერთი არ გახლავთ აქტიური და პლიუს ამას ინფორმაციულობით დატვირთული.
ეს გახლავთ თემათა ჩამონათვალი,რომლებიც "Search"-მა ამომიგდო და უკეთესი იქნება თუ დაიხურება...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

რუსული ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი,რომელსაც საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს როგორც პოსტ,საბჭოურ სივრცეში.ამ თამაშით დაინტერესებას ევროპაშიც გამოხატავენ და შესაბამისად დღეში ასობით მინი ტურნირი იმართება.
თამაშის დაწყება იოლია.
პირველ რიგში ვრეგისტრირდებით
REGISTRATION FORMვარქმევთ საკუთარ გუნდს სახელს.ვირჩევთ ფეხბურთელთა ეროვნებას და ვავსებთ მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო ველებს...
შემდეგ კი ვთამაშობთ ან ამხანაგურ შეხვედრებს,ან ვწევრიანდებით თურნირში,რათა პირველი დავალება იქნას შესრულებული.
======================
პირველივე ჩატარებული შეხვედრიდან გვებადება ამბიცია,რომ ჩვენი გუნდი უნდა იყოს საუკეთესო... აბა როგორ? ისე როგორ შეიძლება...?!
წარმატების მისაღწევად აუცილებლად უნდა გავითვალისწონოთ შემდეგი:======================
მას შემდეგ რაც თქვენ გუნდი გადმოგეცემათ ფეხბურთელთა ბაზის შექმნ,რომლებიც თქვენს განკარგულებაში იქნებიან Random პრინციპით ხდებაd (defender) – მცველი;
m (midlefield) – ნახევარმცველი;
f (forward) - თავდამსხმელი;
r (right) – მარჯვენა;
c (centr) – ცენტრი;
l (left) – მარცხენა
ახლა კი ფეხბურელთა «სპეც.შესაძლებლობები»სისწრაფე - მინდვრის მოთამაშისთვის. რაც მეტი ფეხბურთელია მოედანზე "სწრაფი",მით უფრო სწრაფად გადაადგილდება გუნდი მოედანზე
(სასარგებლო თვისება)
ფეხებში ვარდნა - მინდვრის მოთამაშისთვის. რაც უფრო მეტი აქვს ფეხბურთელს მაჩვენებელი ამ კომპონენტში მით უფრო დიდი შანსია,რომ ბურთის ართმევისას "არ აიკიდებს" ჯარიმას.
(თუმცა ამ კომპონენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ენიჭება…)
კუთხურები - მოთამაშეთათვის. რაც უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს მეკარეს ამ კომპონენტში,მით უფრო მაღალია ალბათობა იმისა,რომ თქვენს კართან მოწოდებულ კუთხურს იოლად გაანეიტრალებს კიპერი.
რაც უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს თქვენს თავდამსხმელებს ამ კომპონენტში,მით უფრო დიდია ალბათობა იმისა,რომ თქვენს კუთხურს მეტოქის კართან გოლიც კი მოჰყვეს.
(თუმცა არანაირად არ ღირს ერთი მეკარის კუთხურების გაძლიერება თავდამსხმელთა "დაჩაგვრის" გაზრდით ან პირიქით... ამ კომპონენტში გუნდი მაქსიმალურად თანაბრად აჯობებს რომ დაბალანსებული იყოს…)
ჯარიმები[B] - მოთამაშეთათვის. რაც უფრ მაღალი აქვს გუნდში მყოფ ამა თუ იმ ფეხბურთელს (შემსრულებელს) ამ კომპონენტში მაჩვენებელი,მით უფრო დიდია ალბათობა იმისა,რომ სტანდარტი საგოლედ შესრულდეს.
რაც უფრო მეტი აქვს თქვენს მეკარეს გამომუშავებული ეს თვისება,მით უფრო ნაკლები შანსი აქვს მეტოქეს სტანდარტიდან თქვენი კარის დალაშქვრის.
