მეცნიერები მამაკაცების შესახებ საგანგაშო მონაცემებს აქვეყნებენ. მათი თქმით, მამაკაცები გადაშენების საფრთხის წინაშე არიან, ვინაიდან მათი გენები დეგრადაციას განიცდის. არცთუ შორეულ მომავალში მთელ მსოფლიოს სპერმის კრიზისი ემუქრება, სხვა ქვეყნებთან შედარებით კი ეს კრიზისი ყველაზე მეტად სლავური წარმოშობის მამაკაცებს შეეხება.
"ის რაც ადრე უნაყოფობად მიიჩნეოდა, ახლა ნორმად აღიქმება. 20 წლის წინ მილილიტრზე 200 მლნ სიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოიდი ნორმად მიიჩნეოდა. დღეს კი 15 მლნ სპერმატოზოიდიც ნორმის შესაბამისია", - აცხადებს რუსეთის რეპროდუქციისა და გენეტიკის ცენტრის დირექტორი მარგარიტა ანშინა.
სპერმის გამოსაკვლევად კვლევები საკმაოდ ძვირად ღირებული და რთული საქმეა. ბაშკირეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი შამილ გალიმოვი ერთ-ერთი პირველი მკვლევარი იყო, ვინც აღმოაჩინა, რომ სლავური წარმოშობის მამაკაცების სპერმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებს არ შეესაბამება.
"ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ რუს მამაკაცებში ამ მხრივ არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ ხარისხობრივი ცვლილებები მოხდა. მათი სპერმატოზოიდები ფაქტობრივად შხამიან წვენში ცურავენ. კვლევების მონაწილე მამაკაცების სათესლეებში მთელი რიგი შხამიანი ნივთიერებები აღმოჩნდა, მათ შორის ტყვია, კადმიუმი და ვერცხლისწყალი", - აცხადებს გალიმოვი.
ბოლო დროს მთელ მსოფლიოში ვაჟები უფრო ნაკლებად იბადებიან, ვიდრე გოგონები. ამის მიზეზი ომებით, გარემოს დაბინძურებითა და ტერაქტებით გამოწვეული სტრესია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მამაკაცის ქრომოსომა გარე ფაქტორების მიმართ უფრო მეტად მგრძნობიარეა.
მამაკაცებს სრულ გადაშენებამდე კიდევ ბევრი უკლიათ, თუმცა ტესტოსტერონის საკმარისი დონე მალე შესაძლოა, იშვიათობად იქცეს. სლავური წარმოშობის მამაკაცების სიკვდილიანობის კოეფიციენტი იზრდება, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი მცირდება, ასე რომ, ცოტა ხანში "ნამდვილი მამაკაცი" იშვიათობა გახდება.
http://www.ambebi.ge/mozaika/42683-msoflio...i-emuqreba.htmlp.s. იმიტომაა სლავი ქალები ველური კავკასიელი მამრებისკენ რო იწევენ და რომ მოსწონთ.