ჯეოზღაპარიერთ ზღაპრულ ყინულის სამეფოში ახალგაზრდა მბრძანებელი ბინადრობდა. მან ყველა თავისი ოპონენტი თოვლის სათამაშო გუნდად აქცია . ვერაგი იყო და ჭკვიანი. მხოლოდ ჩრდილოეთით მცხოვრები დიდი, ბოროტი დათვის შიში ქონდა, რომელმაც მიწაწყლის ნაწილი წაართვა.
ერთ დღეს ცივი სამეფოს შიშნარევ, უიმედო გამომეტყველებიანი ცივი სამეფოს მაცხოვრებელთა საერთო კრება დიდ მოედანზე დანიშნა , სადაც დიდი იმპერიის ხელმძღვანელს ხვდებოდა, მორიგი ტყუილებით გაზავებული სეფე სიტყვა ტყორცნა ხალხს, მაგრამ მოულოდნელად საიდანღაც თბილმა პატარა ნიავმა დაუბერა... ოჰო, ყინულმა სწრაფი დნობა დაიწყო, სამეფოს ვეზირები კი პანიკამ მოიცვა.
სდექ ლაშა! არა, არა,არა მეზღაპრედ არ გამოვდგები, მაგრამ ივანიშვილის ორმა არცთუ ბოლომდე გამართულმა პოლიტიკურმა წერილმა მიშას შექმნილი ყინულის სამეფო სწრაფი ცხელი დინებით შეაზანზარა. დაგვანახა რომ მითები მათი ძლევამოსილების შესახებ მხოლოდ ზღაპარია, რადგანაც ნაციონალებმა ადეკვატურად ვერ აღიქვეს სინამდვილე.
იმის მაგივრად გარეგნულად მაინც შეენარჩუნებინათ სიმშვიდე, ერთადერთ შესაძლებელ ვარიანტად ისტერიული პასუხების რეჟიმი ჩათვალეს. ტრადიციული პოლიტიკური დოქტრინა “ან ყველაფერი, ან არაფერი“ს გამოყენება ამჯერად პოპულარულობის პიკში მყოფი ახალი ლიდერის წინააღმდეგ ცადეს.ამან კი ჩემი აზრით, კომიკურ მდგომარეობაში ჩააგდო ხელისუფლება.
პირველი რაუნდი ნაციონალებმა საკუთარ ყბაშივე მუშტის მორტყმით წააგეს, ბიზნესმენის პოლიტიკური დებიუტი კი მეტნაკლებად წარმატებულად შედგა, თუმცა მიტელშპილი და ენდშპილი ჯერ კიდევ წინაა .
ივანიშვილის პოპულარულობის საფუძვლებივარდების მოვლენებმა განავითარა ქართულ პოლიტიკაში საზოგადოების იმედი თავისუფალი, ევროპული ქვეყნის შესახებ. სააკაშვილი მოექცა ანტიშევარდნაძისტული ტალღის მთავარ წარმართველ ფიგურად, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად მან ფსონი ავტორიტარიზმის ელემენტებზე დადო და დააიგნორა დალაგებული ქვეყნის განვითარების პერსპექტივა.
რამდენიმე წარმატებული რეფორმის მიუხედავად, საააკაშვილი ვერ გაცდა კომსომოლურ ტენდენციებს,მეტიც, საქართველო დაუახლოვდა ჩავესის, ლუკაშენკოს, პუტინის ტიპის მმართველობის ტიპს და ავცდით პოლიტიკური ევოლუციის გზას.
8 წლიანი გადასახედიდან ვბრაზდები, როცა მახსენდება თუ რა შანსი გაუშვა ქვეყანამ, მაგრამ სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი მიმართულებით საგრძნობი წინსვლაც სახეზეა.