(უმჯობესია ყურადღება მიაქციოტ ამ ვარჯიშისას ნახევარმცველებს,რომლებიც ხშირად ასრულებენ სტანდარტებს თამაშის მსვლელობისას)
[B]ტექნიკურები - მინდვრის მოთამაშისთვის. რაც უფრო მაღალი აქვს ამ კომპონენტში ფეხბურთელს მაჩვენებელი,მით უფრო მეტია შანსი იმისა,რომ სოლო რეიდის დროს იოლად ჩამოიცილოს მეტოქე
(ამ კომპონენტში უკეთესია თუ მხოლოდ თავდამსხმელები ივარჯიშებენ,განსაკუთრებით კი ცენტრ ფორვარდები)
ათლეტურობა - მინდვრის მოთამაშისთვის. ამ კომპონენტში გამორჩეული ფეხბურთელი შეხვედრის ბოლომდე ინარცუნებს გამძლეობას. ამავდროულად რაც მეტია ამ კომპონენტში გუნდური მაჩვენებელი,მით უფრო დიდია ალბათობა იმისა,რომ "ფიზიკურად" მეტოქე ვერ დაჯაბნის გუნდს და შეხვედრის შედეგს უკანასკნელ წუთებში არ შეატრიალებს სათავისოდ.
(უმჯობესია ამ კომპონენტში სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელები თუ ივარჯიშებენ)
ბურთის დროული დამუშავება - მინდვრის მოთამაშისთვის. რაც უფრო მარალი აქვს ფეხბურთელს მაჩვენებელი ამ კომპონენტში,მით უფრო დიდია შანსი ბურთის მოპოვების,დამუშავების და ძლიერი დარტყმის შესრულებისა,რომელსაც შესაძლოა გოლიც მოჰყვეს მეტოქის კარში
(ამ კომპონენტში ფეხბურთელების დატვირთვა-არდატვირთვა წმინდა სუბიექტური მხარეა და მენეჯერზე არის დამოკიდებული)
აუტი - მინდვრის მოთამაშისთვის. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი ამ კომპონენტში,მით უფრო უკეთ შეუძლია ინდივიდს მოაწოდოს აუტი.რა უფრო დაბალია მაჩვენებელი ამ კომპონენტში მით უფრო მაღალია შანსი,რომ აუტის შემდეგ ბურთით თქვენი მეტოქე დარჩეს.
(ასევე მენეჯერზე არის დამოკიდებული ივარჯიშებს თუ არა ამ კომპონენტში მისი გუნდი/ფეხბურთელ(ებ)ი)
ლიდერი - მოთამაშეთათვის. რაც უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს ფეხბურთელს ამ კომპონენტში,მით უფრო მეტად შეუძლია მან მართოს გუნდი მოედანზე ყოფნისას.თუ კი მორალურად ერთი რომელიმე ფეხბურთელი მაღლა დგას სხვა დანარჩენებზე,მას შეუძლია მთელი გუნდი დაიმორჩილოს.
(უმჯობესია თუ ამ კომპონენტში ივარჯიშებს მეკარე)
თავით თამაში - მინდვრის მოთამაშისთვის. შესრულებული სტანდარტებისას (ჩაწოდებებისას) მით უფრო მაღალია თავით თამაშის დროს წარმატების მიღწევისა,რაც უფრო მაღალი არის ფეხბურთელთა პირადი მაჩვენებელი ამ კომპონენტში.
(კარგია გოლის თავით გატანა,მაგრამ უმჯობესია თუ ყველა ფეხბურთელს ამ უნარში ვარჯიშით არ დატვირთავთ)
გამთამაშებელი - მინდვრის მოთამაშისთვის. რაც მაღალია ამ კომპონენტში ფეხბურთელის მაჩვენებელი,მით უფრო დიდია შანსი იმისა,რომ მან ზუსტი პასი გაუკეთოს თანაგუნდელს
(უმჯობესია თუ ამ კომპონენტში კარგი პასის მქონე ნახევარმცველებს ავარჯიშებთ გუნდის მენეჯერი)
ჩაწოდებები - მინდვრის მოთამაშისთვის. რაც უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს ამ კომპონენტში ფეხბურთელს მაჩვენებელი,მით უფრო დიდია შანსი,რომ მან ფლანგიდან შესრულებული ჩაწოდების შემდეგ ზუსტად "დაასვას" ბურთი პარტნიორს ფეხზე/თავზე
(ამ კომპონენტში განსაკუთრებით ფლანგის ფეხბურთელები არიან სავარჯიშებელი)
პენალტი - მოთამაშეთათვის.რაც უფრო მაღალია ამ კომპონენტში შემტევი ფეხბურთელის მაჩვენებელი,მით უფრო დიდია შანსი იმისა,რომ მან სტანდარტი ზუსტად გამოიყენოს. რაც უფრო მეტი აქვს ამ კომპონენტში მეკარეს მაჩვენებელი,მით უფრო დიდია შანსი იმისა,რომ პენალტი მოიგერიოს.
