#27952429 · 21 Oct 2011, 20:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველაზე მეტად ის ქართველები მაღიზიანებენ, რომლებიც კარგად დაპარსეს რუსეთში და დღეს რაღაც სისულელეებს ყვებიან როგორ შეიფარა ვიღაც რუსმა ქალმა სადღაც ჯანდაბაში. რამდენი ყავდათ შეფარებული ქართველებს ეგ არც ერთი არ ითვლება, და დღესაც რომ ნორმალურად ცხოვრობენ ამ ქვეყანაში არც ის ითვლება ნორმალურად.
ვიღაც 16 წლის სირაკუზა გამოდის რუსეთის არხზე და რაღაცეებს ბჟუტურებს.
ყველაზე ცუდად ის მახსენდება, რომ როდესაც ომი იყო საქართველოში და მთელი ევროპა შემოვირბინეთ საპროტესტო აქციებით რუსეთის საელჩოებთან, რუსეთში/მოსკოვში ჩემი კლასელები ჩუმად იჯდნენ. რომ ვკითხე ჩუმად როგორ ზიხართ თქო, ასე მითხრა სამსახურის დაკარგვის და დეპორტის გვეშინიაო. მას მერე არ დავლაპარაკებივარ მაგ ადამიანს. ასეთი ძალიან ბევრია.
მედვედევს კი რა დარჩენია, რაღაც ხომ უნდა ილაპარაკოს, ისედაც ნული აქვს ძალაუფლება, და ტელეში ხომ უნდა წაგვკბინოს. საერთოდ რთულად წარმომიდგენია რუსებმა ჩვენს მიმართ დამოკიდებულება შეცვალონ უკეთესობისკენ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. ეგაა რომ ის თუ მოვა ვინც ნაკლებად აგინებს მათ საჯაროდ და ყოველ წუთას არ დაამინუსებს, რაღაც მორალურად მაინც მოიგებს მგონია. თორემ რუსები რომ აფხაზეთს და ოსეთს არ მოგვართმევენ ლანგარზე, ეგ ყველამ კარგად იცის.
რუსეთი სანამ არ დაიშლება მარტივ მამრავლებლად, ა(სანამ არ მოხდება იგივე რაც 80იანების ბოლოს ხდებოდა) შანსი არ არსებობს აფხაზეთსა და ოსეთთან მიმართებაშI რამე საერთოდ შეიცვალოს.
მიუხედავად გინების და ფურთხების დიდი სურვილისა, მაინც მგონია რომ საერთაშორისო დიპლომატიის დონეზე ამათ მაინც არ უნდა ვაგინოთ. ღირსებიც არ არიან.
--------------------
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!
|