სამწუხაროდ, ეს ზღვაში წვეთია, რადგანაც არანაკლები მნიშვნელობა ქონდა ქვეყნის დემოკრატიული სისტემის ფორმირებას, რომელშიც არჩევნებში წარმატებული ძალები ურთიერთკონკურენციის პირობებში მოახერხებდნენ ცივილური ურთიერთობის მექანიზმების შექმნას. პარტიული პოლუსების მაგივრად რეჟიმმა შეინარჩუნა მოდერნიზირებული „მოქალაქეთა კავშირი“, ხოლო დანარჩენი ჯგუფების ატომიზირება ამ არჩევანის ლოგიკური შედეგი იყო.
ეს იყო დიდი შეცდომა, სააკაშვილის ექსკომკავშირული მდივნის მენტალიტეტმა ვერ გაიაზრა გამოწვევა-დემოკრატია არაა პანაცეა, მაგრამ იგი უზრუნველყოფს სოციალური ჯგუფების ინტერესების, უკმაყოფილებების და იმედების საპარლამენტო ბატალიებში ცივილურ გამოხატვას. ამის მაგივრად კი მივიღეთ ავტორიტარიზმის ჰიბრიდი პროდასავლურ,ყალბ რიტორიკასთან. აქედან გამომდინარე კი შეიქმნა არა პარტიული კონკურენცია, არამედ რევოლუციური განწყობილებების 2 პოლუსი. ეს კი მთლიანად სააკაშვილის რეტროგრადული მიდგომების წყალობით შექმნილი პროდუქტია.
აბსტრაქტული „ოპოზიციური განწყობილებები“ არაა ერთგვაროვანი მოვლენა. ამ ზღვაში ჩაედინება რამდენიმე შენაკადი, რომელთაგანაც რამდენიმე სულაც არაა პროგრესის გამოხატულება.
ჩამოვთვალოთ მხოლოდ ტალახიანი „წყაროები“:
1) პოლიტიკან ვაიბიზნესმენთა პოლიტიკური კლუბები-უნდა ვაღიაროთ, ეს სამარცხვინო დინება რეალურია. პოლიტიკური ისტიბლიშმენტის დიდი ნაწილი წვრილმან ვაჭართა დონეს ვერ გაცდა. ადვილად ყიდვადი, უპრინციპო ადამიანებმა არაერთხელ გაყიდეს სახელმწიფოს ინტერესები, კრემლიც კი ცადეს საკუთარი თვითდამკვიდრების გზად. საბოლოოდ კი თავი პოლიტიკური გვამის მდგომარეობაში ჩაიგდეს.
2) „კონსტრუქციულები“- ადამიანები, ვინც მიეყიდნენ ხელისუფლებას, მათი თამაში ითამაშეს. “ახალი ოპოზიციის“ სახით გაემიჯნენ „ქუჩის ოპოზიცია“ს. ეს ტიპები ჩემთვის ზნეობრივი დეგრადაციის კლასიკაა. ისინი ნაციონალური ხელისუფლების ნაწილია და მხოლოდ ხელისუფლების პროპაგანდისტული საშუალებებით ცდილობენ ხელოვნურად დარჩნენ რეჟიმის „ოპონენტებად“. ზოგიერთი მათგანი საერთოდ აღარც კი არიან კრიტიკულები, მხოლოდ ცდილობენ უმცირესობის სახელით გვესაუბრონ .
3) გარე ძალის ინტერესები- სააკაშვილი ყველა პოლიტიკურ ოპონენტთან პაექრობაში იყენებს რუსეთის ფაქტორს. გავიხსენოთ ხურჩის დრამა, როცა წინასაარჩევნოდ დაიდგა აფხაზეთიდან „ხმის მიცემის მსურველებზე“ თავდასხმის სცენა. დღემდე ეს კრიმინალი „გაუხსნელია“. მიმაჩნია, ამის ყველა ორგანიზატორმა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი, მაგრამ შესაბამის ფონზე მაინც ნუ დაგვავიწყდება, რომ დიდ იმპერიებს საკუთარი ინტერესები საქართველოში აქვთ. საშიშია ჩრდილოელი დათვის თათები.თუ გვინდა განვითარდეთ, ყველა ხვრელი უნდა ჩაიკეტოს. სხვა შემთხვევაში საუბარი სახელმწიფოზე შეუძლებელიც კი იქნება .