(უმჯობესია თუ ამ კომპონენტში მეკარეების ვარჯიშს მიექცევა ყურადღება,ვინაიდან ხშირია ამ თამაშსი პენალტებიც და პენალტების სერიაც... მოგეხსენებათ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შეხვედრაში თუნდაც ერთი მოგერიებული პენალტი)
კარიდან დაწყება - მეკარეებისათვის. რაც მაღალია ამ კომპონენტში მაჩვენებელი,მით უფრო მაღალია შანსი იმისა,რომ მეკარემ ბურთი "მაღლა" აიტანოს,რაც შეიძლება შორს.
(შესანიშნავი ვარჯისის ტიპი მეკარეებისათვის)
პირისპირ ბრძოლა -მეკარეებისათვის. რაც უფრო მაღალია ამ კომპონენტში მეკარის მომზადება,მით უფრო დიდია შანსი იმისა,რომ პირისპირ გასულ ფეხბურთელს მოუგერიოს დარტყმული ბურთი
(ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თვისება/უნარი მეკარეთათვის)
უნივერსალი - მინდვრის მოთამაშეთათვის. ამცირებს ჯარიმების "აკიდების" ალბათობას.
(უმჯობესია ამ კომპონენტში ნახევარმცველები თუ ივარჯიშებენ)
დავალება,რომელით თქვენ უნდა გასცეთ სათამაშო სქემის არჩევისას [რა ამპლუის ფეხბურთელებია საჭირო] გამთამაშებელი. ყველაზე მეტად ამ პოზიციის ფეხბურთელს უადვილდება მოედანზე გადაადგილება
დრიბლინგი . ამ კომპონენტის ფეხბურთელს ყველაზე ადვილად შეუძლია პარტნიორი გაიყვანიოს ხელსაყრელ პოზიციაზე.
შორეული დარტყმები . ფეხბურთელები იმაზე უფრო ხშირად დაარტყამენ კარში,ვიდრე ეს ჩვეულებრივი თამაშის ტიპის მითითებისას მოხდებოდა.
ხელმძღვანელი . ფეხბურთელები ერთმანეთს უფრო ხშირად მიაწვდიან პასებს და დაალაგებენ სიტუაციას მოედანზე.
ფლანგები . ფეხბურთელები ერტმანეთს უფრ ხშირად გაუკეთებენ პასებს ფლანგებზე (დიაგონალური გადაცემები - Lm, Rm, Lf, Rf, Lw, Rw -ების ამპლუის ფეხბურთელებს)
თამაშის წესების დარღვევა . სასურველია,თუ კი მეტოქის შეტევა იქნება განეიტრალებული.
მოგებათა რაოდენობით განისაძღვრება გუნდის დონე:
2 საფეხური - 100 ქულა (მოგებების შედეგად დაგროვებული); 3 - 300; 4 - 800; 5 - 1800; 6 - 3800; 7 - 8800; 8 - 18800; 9 - 50000; 10 - 150000; 11 - 500000
ოფიციალურ შეხვედრაში მოგება +3 ქულა,ფრე +1 ქულა...
ჩატარებული შეხვედრებიდან მიღებული გამოცდილება:- განაპირობებს შეხვედრის შედეგი (მოგება - ემატება მაქსიმუმი პროცენტი გამოცდილებისა),
- სხვადასხვა რანგის შეხვედრა (ამხანაგურში ნაკლებია ეს მაჩვენებელი,ფინალში კი ყველაზე მაღალი),
- მეტოქე გუნდის ოსტატობა (თუ ძლიერი გუნდი დაამარცხეთ,ამ შემთხვევაში თქვენ დიდი რაოდენობის გამოცდილება გემატებათ).
