დღეს საქართველოს რკინიგზას 139 წელი შეუსრულდა: 1872 წლის 10 ოქტომბერს თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი ჩავიდა. ეს დღე ითვლება მისი გახსნის თარიღად.
რკინიგზის ქსელის მშენებლობა საქართველოში 1965 წელს დაიწყო, პირველი გახსნილი მონაკვეთი იყო ფოთი - ყვირილა (ზესტაფონი), რომელსაც ცოტა ხანში თბილისი - ყვირილას მონაკეთი შეურთდა. შემდეგ ამ მონაკვეთებს დაემატა სხვა მონაკვეთები. წლების მიხედვით საქართველოს რკინიგზის განვითარების ძირითადი ეტაპებია:
1865 წ. - მშენებლობის დაწყება
1871 წ. - ფოთი - ყვირილა
1871 წ. - თბილისი - ყვირილა
1877 წ. - რიონი-ქუთაისი
1883 წ. - თბილისი-ბაქო
1883 წ. - ბათუმი-სამტრედია
1887 წ. - რიონი-ტყიბული
1895 წ. - ზესტაფონი-ჭიათურა (ვიწროლიანდაგიანი)
1899 წ. - თბილისი - გიუმრი - ყარსი
1890 წ. - წიფის გვირაბი
1894 წ. - ხაშური-ბორჯომის
1902 წ. - ბორჯომი-ბაკურიანი (ვიწროლიანდაგიანი)
1915 წ. - თბილისი - თელავი (გურჯაანი და წნორისწყალის განშტოებებით)
1924 წ. - ნატანები-ოზურგეთი
1935 წ. - ბროწეულა-წყალტუბო
1930 წ. - სენაკი-ინგირი-გალი
1932 წ. - სურამის უღელტეხილის ელექტრიფიკაცია
1938 წ. - გალი-ოჩამჩირე-სოხუმი
1940 წ. - გორი-ცხინვალი
1946-1949 წწ. - ავტობლოკირების და ელექტრული ცენტრალიზაციის სისტემები და სარკინიგზო რადიოკავშირები.
1949 წ. - სოხუმი-ადლერი
1967 წ. – 100% ელექტრიფიკაცია
1986 წ. - მარაბდა-ახალქალაქი
დღეს საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური ხაზების მთლიანი სიგრძეა 1879 კმ, აქედან 100% ელექტრიფიცირებულია 3000 ვოლტ მუდმივ ძაბვაზე. რკინიგზაზე მუშაობს ავტობლოკირების და ელექტრული ცენტრალიზაციის სისტემები. ლიანდაგის სიგანეა 1520 მმ. მაქსიმალური დადგენილი სიჩქარე სატვირთო შემადგენლობებისთვის არის 80 კმ/სთ, სამგზავროსთვის - 100 კმ/სთ.
საქართველოს რკინიგზაზე გახსნის დღიდან გამოიყენებოდა Ч და Ф სერიის ორთქმავლები. 1924 წელს Э (სატვირთო) და Су (სამგზავრო) სერიების ორთქმავლებმა ჩაანაცვლა. 1932 წლიდან სურამის უღელტეხილზე მუშაობას იწყებენ ამერიკული С, საბჭოთა Сс და იტალიური Си სერიის ელმავლები. შემდგომ ელექტრიფიკაციასთან ერთად ორთქლმავლები საბოლოოდ ჩაანაცვლეს ВЛ-19, ВЛ-22 და ВЛ-8 სერიის ელმავლებმა. დღეს ძირითადი მაგისტრალური ლოკომოტივებია ВЛ-10 და ВЛ-11, რომლებსაც კაპიტალური რემონტის ან მოდერნიზაციის შემდეგ უბრალოდ 10 და 11 ინდექსი ენიჭებათ.
ამჟამად საქართველოს რკინიგზა ახორციელებს 3 ძირითად პროექტს:
1. თბილისის შემოვლითი გზა - გულისხმობს თბილისის ზღვის ჩრდილოეთით ორლიანდაგიანი გზის მშენებლობას, რომელიც საშუალებას მისცემს ტრანზიტით მოძრავ შემადგენლობებს არ გაიარობ ქალაქში. რკინიგზის ოფიციალური საიტის მიხედვით:
,,27 კმ სიგრძის ახალი ორლიანდაგიანი ელექტრიფიცირებული სარკინიგზო ხაზი არსებულ ხაზს გამოეყოფა ზაჰესთან, გაივლის ავჭალისა და გლდანის ტერიტორიებს, თბილისის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე მაღლობს და შეუერთდება კახეთის არსებულ რკინიგზის ხაზს სადგურ ლილოსთან. გათვალისწინებულია კახეთის არსებული რკინიგზის ხაზის 10 კმ-იანი მონაკვეთის სადგურ ლილოსთან შეერთების წერტილიდან თბილისის მიმართულებით – გადაკეთება ორლიანდაგიან სარკინგზო ხაზად არსებული ხაზის რეაბილიტაციისა და ახალი ხაზის დამატების გზით.
პროექტი ასევე გულისხმობს სადგურ «დიდუბესა» და სადგურ «ნავთლუღს» შორის მდებარე მონაკვეთზე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დემონტაჟს, რაც საერთო ჯამში, 86 ჰექტარი მიწის ნაკვეთს გამოათავისუფლებს. აღნიშნული ტერიტორია გამოყენებული იქნება ქალაქის განვითარებისთვის. "

