თუ არ ვცდები ჩემი პირველი თემაა ამ განყოფილებაში, კეთილი იყოს ჩემი "მაუსი" ამ ფრიად პრობლემატური თემით

ძალიან არასასიამოვნო ტენდენციის შესახებ მქონდა საუბრები პედაგოგებთან.სამწუხაროდ მათ ვინაობებს და ვერც მათ სკოლებს ვერ გავამჟღავნებ მატივე ნებართვის გარეშე და ამიტომ სიტყვაზე უნდა მენდოთ.
მოგეხსენებათ წარმატებულმა ატესტანტმა პედაგოგებმა მიიღეს გარკვეული დანამატი ხელფასზე და გარკვეული პრივილეგირებული მდგომარეობაც დაიკავეს ასე რომ ვთქვათ "სასკოლო იერერქიაში", რასაც აბსოლიტურად პროგნოზირებადი პროცესები მოჰყვა პედაგოგიურ კოლექტივებში, ბიზნესის ენაზე რომ ვთვათ გაჩნდა კოლექტივის "კლასებად დაყოფის" ტენდენცია;
კერძოდ ატესტაციის წარუმატებლად ჩაბარებამ უამრავ მასწავლებელს (უმრავლესობამ ვერ გაიარა ატესტაცია) გაუჩნდა ნეგატიური განცდები და გრძნობები იმ მასწავლებლების მიმართ რომლებმაც წარმატებით გაიარეს აღნიშნული "პროცედურა" და უკვე სახელფასო დანამატსაც იღებენ.და მინდა ვთქვა რომ უკმაყოფილების გრძნობას ხშირად საკითხთან მიმართებაში არაპირდაპირი დაპირისპირებით გამოხატავენ
რათქმაუნდა მასწავლებლებს კიდევ აქვთ დრო რომ გაიარონ განმეორებითი ატესტაცია და იმედი მაქვს რომ წარმატებესაც მიაღწევენ უმრავლესობით, მაგრამ ასევე დიდი იმედი მაქვს რომ დროებითი წარუმატებლობა არ გამოიწვევს პედაგოგიური კოლექტივების სხვადასხვა "პოზიციებად" დაყოფას.
ასეთი შემთხვევებისთვის რათქმაუნდა გამოსავალიც დიდი ხანია რაც ნაპოვნია, თუმცა ეს გამოსავლები და პრობლემაც თავისთავად უფრო ბიზნეს სფეროსთის იყო დამამხასიათებელი, მაგრამ როგორც ჩანს სახელმწიფო სკოლებიც არ ყოფილან დაცულები ასეთი უბრალო და ადამიანური სიტუაციებისგან

იქნებ იყოთ გულახდილები პედაგოებო და ისაუბროთ სკოლის და ატესტაციის შემდგომი მოვლენების შესახებ თქვეს კოლექტივებში, თუ რათქმაუნდა ასეთ პრეცენდენტებს თქვენს გარემოცვასიც აქვს ადგილი.
ასევე მაინტერესებს თქვენი პირადი აზრი ატესტაციის შესახებ მისი ნაკლოვანი თუ/ან დადებითი მხარეების თვალსაზრისით.
This post has been edited by Lomgul Orbeli on 3 Nov 2011, 04:12