ასეთი თემა არ აქვს ჩვენს განყს და მე ვფიქრობ უპრიანი იქნება აქ დავწეროთხოლმე მომავალი სახალხო დღესასწაულების,ხალხური რეწვის გამოფენების,ხალხური კონცერტების შესახებ,მათი განრიგი და სხვა ინფორმაცია.
ასევე რეგიონალური დღესასწაულები,კვირიკობა,ათენგენობა და ა.შ. შესაბამისი ფოტო და წერილობითი მასალით.
ლომისობა აღდგომის მე-7 კვირა
ლომისობა აღინიშნება არაგვისა და ქსნის ხეობაში.
ქრისტიანობამდე ლომისა უმნიშვნელოვანესი წარმართული ღვთაება იყო მთიულეთში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლ მეორე სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან მთელი აღმოსავლეთ საქართველოდან. ტრადიციის თანახმად, დეკანოზები გამოასვენებდნენ დროშას და "ფერხისას" სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით. ლეგენდების თანახმად, ლომისა გზოვანის წმინდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას. ლომისას სახით თაყვანს სცემდნენ საწინამძღვრო ჯვარს. მისი კულტის ამსახველი ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მეომარია, ალისფერ ცხენზე ზის და ხელში მათრახი უჭირავს, რომლის დაკვრითაც ბოროტს ცეცხლი ედება და იწვის. ლომისობა მოძრავი დღესასწაულია-აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირას.
300 არაგველობა
ივნისი
სახალხო დღესასწაული - 300 არაგველის საპატივსაცემოდ, აღინიშნება ივნისის თვეში დაბა ჟინვალში.
კოპალობა 12 ივლისი
კოპალა წინაქრისტიანული სათემო ღვთაებაა მთაში. მისი ძირითადი სამლოცველო იყო ფშავში (სოფ. უძილაურთა) და ხევსურეთში (ლიქოკისხეობა, ჭალაისოფელი). კოპალას სამლოცველოებია ასევე მთიულეთში და ხევში ( კოპალობა აღინიშნება ყაზბეგის რაიონის სოფელ ახალციხეში ).კოპალა ითვლებოდა გაღვთიშვილებულ ხორციელად, რომლისთვისაც იახსართან ერთად ღმერთს დაუკისრებია ფშავ-ხევსურეთის ტერიტორიაზე ოდესღაც მობინადრე დევ-კერპების განადგურება, მასვე მიაწერდნენ ავსულებთან ბრძოლის ფუნქციას, საკუთარი საყმოსა და სხვა ხორციელთა დაცვას ბოროტი ძალებისაგან. იმავე წარმოდგენით კოპალა თავის ყმებს მფარველობდა გასაჭირში, თან ახლდა ლაშქრობებში და ხელს უმართავდა. კოპალასა და იახსარს მოძმე ღვთიშვილებად მიიჩნევდნენ.
იმართება სახალისო ტრადიციული თამაშობები,როგორიცაა საკარგყმოს დალევა 5 ლიტრინი ლუდით სავსე სათლიდან,მძინარესთვის ცალი ფეხსაცმლის დამალვა და მერე პროდუქტით,ან არყით გამოხსნა,რათა მერე სუფრა გაიშალოს და ქეიფი გაგრძელდეს

ხევსურული დღესასწაულები წარმოუდგენელი კეჭნაობის და 'შუღლის' გარეშე,ასერომ ხევსურულ და ზოგადად აღმოსავლეთ მთიანეთში დღესასასწაულებზე სტუმრობისას ბიჭებს უმთავრესად,სიფრთხილე ჰმართებთ
ელიაობა 20 ივლისი
ელია ქართული წარმართული ღვთაებაა, წვიმა-სეტყვისა და ჭექა-ქუხილის განმგებელი. ხალხური წარმოდგენით, იგი ცაში ეტლზე დაბრძანებული დაქრის, ბრმა არის და ზოგჯერ უადგილო ადგილას მოუვლენს სეტყვას. ამიტომ სეტყვის ღრუბელი რომ გამოჩნდებოდა, თოფის სროლასა და ზარების რეკვას ატეხდნენ: ელია გაიგონებს, მიხვდება, აქ სოფელია და დაგვიფარავსო. ელიას სამსხვერპლო ცხოველია თხა (ციკანი), რაც ამ კულტის წინაქრისტიანულ წარმომავლობაზე მიგვანიშნებს. ხალხმა წარმართული ღვთაება დაუკავშირა ცად ამაღლებულ ბიბლიურ წინასწარმეტყველ ელიას (წმინდა ილია).
