#46058425 · 27 Oct 2015, 15:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უსუფაშვილი ნატო-ს დელეგაციას – როდესაც აქ ხართ, საქართველო უსაფრთხოდ გრძნობს თავს, ამიტომ მიგვიღეთ როგორც წევრები ან დარჩით ჩვენთან
უსუფაშვილი ნატო-ს დელეგაციას – როდესაც აქ ხართ, საქართველო უსაფრთხოდ გრძნობს თავს, ამიტომ მიგვიღეთ როგორც წევრები ან დარჩით ჩვენთან გთხოვთ, მიიღეთ თქვენი გადაწყვეტილება, მიგვიღეთ ჩვენ როგორც წევრები ან დარჩით ჩვენთან ამ დარბაზში, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას. ღონისძიება უკვე მეორე დღეა, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში მიმდინარეობს. დღეს ის პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა. ვრცელი გამოსვლის ბოლოს დავით უსუფაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს მიმართა, რომ საქართველო უსაფრთხოდ გრძნობს თავს, როდესაც ისინი აქ იმყოფებიან. "როდესაც თქვენ აქ ხართ, საქართველო უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ეს არის ჩანაცვლება ნატო-ს მე-5 პუნქტის. გთხოვთ, მიიღოთ თქვენი გადაწყვეტილება – მიგვიღეთ ჩვენ როგორც წევრები, ან დარჩით ჩვენთან აქ, ამ დარბაზში. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში კმაყოფილები ვიქნებით", - მიმართა ნატო-ს დელეგაციას დავით უსუფაშვილმა.
--------------------
YOU EITHER GET TIRED FIGHTING FOR PEACE, OR YOU DIE... JOHN LENNON
|