მამა-ჯეMალი
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8348
წევრი No.: 54170
რეგისტრ.: 23-February 08
|
#9335117 · 24 Apr 2008, 02:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როდის და რას სცოდავენ მოძღვრები და რა არის ის, რაზეც მრევლი ხმამაღლა არ ლაპარაკობს?
ვინ არის შენი მოძღვარი?
ქართველები მართლმადიდებლები ვართ, ასეთი წერილების წერა კი აკრძალულია! ეს არის ტაბუირებული ტემა, რომელსაც ვინც შეეხება, ანათემა თუ არა, მიძღვრისგან საყვედური და ეპიტიმია მაინც არ ასცდება! ამის მიუხედავად `ქრონიკა~ შეეცადა, დაეწერა ის, რასაც ტაძრებში ხმადაბლა ლაპარაკობენ, რადაგან როგორც საღვთო წერილშიც წერია, არაფერია დაფარული, რაც არ გაცხადდეს... ეკლესიებში ფანატიკოსები მომრავლდნენ, რომლებიც საეკლესიო წეს-ჩვეულებებს თავიანთ ახალ წესებს უმატებენ და მრევლს თავს ახვევენ! სად გადის ზღვარი მრევლის პიროვნულ თავისუფლებასა და მოძღრისადმი მორჩილებას შორის?! როდის შეიძლება მრევლი არ დაემორჩილოს მოძღვარს?! ცნობილია შემთხვევა, როდესაც გოგონას საკუთარი მოძღვარი შეუყვარდა და აღსარების დროს... ამაზე მოძღვარი ისე განრისხდა, გოგონას მრუშობაში დასდო ბრალი... ამბობენ ის გოგო თავის მოკვლას აპირებდა, მერე კი მცხეთის დედათა მონასტერში მონაზვნად აღიკვეცაო... როდის და რას სცოდავენ მოძღვრები და რა არის ის, რაზეც მრევლი ხმამაღლა არ ლაპარაკობს? როდესაც მღვდლის კურთხევის გარეშე რამეს იტყვი, ეს კითხვა მაშინვე გაისმის და თანაც ტონით, ბავშვს პატრულით ან გუდიანი კაცით რომ აშინებენ! `რამესაც~ გააჩნია, თურმე შენი ყოველდღიური აზრები, გეგმები მოძღვართან უნდა შეათანხმო, რადგან მას აბარია შენი სული! გაზეთში თუ მამაოსთან შეუთანხმებლად რამე დაწერე, ცუდადაა შენი საქმე~ იმ პიროვნებების სიაც კი, ვისთანაც ინტერვიუს აპირებ მამაოს უნდა შეუთანხმო! მან შენი ცხოვრების ინტიმური დეტალებიც უნდა იცოდეს, ისე ვერ ცხონდები! `მამაო~ სახელობით ბრუნვაში წესით მამა უნდა იყოს, ეს `ო` წოდებითის ნიშანია, მრევლი მამაოთი თითქოს მოფერებით მოიხსენიებს მოძღვრებს, მაგრამ თავად მოძღვრებიც რომ ამბობენ, მამაო გიორგი ან მამაო კახაბერი მოვიდაო, გაუგებარია რას ნიშნავს ეს `ო~?! ბოლო დროს ასეთი მიმართვის ფორმაც გავრცელდა, ერთი მოძღვარი მეორეს ეძახის `მამი~... ალბათ, მალე მრევლსაც დართავენ ნებას, მოძღვარს მამაო კი, მამი დაუძახოს. ქართულ გრამატიკასთან დაკავშირებული `ჩეპეები~ გასაგებია, მაგრამ საინტერესოა, რა უფლებით ბედავს ზოგიერთი მოძღვარი მრევლზე საკუთარი აზრის მოხვევას?! მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და საეკლესიო წეს-ჩვეულებები გასაგებია, მაგრამ ყველა ანაფოროსანმა თუ ჯერ ისედაც ლიტურგიული წეს-ჩვეულებებით დატვირთულ საეკლესიო ცხოვრებას დამატებით საკუთარი ფანტაზიის ნაყოფი სავალდებული წესები დაურთო, ზუსტად ისე მრევლს მივიღებთ, როგორიც