ამავე პროექტთან დაკავშირებულია დიდუბისა და ნავთლუღის სადგურების რეკონსტრუქცია და მათ შორის არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურისგან ტერიტორიის გამოთავისუფლება.
არსებული სადგურები მოემსახურებიან მხოლოდ სამგზავრო შემადგენლობებს, ხოლო სატვირთო შემადგენლობებს მოემსახურებათ არსებული მახარისხებელი აფრიკაში და ორი ახალი სადგური შემოვლით ხაზზე - ლილო-2 და კვირიკე. პროექტს ახორციელებს ჩინეთის რკინიგზა და მისი დამთავრება 2013 წელს იგეგმება.
დიდუბის სადგური მოემსახურება დასავლეთის მიმართულების სამგზავრო მატარებლებს.


ნავთლუღის სადგური მოემსახურება თბილისი-ერევნის და თბილისი-ბაქოს მატარებლებს.


2. რკინიგზის მოოდერნიზაციის პროექტი - ითვალისწინებს რკინიგზაზე უსაფრთხოების და გამტარუნარიანობის გაზრდას, დასახული მიზანია თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრის 3 საათტამდე შემცირება. პროექტის ფარგლებში ხორციელდება საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა (მათ შორის უღელტეხილის მონაკვეთზე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას რომელიც სიჩქარის გაზრდის საშუალებას მისცემს შემადგენლობებს), ლიანდაგისა და ელექტომომარაგების სისტემების განახლება. პროეტს ხელმძღვანელობს ფრანგული კომპანია SYSTRA და მისი დამთავრება 2013 წელს იგეგმება.
3. ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი - ითვალისწინებს საქართველოს რკინიგზის დაკავშირებას თურქეთის რკინიგზასთან, რისთვისაც საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის საზღვრამდე აშენდება 1520მმ სიგანის ლიანდაგი, ქალაქ ყარსიდან კი 1435მმ სიგანის ლიანდაგი. შეერთების წერტილი იქნება სადგური კარწახი საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც მოხდება შემადგენლობებისთვის გოგორწყვილების გამოცვლა. საქართველოს რკინიგზის ვებ-გვერდის თანახმად, პროექტი ითვალისწინებს ,,საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა – ახალქალაქის 178-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას სადგურ ახალქალაქიდან სადგურ ყარსამდე საერთო სიგრძით 98 კმ. საიდანაც საქართველოს მხარეს არის 30-კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალი ახალქალაქი – კარწახის (თურქეთის საზღვარი) მიმართულებით, ხოლო თურქეთის მხარესაა კარწახიდან ყარსამდე 68 კმ სიგრძის მონაკვეთი. "

საქართველოს რკინიგზის ვებ-გვერდია www.railway.ge
საქართველოში არესებობს მოძრავი შემადგენლობის ორი ქარხანა: ელმავალმშენებელი და ელექტროვაგონშემკეთებელი (თბილისის და რუსთავის ფილიალებით).
ასევე არის რუსული ელექტროშემადგენლობის სარემონტო ქარხნის (ЗРЭПС) თბილისის ფილიალი, სადაც განხორციელდა მეტროს შემადგენლობების მოდერნიზაცია.
საქართველოს რკინიგზის თემა ფორუმზე:
პირველი ნაწილიმეორე ნაწილი This post has been edited by Fabian on 11 Oct 2011, 18:27
Real SAABs don't leak. They just mark their territory.