მაგრამ კრიტიკულ მასაში მთავარი მაინც უშუალოდ საზოგადოების სურვილია იყოს თავისუფალი ზედმეტი ბორკილებისაგან. აქ არ იგულისხმება კანონის იგნორირება. იძულების მექანიზმები დემოკრატიული სახელმწიფოშიც აუცილებელი ელემენტია,თუმცა ერთია, როცა მოითხოვ ღვედების გაკეთებას და შესაბამის არგუმენტებს მოიყვან. მეორეა, პოლიტიკური ნიშნით არაერთი ადამიანის ციხისათვის განწირვა.
ზუსტად ეს მთავარი ტალღაა ივანიშვილის დებიუტის წარმატების საფუძველი. მის სახელს დაუკავშირდა იმედი და ამაში კერპთაყვანისმცემლობის ელემენტს მე ვერ ვხედავ. იგივე სააკაშვილი ხომ ამ გზით მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა თუ ფეხი გადაუბრუნდებოდა, ცხადია, ეს „“წმინდა ადგილი „ დიდი ხანი მაინც თავისუფალი არ იქნებოდა. ასევეა ჭორვილელი მილიარდელის დილემა -თუ მან მიტელშპილში თამაში ვერ წარმართა, ის შეუერთდება სააკაშვილის გაყინული ოპონენტების პანთეონს, გააძლიერებს მას.
ივანიშვილის პოლიტიკური ფენომენი ხელისუფლების შეცდომებმა შვა,რადგანაც მან გადაკეტა პოლიტიკური ბრძოლის ყველა ცივილური გზა. ფსონი დადო აგრესიულ ერთპარტიულობაზე ,რომლის დამარცხება მოუმზადებელ ,ჩამოუყალიბებელ პოლიტიკურ კლუბებებს თეორიულადაც კი არ შეეძლოთ. ამიტომაც ბოლო ჯოკერის გააქტიურება გარდაუვალი გახდა . თუ მიუღებელია გარე დაფინანსება, იმპოტენტია პარტიული კონკურენციის ველი , არ არსებობს პროფკავშირული მოძრაობა , აზრი აქვს დაკარგული თემატურ მუშაობას . არსებობს ბოლო შანსი - იდუმალი ,ავტორიტეტული მილიარდელი, რომელიც როგორც ჩანს, დიდი ხანი ადევნებდა თვალს მოვლენებს და ბოლოს რისკზე წასვლა გადაწყვიტა.
ქართული ოცნებაეს სლოგანი American dreamის გადაკეთებული ქართული ვარიანტია. დემოკრატიული ქვეყნების წინასაარჩევნო ბატალიების მარტივ ,ორსიტყვიან ფრაზაში ჩაიდო პატრიოტული სულისკვეთება. არ ვიცი ეს ფრაზა ვინ მოიგონა, მაგრამ აშკარად უგუნური ადამიანის გონებაში არ დაიბადებოდა.საკმაოდ ეფექტური მესიჯია, თუ დავაკვირდებით რეჟიმის გარიყულ, ოლიგარქიულ ბუნებას.მეც ავყვები მოდას და ამ სახელით მოვიხსენიებ ზოგადად ჯეოკონსერვატიზმს.
ფაქტია, ჩვენს საზოგადოებაში ეროვნული იდენტურობის თემატიკა ერთერთ პირველ ადგილზე იყო და სავარაუდოდ მომავალშიც იქნება.
უცნაურია არა? 90ნი წლების შიმშილი, კატაკლიზმები და მაინც, ტრადიციულ ღირებულების დაცვაზე ორიენტირებულ პოლიტიკური ძალებისათვის საკმაოდ მყარი ბაზა არსებობს. არადა აქსიომაა -პატრიოტიზმის, როგორც ნაძირლების უკანასკნელი თავშესაფრის დილემა.
