სალამი.
მესაჭიროება ჟურნალისტი, ან ბლოგერი, რომელიც საიტისთვის
http://bold.ge/ დაწერს დღეში 1 სტატიას.
თუკი რამდენიმე ადამიანთან მივაღწიე შეთანხმებას, მაშინ იმდენდღეგამოშვებით 1 სტატიას, რამდენი ავტორიც ეყოლება საიტს.
დღეში 1-ზე მეტი სტატია არ გამოქვეყნდება (რამე განსაკუთრებული თუ არ მოხდა

)
სტატიის შენაარსზე არის ერთადერთი შეზღუდვა - საიტის თემატიკა. ასევე ვერიდებით რელიგიურ და პოლიტიკურ თემებს.
სტატიის მოცულობაზე არის შემდეგი შეზღუდვები:
ტექსტური სტატია (ბლოგინგი) - 300-600 სიტყვა;
ფოტოტევადი სტატია (ფოტო-ბლოგინგი) - 5-20 ფოტოგრაფია+50-600 სიტყვა;
ვიდეო სტატია (ვლოგინგი) - 1-5 ვიდეო+50-600 სიტყვა.
სტატიის ლექსიკაზე არის შემდეგი სახის შეზღუდვები:
1. დაუშვებელია უცენზურო სიტყვების გაუმართლებელი გამოყენება;
2. შესაძლებელი ნებისმიერი და შესაბამის წრეში მიღებული სლენგის გამოყენება;
3. შესაძლებელია ბარბარიზმები, კუთხური გამოთქმების გამოყენება;
4. სლენგი, ბარბარიზმები და ა.შ. უნდა იყოს გამართლებული და აუცილებელი სტატიის შინაარსიდან და სტილიდან გამომდინარე.
შესაძლებელია როგორც სრულად ორიგინალური, ასევე ნაწილობრივ, ან სრულად თარგმნილი სტატიების გამოქვეყნება.
სტატია ქართულ ენაზე უნდა იყოს უნიკალური (გაითვალისწინეთ, რომ გადამოწმებადია.

)
ასევე გაეცანით:
http://bold.ge/partnership/ და
http://bold.ge/rules/ყოველ გამოქვეყნებულ სტატიაში მიიღებთ 5 ლარს https://emoney.ge/ -ს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
ანგარიშსწორება მოხდება ყოველი კვირის ბოლოს.
ველი მსურველებს, შენიშვნებს და შეკითხვებს.
* * *
მოდერატორს ვთხოვ სათაური ჩაასწოროს. "საქიტის" --> "საიტის".