მოძღვარია და პირიქით. ეს ტენდენცია დიდი ხანია, ეკლესიებში შეინიშნება, მაგრამ ვინ უნდა დაარიგოს მოძღვარი, როდესაც იგი საკუთარ უფლებამოსილებას აშკარად ამეტებს?! ხშირად მოძღვარი ამბობს, `წმიდა მამებმა თქვეს~, სინამდვილეში კი თავად თქვა და სურს, რომ იგივე წმიდა მამებმაც `თქვან~ ... რატომღაც ყველა, ვინც ანაფორას და მამოს სახელს მოირგებს, მრევლის უპირობო მმართველი ხდება. საპატრიოარქოში `ქრონიკის~ ამგვარ `დელიკატურ~ კითხვებზე პასუხისგან თავს იკავებენ, რადგან კულუარული ინფორმაციით, იქ იგივე რეჟიმი მოქმედებს, რასაც `ვინ არის შენი მოძღვარი?! მოიაზრებს! თუ გავმხილე, ჩემი მოძღვარი ვინ არის, მერე რა? იგულისხმება , ჩემი მოძღვარი არც მეტი არც ნაკლები, ყურებზე ხახვს ვერ დამაჭრის, არ მაზიარებს, მიყვირებს, ეპიტიმიას დამადებს და ა.შ. რატომ?! იგულისხმება, რომ მას ზემოდან უსაყვედურებენ, შენი სულიერი შვილისთვის ვერ `მოგივლიაო~! კი, მაგრამ ეს რა სისტემაა? ვინ განაგებს ჩემთვის ღვთისაგან მონიჭებულ აზრის და სიტყვის თავისუფლებას, მოძღვარი?! მოძღვარს თუ დავუჯერებთ, ხმა არ უნდა ამოვიღოთ ეკლესიის წიაღში არსებულ მტკივნეულ საკითხებზე, რაც საზოგადოებას აღელვებს, მაგრამ ხმამაღლა თქმას ვერავინ ბედავს! მოძღვრისგან ამგვარი ქმედებებისგან თავის შეკავების მოტივი ერთია, - შენმა წერილმა შეიძლება სხვა დაბრკოლოს! ჩემი წერილი დააბრკოლებს მკითხველს და ის არა, გაძვალტყავებული მრევლი ან სტიქაროსანი შიშისგან და შიმშილისგან დაოსებული თვალებით კარს რომ უღებს გალაპლაპებულ ჯიპიდან ან უკანასკნელი მარკის ავტომობილში მოკალათებულ მღვდელს, რომელიც ერში რომ დარჩენილიყო, ალბათ, არც მეტი, არც ნაკლები, გუბერნატორის სკამს დაუმიზნებდა ამ დროს, მრევლში ჩურჩულებენ, რომ თურმე ამ მამაოს შინამოსამსახურეებიც ჰყოლია, რომლებიც აცმევენ, აჭმევენ, ხელზე ეამბორებიან... ხმამაღლა ვერ ამბობენ! რატომ?! კოპებშეკრული სახით და უმკაცრესი ტონით ნათქვამი `ვინ არის შენი მოძღვარი!~-სა ეშინიათ. შიში კიდევ ოხერია! რა ქნან? იციან, რომ თუ მამაოს მორჩილები ბოლომდე არ იქნებიან, სასუფევლის კარი მათთვის სამუდამოდ ჩაიკეტება, მდუღარე კუპრში კბილების კრაჭუნის მოსმენა თუ მოთმინება კი ადვილია?! მოძღვარი ამ შემთხვევაში ის რგოლის ხომ არ არის, რომელიც მრევლის აზრის მანიპულირებას სასულიერო იერარქების სასარგებლოდ ახდენს?! ის არ აბრკოლებს მრევლს, ქუჩაში ღარიბი ვანოს ძიასგან სანთელი 2 თეთრად არ უნდა ვიყიდო, რადგან, რატომღაც, `არ შეიძლება!~ და იგივე სანთელში ტაძარში 20 თეთრი უნდა გადავიხადო?! მრევლი არ ბრკოლდება, როდესაც არაერთი ნათელმხილველი აცხადებს, რომ საპატრიარქოსგან ლოცვა-კურთხევა აქვს?! საპატრიარქოში კი ამგვარი შინაარსის განცხადებებს მრავალმნიშვნელოვანი დუმილით პასუხობენ?! საიდან მოაქვთ ნათელმხილველებს ასეთი შინაარსის განცხადებები თუ მათი მოძღვრები არ სცოდავენ?!