ათენგენობა 18-23 ივლისი
ქრისტიანული დღესასწაულია(წარმართული ფესვებით

). დაუწესებიათ მე-3 - მე-4 საუკუნეების მიჯნაზე წამებული ბერძენი მღვდელთმთავრის ათენგენე (ათინოგენ) სებასტიელის მოსახსენიებლად. განეკუთვნება მოძრავ დღესასწაულთა რიცხვს. იმართება აღდგომიდან 98-ე დღეს ("დღესა ვარდობასა"). დღესასწაული შემორჩენილია აღმოსავლეთ საქართველოს მთაში. მთიელთა ათენგენობა - ესაა ტიპობრივი წარმართული დღესასწაული, ქრისტიანული ელემენტებით, ხალხი შესაწირავითა და სათანადო რიტუალის შესრულებით შესთხოვს ხატს მფარველობას.
იახსარობა(არაუგვიანეს 25 ივლისისა)
წარმართული ღვათაებაა ფშავ-ხევსურეთში, მთიულეთ-გუდამაყარში და ერწო-თიანეთში. საკულტო სადღესასწაულო ცენტრია სოფელი შუაფხო. სხვა ღვთიშვილებისაგან განსხვავებით, იახსარი ზეციდან მოვლენილად მიაჩნდათ ჯვრის ან სვეტის სახით ("სვეტად ჩამოსული"). მას მიეწერებოდა ავსულებთან (დევები, ქაჯები, ეშმაკები) შეურიგებელი ბრძოლა, საკუთარი საყმოს წევრებისა და მისი მავედრებელი უცხო მლოცველების მფარველობა. იახსრის დროშით ხევისბერები ცდილობდნენ სულით ავადმყოფისაგან ბოროტი ძალის განდევნას, არაბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილის (ზვავში დაღუპული, მეხდარტყმული, წყალში დამხვრჩალი) "სულის გამოხსნას".
ვაჟაობა აგვისტო-სექტემბერი
ვაჟა- ფშაველასადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის აგვისტო - სექტემბერში იმართება პოეტის მშობლიურ სოფელ ჩარგალში, სადაც ამჟამად მისი სახლ-მუზეუმია. ვაჟაობაზე ჩამოდიან ცნობილი მწერლები, სახალხო მთქმელები, საზოგადო მოღვაწეები, მოსწავლეები და სტუდენტები, ყველა, ვისაც ვაჟა-ფშაველას შემოქმედება უყვარს. იმართება პოეზიის საღამო, საზეიმო კონცერტი.
ლაშარობა 1 ოქტომბერი
ლაშარის ჯვარი ფშავის მთავარი სალოცავია. საკულტო ცენტრი მდებარეობს არაგვის ხეობის ზედა წელში, სოფელ ხოშარის მომიჯნავე ე.წ. "ლაშარის გორაზე". ლაშარის ჯვარი ითვლებოდა მოლაშქრე ღვთაებად, რომელიც "გიშრის ფრთიანი ნისლა ცხენით" წინ მიუძღოდა საყმოს ლაშქრობებს. როგორც ფშავის თორმეტივე თემის მფარველს, მასვე შესთხოვდნენ სახნავ-ნათესის ბარაქიანობას, ადამიანთა კეთილდღეობას, ავადმყოფობისა და ზიანისაგან დაცვას. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ღვთაებად, რომელიც ფლობდა მრავალ შემოწირულ განძეულობას (მათ შორის საქართველოს მეფეებისაგანაც), ადგილ-მამულებს, ზვრებს კახეთში. არსებობს შეხედულება რომ ლაშარის ჯვარი აგებულია ლაშა გიორგის მიერ. ლაშა გიორგის სახელს უკავშირებს მას ხალხური გადმოცემაც, თუმც ღვთაების ფუნქციის, ისტორიული და ენობრივი მონაცემების მიხედვით, ლაშარის ჯვარი წარმართული, ასტრალური ბუნების ღვთაება უნდა იყოს..
ლაშარობა აღინიშნება თიანეთში, ხევსურეთსა და ფშავში. ძველი ტრადიციის თანახმად ტარდება მსხვერპლშეწირვის რიტუალი, ხევისბერის მიერ წმინდა დროშის (სალოცავის) გამობრძანება და მლოცველთა დალოცვა. ასევე იმართება ტრადიციული დოღი და კულტურული ღონისძიებები.
შატილობა(სექტემბერ-ოქტომბერი)
სახალხო დღესასწაული, აღინიშნება შემოდგომით - სოფ. შატილში.
