აი ხომ ყოფილა, რომ კითხულობ წიგნს და თითქოს უკვე იცნობო ამ პერსონაჟს, ფიქრობ, ფიქრობ ვის ჰგავს, ვის გაგონებს და გახსენდება სხვა პერსონაჟი სრულიად განსხვავებული წიგნიდან

არვიცი რამდენად აქტუალურია ეს თემა მაგრამ მინდოდა ჩემი აზრი გამეზიარებინა, რაც შეიძლება სუბიქტურია და რეალურად არც კი ჰგვანან.
მაგალითად კნუტ ჰამსუნის "ვიქტორიის" კითხვისას, თავი გამისკდა, მეთქი ვის მაგონებს ეს იუჰანესი. ვის და თურმე დოსტოევსკის მიშკინს! ისეთივე ალალი მიდგომა, ისეთივე გულწრფელობა და სისუფთავე.
მეორე იყო კამიუს "უცნობის" მერსო და სარტრის "გულისრევის" ანტუანი.... მგონია, ერთ ადამიანზე წერენ.. თუმცა, ვიმეორებ, ეს შეიძლება ჩემი სუბიქტური აღქმაა ამდაგვარი ... .ამ შემთხვევაში ორივე მწერალი ეგზისტენციალიზმის თემატიკით შეიძლება გავდეს ერთმანეთს და არც თუ ისე გასაოცარი იქნება მსგავსება
საინტერესოა, ვის გქონიათ მსგავსი ასოციაციები სხვა პერსონაჟებთან მიმართებაში ?