ჩემს სახელს ნუ გაამხელთ...
წმ. ბარბარეს ტაძრის ერთერთმა მოძღვარმა, როგორიც მოსალოდნელი იყო, `ქრონიკას~ კითხვის არაეკლესიური უწოდა და ვინ არის შენი მოძღვარიო იკითხა. მერე კი კბილებში ცივად გამოსცრა, -რაა, ცუდი იმაში, თუ მოძღვარს კარგი მანქანა ჰყავს? აბა, წუწიანი მოძღვარი მრევლს მოეწონება?! -როდესაც მრევლს უჭირს და ტაძრის წინ გლახაკები მათხოვრობენ, კარიბჭის გაღება და იქ ქონებით გატენილი მღვდლის სრიალ-სრიალით შესვლა მაცხოვრის ტაძარში შესვლას აღარ ჰგავს! მით უმეტეს, მაცხოვარმა ჩვენი გულისთვის თავი დაიმდაბლა და მიუხედავად იმისა, სამყაროს შემოქმედი იყო, იერუსალიმში სახედარზე ამხედრებული შევიდა...
(მღვდელი) -რა გითხრათ... ეს დრომ მოიტანა, სჯობია, თქვენ იმაზე დაწეროთ, რომელი ტაძარი მოითხოვს შველას და აღდგენას, ეს უფრო მადლიანი საქმე იქნება. ისე, მოძღვრებს და ბერებს რას უწუნებთ, ვერ გავიგე?!
-ასეც რომ იყოს, მრევლს არ გვაქვს უფლება, ჩვენი აზრი გვქონდეს? მაცხოვარმა მოწაფეებს ფეხები დაბანა და არა მგონია, მღვდელმა, რომელსაც შინამოსამსახურეები ჰყავს (სხვა ფუფუნებაზე და ხორცის სიამოვნებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ!) ტაძრის წინ მდგარ, თქვენივე სიტყვებით, წუწიან მათხოვრებს ფეხები დაბანონ!
-თქვენ წარმოიდგინეთ, ვბანთ!... არა, შვილო, რაღაც გაღიზიანებულუ ჩანხარ... მერე რა მოხდა, რომ რომელიმე მოძღვარს შინამოსამსახურეები ჰყავს... იქნებ, სჭირდება და იმიტომ ჰყავს... იცით თუ არა, რომ დღეს ქართველ ერს მოძღვრები ამრავლებენ, მათ ხუთი, ათი და მეტი შვილი ჰყავთ. მოძღარიც ხომ ადამიანია...
-მაგრამ ალბათ სიწმინდის ხარისხით განსხვავებული ადამიანია ...
-მოძღვარს სიწმინდის ხარისხები არ უნდა მოსთხოვო! მკვლელის ხელში ვარდი ისევე სურნელს გამოსცემს, რასაც უბიწო ქალწულის ხელში ... ეს იმას ნიშნავს, რომ მოძღვარი უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის!