„ ქართული ოცნების“ ფილოსოფია ემყარება თერგდალეულების განვითარებულ თეორიულ შეხედულებებს, მაგრამ შემდგომ ხანაში თავისებური ევოლუცია განიცადა. თუ საუკუნის დასაწყისში ეს კონცეფცია “ელიტური“გახლდათ და მათი ჯგუფების გავლენა მასებს დიდად ვერ აღწევდა, საუკუნის შემდეგ ვუახლოვდებით მის პიკს.
მისი ჩასახვის პერიოდი ცდება ტრადიციების დაცვისკენ მიმართულ ბანალურ სიტყვიერ მისწრაფებებს და ახალი ქართული ცივილიზაციის აღდგენისაკენ მიმართული დიდი მოძრაობა იყო, მაგრამ ილიას ჯგუფმა მაინც ვერ მიიღო ნაციონალური მაშტაბი.
საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ სახეზეა პარადოქსი- „თერგდალეულთა ნაციონალიზმი“ არაბოლშევიკური სამყაროსაკენ ერთადერთი ფანჯარა გახდა, იმპერიული წნეხისაგან მეხამრიდი, პანთეონი, რომლის არსებობა არ აკრძალა კრემლმა ,ხოლო ამით შექმნა გალიაში მომღერალი ქართველის სახე თავისი „ორერათი“, კინემატოგრაფიით, უნიკალური შედევრებით.
წითელმა იზოლირებამ შვა უცნაური ხელოვნება, მეცნიერება ,რომელიც საბჭოურ ყალიბში იჯდა,მაგრამ ატარებდა ორიგინალურ სახეს. ასეთ პირობებში წარმოიშვა ლეგენდა მითიურ დასავლეთზე, იდუმალ სამყაროზე, სადაც ყველაფერი კარგად იყო და ქართველი „ჯიმშერი“ მოახერხებდა თავისი ხეჭეჭურით განეცვიფრებინა სამყარო. ეს იყო „ქართული ოცნება“, რომანტიული წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე და იმედი , რომელიც თითოეულ ოჯახში მაინც არსებობდა.
ამ სიტუაციაში არც უნდა გაგვიკვდეს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მძლავრი იმპულსი. 87-89 წლების საპროტესტო აქციებს ხავერდოვან რევოლუციათა ქართულ ბექგრაუნდად განვიხილავ, თუმცა სამწუხაროდ ელიტას არ აღმოაჩნდა ძალა გაეაზრებინა დიდი ცვლილებების პერსპექტივა. მოხდა არა „ქართული ოცნების“ რეფორმირება და რეალპოლიტიკის პრინციპების გათვალისწინება, არამედ დეფორმირება-ის დისიდენტების ჯგუფის მიერ უტოპიურ გეგმებში ჩაიხლართა, რადგანაც წითელი ინტილიგენციის დიდ ნაწილს სამოქალაქო პასუხისმგებლობა არ ეყოთ.მათ კი პოლიტიკური გონიერება.
არაფორმალებმა ულტრამემარჯვენე დროშა აღმართეს, თანაც ისე, რომ მას აღარაფერი საერთო თერგდალეულთა დიდ განმანათლებლობასთან აღარ ჰქონდა. პარტიებს შორის მხოლოდ სახელი თუ იყო სხვაობა, არსი კი აბსოლიტურად ყველას ერთნაირი. არათუ მემარცხენე ფლანგი, არამედ ეკონომიკაზე ფოკუსირება ჩაითვალა დიდ მკრეხელობად. ამით კი საკუთარ დამარცხებას შეუქმნეს პირობები, რომელიც წითელი ელიტის ხელისუფლებაში მოსვლით დაგვირგვინდა.
„ეროვნულებმა დაასამარეს ეროვნულობა . ქვეყანა კი ბანდოკრატიის ცეცხლში ლამის ჩაიფერფლა.„ეროვნულმა მოძრაობამ“ გამრუდებულ სარკეებში ამჯობინა ამ სამყაროს დანახვა,ხოლო ამის გამო სტატიკურ მდგომარეობაში გავიჭედეთ .
