#27974560 · 23 Oct 2011, 13:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჰქონდათ თუ არა ერთი სული იესოს და მის წინამორბედ წინასწარმეტყველებს? მაგალითად ელიას? ეკ კითხვა აქტუალურია და ბევრ მორწმუნეს აწუხებს. მსურს ამ კითხვაზე პასუხი ახალი აღთქმიდან დავწერო; 1. პეტრე 1, 9-11
9. რადგანაც ამით აღწევთ თქვენი რწმენის საბოლოო მიზანს: სულების ხსნას.
10. სწორედ ამ ხსნას იკვლევდნენ და იძიებდნენ წინასწარმეტყველნი, რომელნიც გიწინასწარმეტყველებდნენ თქვენთვის განკუთვნილ მადლს.
11. და არკვევდნენ, რა დროს და რა ვითარებას მიანიშნებდა მათში დამკვიდრებული სული ქრისტესი, როცა წინასწარ უმოწმებდა მათ ქრისტეს ვნებას და ვნების შემდგომ დიდებას. პეტრეს ამ ეპისტოლედან ირკვევა რომ სული რომელიც იესოს ხორციელ სხეულში იყო წინათ წინასწარმეტყველთა ხორციელ სხეულებშიც იყო. ეხლა ვსვავ კითხვას, რად ეწოდება იესოს ღმერთი? ხორციელი სხეულის გამო თუ იმ სულის გამო რომელიც მის ხორციელ სხეულში იყო? და თუ სულის გამო, აქვე მეორე კითხვას ვსვავ, ცოტა სახიფათო და გაბედულ კითხვას, როდესაც იგივე სული წინასწარმეტყველის ვთქვათ ესაიას ხორციელ სხეულში იყო, შეიძლება იწოდებოდეს ღმერთად ესაია თუ არა? ამ კითხვაზე წმინდა წერილში დევს პასუხი, ფსალმუნებში აი აქ: ფსალმუნი 81-6 6. მე განვაცხადე: თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი. ვინ ყველანზეა საუბარი? ვისზე და იმ ადამიანებზე რომელთა ხორციელ სხეულებშიც ქრისტეს სული მკვიდრობდა როგორც ეს პეტრემ აღნიშნა. და ბოლოს ვსვავ კითხვას როდესაც ადამიანის ხორციელ სხეულში ქრისტეს სულია, რა ეწოდება ასეთ ადამიანს ღმერთი თუ კაცი? თუ მხოლოდ კაცი? მაშ გამოდის რომ არც იესო ყოფილა ღმერთი, იმიტომ რომ მისი ფიზიკური სხეული ჩვენი ფიზიკური სხეულებისაგან არაფრით განსხვავდებოდა. განსხვავება ჩვენსა და მას შორის მხოლოდ ერთი იყო აი ეს: "მის ფიზიკურ სხეულში ღვთის სული სუფევდა" ჰო და როდესაც ეს განსხვავება ამოწურულია, როდესაც შენს ფიზიკურ სხეულშიც უფლის სული დაივანებს, ვინ ხარ შენ? ვინ იყვნენ წინასწარმეტყველები? ჩემი ხედვა ასეთია, ეს ადამიანები იესოს ჩათვლით იყვნენ ღმერთის პიროვნული გამოვლინებები, რას იტყვით თქვენ?
|