-ახლობელი მიამბობდა, ზედაზენზე ტაძრის მოსალოცად ოჯახთან ერთად ავიდა... ბავშვები ტაძრის ეზოში მწვანე მოლზე ჩამოსხდნენ... ამ დროს საიდანღაც წვეროსანი გამოჩნდა, ბავშვებისკენ სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა და გაღიზიანებული ჭკუის დარიგება მორთო, ვინ მოგცათ უფლება, აქ რომ დაჯექითო! ბავშვები შეშინებულან... ამიხსენით, რომელ სახარებაში წერია, რომ ტაძრის ეზოში მწვანე ბალახზე დაჯდომა ბავშვისთვის სასტიკად აკრძალულია?! ... რატომ არაფერს ამბობთ?! ასე ხომ ჯერ კიდევ ისედაც ათასი ჯურის სექტის შემოსევის ფონზე ქართული ეკლესია მრევლს კარგავს! მოძღვრები ღვთის წინაშე ვალდებულნი არ ხართ, თითოეულ ადამიანს გაუფრთხილდეთ, მოეფეროთ, რომ ღვთისკენ მიმავალი გზა ასწავლოთ?! მეორე სიტუაციას მოგიყვებით... იგივე ოჯახს მორჩილმა ყინწვისის ტაძრის გალავანთან მანქანით მიახლოება აუკრძალა, წინამძღვარმა ასე ბრძანაო. მორჩილს თავში აზრადაც არ მოსვლია, მოძღვრისთვის ეკითხა, რატომ აკრძალა მომლოცველებისთვის ტაძრის გალავნიდან ერთ კმ-ზე მიახლოება! ტაძარში შესულმა ერთ-ერთმა მლოცველმა სანთელი ხატის წინ ჩამოკიდებული კანდელიდან აანთო... ამის დანახვაზე ანაფოროსანი აღშფოთდა და დაიძახა: -რას სჩადიხართ?! – თითქოს მლოცველმა სანთელი სწორად ვერ აანთო კი არა კაცი მოკლა!!! მეორო მლოცველს იქვე, კუთხეში მჯდომმა მღვდელმა შენიშვნა მისცა, სანამ სანთელს აანთებენ, როგორც წესი, ჯერ პირჯვარს იწერენ ხოლმეო... აი, ესეც შენო!!! არ გცოდნიაო, მე შენზე მეტი ვიციო! გამოდის, რომ `ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება~-ს ფონზე კაცი ტაძარში არ უნდა შევიდეს და ტაძრის მსახურს მლოცველებისთვის დაყვირების უფლება აქვს და თუ საჭიროა, ხელით შეხებისაც?!
-თქვენ ისეთ რამეზე მთხოვთ პასუხს, რაზეც მე ვერ გიპასუხებთ!
-მამაო, პასუხისგან თქვენს მსგავსად სხვებიც თავს იკავებენ... არადა, დადის ხმები კონკრეტული მოძღვრების სხვადასხვა ჯურის გახმაურებული ცოდვების შესაახებ, რაც მრევლს ამ სტატიის გარეშეც ისედაც თავგზას უბნევს და რწმენაში აბრკოლებს. ფაქტობრივად, საქართველოში არც ერთი მღვდელი აგებს პასუხს, თუ ის ამორალურ საქციელს ჩაიდენს?! მაგალითად, გამიგია, კახეთის ერთ-ერთ სოფელში არის მღვდელი, რომელიც ღამღამობით მრუშ ქალებთან დაძვრება. ამბობენ ერთ ქალთან ბავშვიც კი ჰყავსო...
-ასეთი რაღაცეები მოძღვარმა თავის მოძღვართან აღსარებაში უნდა მოინანიოს.
-თუ არ მოინანია?! ...
-ღმერთი გასცემს პასუხს...
-როგორც რუსები იტყვიან, `ბოგ ვისაკო, ცარ – დალეკო~... ღმერთამდე ყველას დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ... მაგალითად, მე ვიცნობ მოძღვარს, რომელიც ვიდრე ანაფორას ჩაიცვამდა, ქურდულ სამყაროში აღიარებული ავტორიტეტი იყო და მაშინდელი `ღირსებები~ მრევლშიც გადმოჰყვა ... ერთი მისი დაყვირება და ტაძარში, ყველა ~სმირნაზე~ დგას, ყველა აშინებს და ალბათ, ამ შიშით უყვართ კიდეც! იმ მოძღვარმა მრევლი რომ გალახოს კიდეც, კაციშვილი ხმას ვერ გასცემს... როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ნორმალურია?