ყაზბეგობა9 ოქტომბერი
ტრადიციული ლუდის ხარშვა,სახალხო სეირნობა,ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა,დოღი
ბახმაროს დოღი (19 აგვისტო)
ყოველ ფერიცვალებას,გურიაში კურორტ ბახმაროში(2050მ.ზღვის დონიდან) იმართება ტრადიციული დოღი,მარულა,1დან 5კმ დისტანციაზე.დოღი ტარდება 2 ეტაპად,მოყვარულები და ჯიშიანი სუფთა სისხლის ცხენებით შეჯიბრი.თუ არ ვცდები,ბახმაროს დოღის ტრადიცია ახალია,სულ რაღაც 150 წლის.მარულაში გამარჯვება პრესტიჟის ამბავია და ამიტომ თავდაუზოგავად იღწვიან მოსაგებად.
ალავერდობა29 სექტემბერი
ალავერდობა უძველესი რელიგიური დღესასწაულია. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ღირსი იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა იოსებ ალავერდელი ცამეტ ასურელ მამასთან ერთად საქართველოში მე-6 საუკუნეში შემოვიდა. წმ. იოსები ღვთის ნებით კახეთის იმ ადგილას დაემკვიდრა, სადაც დღეს ალავერდელის ტაძარია.
ალავერდი უდაბური, მიუვალი და უნაყოფო ადგილი იყო. დიდი შრომის შემდეგ მამა იოსებმა ააგო ალავერდის ტაძარი და საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტრის აგებას.
ალავერდობა იწყებოდა 29 სექტემბერს და გრძელდებოდა სამ კვირას. სამსაფეხურიანი ციკლი (თავი ალავერდობა, შუა ალავერდობა და ბოლო ალავერდობა) უკავშირდებოდა წინაქრისტიანულ რწმენა-წარმოდგენებს, კერძოდ, მთვარის კულტს,მთვარის ფაზების ცვალებადობას.
კვირიკობა28 ივლისი
წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტას წამების დღეს, აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა, რომელსაც სვანეთში ლაგურკას ეძახიან . წმინდა კვირიკეს ტაძარი აგებულია XI საუკუნეში და ქართული მონუმენტური ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია . აქ დაცულია წმინდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი – XI-XII საუკუნისა . შალიანის მინანქრიანი ხატი, რომელშიც ჩატანებულია ჯვარიცხოვლის ნაწილი .
ტაძარი მოხატულია დავით აღმაშენებლისა და დემეტრე მეფის კარის მხატვრის თევდორეს მიერ.
დღესასწაულის ეპიცენტრია უშგულის თემის სოფ.კალა.ზღვის დონიდან 3000რაღაც მეტრზე
22 ოქტომბერი
შოთაობაასპინძის მუნიციპალიტეტ სოფ.რუსთავში ჩატარდება ტრადიციული დღესასწაული შოთაობა,პოეზიის და ხალხური შემოქმედების საღამო.
მე არასდროს ვყოფილვარ და იქნებ ვინმე მოხვდეს იქ ამ განყოფილებიდან და დაწვრილებით დაწეროს ამ დღესასწაულზე
ხო,და კიდევ ერთ საინტერესო ინფოს წავაწყდი ნეტში:
"თბილისში, უძველეს უბანში ტრადიციული ქართული სუფრისა და ქალაქური მუსიკის ფონზე „მთაწმინდელობა, ვერელობა, სოლოლაკელობა“ აღინიშნა. სახალხო დღესასწაულს საფუძველი 2008 წელს ჩაეყარა. ტრადიცია გრძელდება და მას უკვე ყოველწლიურად აღნიშნავენ. განახლებულ ტაბიძის ქუჩაზე ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა ქალაქურ მოტივებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს, ასევე გაიმართა ახალგაზრდა მხატვრების გამოფენა–გაყიდვა და ფოტო–კონკურს „ჩემი უბანის“ გამარჯვებულების გამოვლენა. ღონისძიების ბოლოს საპატიო მთაწმინდელებიც გამოავლინეს."
წყარო:
http://new.tbilisi.gov.ge/news/288თარიღები თუ არასწორია,შეასწორეთ რა ბიჭებო
mcenare-99
giorgitab
d_tsabo
This post has been edited by kato_stropa on 15 Oct 2011, 21:11
სამი წელიწადია სიცარიელეში ვარ ბატონო ვაჟა.
А я стихи тебе писала, А ты меня не замечал,Теперь гори в аду скотина, И даже рифмы тут не будет