http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=5363&Itemid=1შალვა რამიშვილის ინფორმაციით, ზეწოლის შედეგად ზვიად ბლიაძე "დარდუბალადან" წავიდა. როგორც რამიშვილის ამბობს, „მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული წინააღმდეგობა გაწია - ზვიო მაინც წავიდა ჩემი პროექტებიდან - „აკრედიტაციის გარეშე" და „დარდუბალა".
„ძალიან ცუდი ქვეყანაა ეს: მიშა არა მხოლოდ სამსახურს ან თავისუფლებას - ღირსებას ართმევს ამ ნიჭიერ კაცს“, - აღნიშნავს რამიშვილი.
ბლიაძემ ზეწოლის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა.
„ხორციელდება ზეწოლა. დედმამიშვილები მეუბნებიან, რომ თუ „დარდუბალას“ თავს არ გავანებებ, მათ სამსახურიდან გამოუშვებენ. იმუქრებიან, რომ ჩემს ოჯახის წევრებს სამსახურიდან დაითხოვენ, რაც ამ განცხადების შემდეგ, რა თქმა უნდა, გარდაუვალია. მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც გავაკეთებ იმ საქმეს, რასაც სწორად მივიჩნევ და რითაც კანონს არ დავარღვევ“, - ამბობდა ბლიაძე.
შეგახსენებთ, რომ ახალი „დარდუბალას“ გადაღების იდეა შალვა რამიშვილს ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა.
პს. თუ მართალია ტეხავს