დეკემბრის პუტჩი ეს იყო სოციალური მოვლენა. რევანშისტების ბრძოლა „ზვიადიზმთან“ , როგორც მესიანისტური იდეებით ხელისუფლებაში მოსულ „ეროვნულების“ მმართველ ჯგუფთან. ბრძოლა ელიტის ოლიმპისათვის , რაც სამწუხაროდ დიდი ფასი დაუჯდა მოსახლეობას, ხოლო პირველი პრეზიდენტი ხუნტის წინააღმდეგ ომს შეეწირა .
პუტჩისტებმა „ქართული ოცნება“ ხელუხლებელი დატოვეს, მაგრამ პროპაგანდა შეუზავეს მამარდაშვილის ცნობილი ფრაზის“ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას“ არასწორ ინტერპრეტაციას. პანთეონში ესაჭიროებოდათ სამშობლოს ღალატის ალიბი.ამიტომაც შეეცადნენ „პროვინცილური ფაშიზმად „ მოენათლათ გამსახურდიას მოღვაწეობა. ეროვნული“ქართული ოცნება შეიცვალა პროდასავლური კონტექსტით. თავგანწირული პატრიოტი პრეზიდენტის კულტი საერთაშორისო ავტორიტეტის ,პრაგმატული ლიდერის განსახიერებით. მაგრამ ეს სიყალბე იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ მხოლოდ უკიდურესი ტყუილით და მანიპულაციებით მოახერხეს წლების განმავლობაში პოლიტიკური სტაგნაციის პირობებში ქართული პოლიტიკის ოლიმპოს მთის შენარჩუნება.
სააკაშვილმა შევარდნაძიზმის „ქართული ოცნება“ უცვლელად დატოვა, შეურწყა რა მას ცალკეული წარამტებების მომენტები. მოდით გადავხედოთ 1995 ,1999 წლის მოქკავშირის „პოზიტიურ“, „გიხაროდენ“ პიარს და დავინახავთ რომ ახალ პრეზიდენტს თითქმის არაფერი არ შეუცვლია. აქ საუბარი არაა პოლიტიკურ მტაცებლურ მეთოდებზე,რითაც ჩვენი პრეზიდენტი გამორჩეულია,არამედ იდეოლოგიაზე. მან მხოლოდ დახვეწა შევარდნაძიზმი.
როგორია ივანიშვილის „ქართული ოცნება?
„გასუდარსტვენიკულ იდეას“ უპირისპირდება ღირსების,დემოკრატიის,თავისუფლების თემა. ვიმეორებ, როგორც ვამჩნევ, ეს არაა ერთი დღის ნააზრევი. საკითხი ივანიშვილის ჯგუფში დამუშავებულია და ემყარება იმ საფუძვლებს, რაზეც ზევით მოგახსენეთ. თავისთავად არაა ოპტიმალური, მესმის, მემარცხენე ფლანგიდან მწვავე კრიტიკაც, მაგრამ ამ ეტაპზე მუშაობს ფორმულა „клин клином вышибать“იმ სისუსტეების გათვალისწინებით, რაც შევარდნაძისტულ-სააკაშვილისეულ „პატრიოტიზმს“ ჰქონდა. ზოგადად კი ჩემთვის „ქართული ოცნება „დემოკრატიული საქართველოა. ამ კუთხოთ ივანიშვილის „ქართული ოცნება“ უფროა ჩემი მოკავშირე , ვიდრე გაცვეთილი შევარდნაძიზმი სააკაშვილის სახით.
http://blog.planeta.ge/?p=13(ჩემი ძველი ჩანაწერი ამ თემაზე)
იმედს ვიტოვებ,მისეულ „ქართულ ოცნებაში“ ნაკლები ადგილი დაეთმობა ტრაფარეტულ მოწოდებებს. ჩვენ მხოლოდ ერთადერთი არჩევანი გვაქვს -დალაგებული ქვეყანა.