ინდივიდიუალურად გამოცილების მომატება- დამოკიდებულია ფეხბურთელის ტალანტზე (რაც მეტია ფეხბურთელის "მიდრეკილება" გამოცდილებისკენ,მით უფრო მეტს იღებს იგი),
- დამოკიდებულია ფეხბურთელის ასაკზე (იდეალურ ასაკად ითვლება 22-26 წელი, რაც უფრო ასაკში შედის ფეხბურთელი,მით უფრო ცუდი ძნელად პროგრესირებს (ან საერთოდ არ პროგრესირებს),
- დამოკიდებულია ფეხბურთელსი რეიტინგზე (შეხვედრაში მიღებული შეფასება)
თავის მხრივ შეფასების მიღება დამოკიდებულია:- შეხვედრის ფინალურ შედეგზე
- გატანილ გოლებზე
- მიღებულ ბარათებზე
- მიღებულ ტრავმებზე
ფეხბურთეკთა "მოძველების" ცხრილი:19-20 +3,6%
20-21 +2,5%
21-22 +1,5%
22-23 +0,5%
23-24 -0,5%
24-25 -1,5%
25-26 -2,5%
26-27 -3,5%
27-28 -4,4%
28-29 -5,35%
29-30 -6,3%
30-31 -7,2%
31-32 -8,1%
32-33 -9,1%
33-34 -10,1%
34-35 -10,9%
35-36 -11,7%
36-37 -12,6%
37-38 -13,5%
38-39 -14,4%
39-40 -15,2%
კარიერის დასასრულს ფეხბურთელი გადის "პენსიაზე",რის შედეგადაც გუნდს კონკრეტული ფეხბურთელის ღირებულების 84,8% ერიცხება გუნდის მთავარ ბალანსზე.
როგორ უნდა გამოარჩიოთ შეეფერება თუ არ ათქვენს დონეს ეს ტურნირიყველა ტუნრირს თავის სახელი აქვს:
"1 Дивизион: ..." - 1 დონე,
"Премьер-лига: ..." - 2 დონე,
"Супер-лига:.." - З დონე და მაღალი,
"Мастер-лига.." - 4 დონე და მაღალი.
და ა.შ.
ყველა ტურნირს აქსვ თავის საპრიზო ფონდი,თუ გაინტერესებთ რა სარგებელი შეიძლება ჰპოვოს თქვენმა გუნდმა წინასწარი გათვლებით ამ ტურნირში აუცილებლად გადახედეთ საპრიზო ფონდის განაწილების ცხრილს,რომელიც ტითოეული ტურნირისთვის ინდივიდუალურიასხვა სასარგებლო ბმულები:Link 1Link 2თქვენ გყავთ გუნდი,რომლის მფლობელიც და მწვრთნელიც თავად ბრძანდებით.ხართ სპორტული დირექტორი და გევალებათ ფეხბურთელთა ყიდვა/გაყიდვა.
თქვენ ასევე გაქვს საშუალება შექმნათ საკუთარი კლუბის ლოგო,მაისური...
ასEნებთ სტადიონს და მის მიმდებარე ტერიორიას... ყიდულობთ სპეცილისტებს (უკეთესიიიიიიი,უკეთეეეეეესი...) და ავითარებთ გუნდს... შესაბამის დონეზე ასვლისას ხსნით აკადემიას... მანამ კი გექნებათ ფეხბურთელების ტრანსფერითა და აგენტების დახმარებით დამატების საშუალება...გაცვლა და დრაფტი... მოკლედ საინტერეს თამაშიაერთად გავძლიერდეთ,შევქმნათ ძლიერი ქართული ფედერაცია და გავხდეთ ანგარიშგასაწევნი ჩვენი მეზობელი ქვეყნისა,რომელიც სრული მონოპოლისტია მთელ რიგ შემთხვევებში ხსენებულ საფეხბურთო მენეჯერშიფორუმელთა გუნდები:
SPIRIT CRUSHER - Dinamo Tbilisi 4 / Svarchik Tbilisi 3
This post has been edited by SPIRIT CRUSHER on 1 Aug 2011, 09:50
მიმაგრებული სურათი