-გეთანხმებით, ნორმალური არ არის, მაგრამ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, დღეს ჩვენი რეალობა ასეთია. ძალიან გთხოვთ, ჩემს ვინაობას ნუ გაამხელთ და როდესაც ქართველი საქრისტიანო ამ წერილს წაიკითხავს, იქნებ, ერიც დაფიქრდეს და ბერიც... რა თქმა უნდა, მკითხველმა არ უნდა იფიქროს, რომ ქართულ ეკლესიაში ყველაფერი მუქ ფერებშია. პატიოსანი და ქრისტეს მიმბაძველი ბერებიც არსებობენ, რომლებიც მთელი გულით ცდილობენ, ადამიანებს არაფერი ავნონ... მაგალითად, წმინდა შიომღვიმეს ტაძრის მსახურები, რომლებიც მოსალოცად მისულ ბავშვებს ბალახზე თამაშს ისტერიკული გრიმასებით კი არ უკრძალავენ, მოკრძალებით ექცევიან და კანფეტებსაც კი სთავაზობენ. სხვათა შორის, სწორედ ამ ტაძრის მსახურებს ჰქონიათ პატრიარქისგან აღსარების მიღების უფლება...
როგორი უნდა იყოს ღვთისმსახური ამ კითხვაზე ფიქრისას, პირველ რიგში ალბათ ისევ მაცხოვრის ხატებას უნდა შევხედოთ, შემდეგ – წმიდანთა ცხოვრებას ... რატომღაც, ჩვენ ბერ-მონაზვნებში მოჭარბებული ფანატიზმი და ფუნდამენტალისტური აზროვნების ტენდენცია შეინიშნება... აღნიშნული ტენდენციის კორექტირება კი, წესით, ისევ საპატრიარქოს და მაღალი იერარქიის სასულიერო პირთა საფიქრალია, რადგან არსებობს კიდევ არაერთი მანკიერი დეტალი, რომელზე საუბარსაც ერთი საგაზეთო პუბლიკაცია არ ეყოფა. `ქრონიკა~ თავის დროზე წერდა, რომ ეკლესიის წიაღში თანდათან ახლოვდება ჟამი, როდესაც რუის-ურბნისის კრების მსგავსის ჩატარება აუცილებელია. ხალხი ბრძენიაო, უთქვამთ და ხალხს პირში ბურთს ვერც საპატრიარქო ჩაჩრის და ვერც მოძღვარი... ჭირი თავს, როგორც წესი, არ მალავს ხოლმე... იმ შემთხვევაში თუ ტენდენცია გაგრძელდა, მივიღებთ კინოთეატრებთან თუ ტაძრის კუთხე კუნჭულებში ჩასაფრებულ სასულიერო პირებს, რომლებიც შეგონების ნაცვლად მომლოცველებს წესების დარღვევის გამო უსაყვედურებენ, ცოდვილობას და არარაობას კიდევ ერთხელ შეახსენებენ მწარე და მკვახე გამოხდომებით თავში ჩაუკაკუნებენ... კუთხეებში ჩასაფრებული მოძღვრები კი ძალიან ჰგვანან ქრისტეს მიერ მოხსენიებულ ფარისევლებს, რომლებიც ხალხის მოსაჩვენელად ბღჭყვიალა ტანსაცმლით იმოსწებიან და ქუჩის კუთხეებში ხმამაღლა ლოცულობდნენ! თუ მოძღვრები მაინც თავიანთ ფარას გარეკავენ ისე, როგორც უნდათ და საითაც უნდათ, ბევრი ცხვარი გამოაკლდება. რადგან საქართველოში უკვე არსებობს უამრავი სექტა თუ მიმდინარეობა, რომელიც მისი კარის ზღურბლთან მისულ ადამიანს ფეხქვეშ ფერად ხალიჩებს უგებს და ეუბნება, რომ მკაცრი და ასკეტური მართლმადიდებლობისგან განსხვავებით, მათთან ბევრი რამ სწორედ რომ შეიძლება~! იქნებ სასულიერო პირები ყოველივე ამაზე სერიოზულად დაფიქრდნენ, სანამ ჯერ კიდევ დროა!~
გაზეთი ქრონიკა 2006 წელი 12-18 ივნისი. ლევან ცალუღელაშვილი
|