ივანიშვილის განცხადებების და ქმედებების მოკლე შეფასება1)მე მომეწონა ის, რაც სხვებმა კრიტიკულად მიიღეს-ბუნებრივი მანერა, გაპრანჭვისაგან თავის არიდება. კი ბატონო, არაა ეს ზეინტელექტუალური წერილები,მაგრამ გზავნილები მკაფიოა. ივანიშვილი პოლემიკაში შემოდის ანუ თვითონ იშორებს კერპის იმიჯს.
2)დადებითია კონსტრუქციულების შეფასება. მათთან , როგორც ოპოზიციასთან ურთიერთობა შეუძლებლად მეჩვენება.
3)ბერამ თავისი მისია შეასრულა . ახლანდელი ქართული რეპი სასტიკად არ მომწონს, თუმცა უტრირებაა ამ სიმღერების დაწუნება. ჩვენ ხომ მას ვაფასებთ, როგორც პოლიტიკურ გზავნილს?
4)მისი გამოჩენა დოზირების მეთოდით მომზადდა . ეს სულაც არაა ცუდი, ინტერესი გაძლიერდა.
5) ივანიშვილი არ აყვა სააკაშვილის ხუშტურებს, არამედ ხელი შეუწყო დიჯეის გამოშვებას სავარაუდოდ გამოსასყიდის გადახდის ფასად, ყველას აგრძნობინა, რომ მხარდამჭერებს არ მიატოვებდა, ხოლო ფულის წართმევა შერჩებათ თუ არა ნაცებს , ეს ჯერ კიდევ საკითხავია, თუ გავითვალისწინებთ რა ფორმითაც მომზადდა მიშისტების კრიმინალური თავდასხმა, როგორც“რემბოზე“ , აგრეთვე საინკასაციო მანქანაზე.
იყო ნეგატივიც:
1) „მაესტროს“ და „კავკასიის“ მიმართ მისი განცხადება უსამართლოა. ამ არხებმა უამრავი დარტყმა გადაიტანეს .არაფრის გამო არ შეიძლებოდა მათ მიმართ ასეთი ტონი.
2) სხვადასხვა ექსპერტებთან გამომწვევი მიდგომა არაა შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატის საქმე . მათ თავიანთი უცნაურობები აქვთ,მაგრამ ესაა დემოკრატიის დამახასიათებელი თვისება.
3)მოქალაქეობის თემაზე მეტი სიფრთხილე მართებდა. უნდა გაეთვალისწინებინა რეჟიმის არაადეკვატური მიდგომები და მოსალოდნელი შედეგები.
4)ლეიბორისტებთან და კიწმარიშვილთან პიროვნული წინაააღმდეგობის კვალი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. ორივე ფლობს თავის რიგით პარტიულ თანამოაზრეებს, რომელიც პატივისცემას იმსახურებს .
5)ზედმეტად ხომ არ მიიჩნევს ივანიშვილი კონფორმისტებს წესიერ ხალხად? მათ პატიოსნებაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ელის პოლიტიკური ომი, სუსტების ადგილი ასეთ დროს წინა რიგებში ნაკლებადაა. ვის ვგულისხმობ, არ დავზუსტდები. ყველამ თავისი გაფუჭებულობის ხარისხით შეაფასოს.
რჩევაც:
ალბათ საჭიროა სააკაშვილს მიუდგეს ყველა ,როგორც პოტენციურ მტაცებელს. ეს პიროვნება ყველაფერზეა წამსვლელი, როცა გამარჯვება უნდა.
იხ ჩემი ჩანაწერი
http://blog.planeta.ge/?p=9არ მოასვენებს და ყოველდღიურად ყველა შესაძლო ბერკეტს აუცილებლად გამოიყენებს. ამ დროს საჭიროა აქტიური,მშვიდი შეტევა და არაისტერიული აგრესია,რომელიც ბოლოს როგორც წესი, ბრმა თავდაცვით მთავრდება
ნწუ, არაა ივანიშვილი ჩემი კერპი. სიფრთხილით ვუდგები მის ნაბიჯებს,მაგრამ ნებისმიერი მცდელობა ეს ელიტა დარჩეს ხელისუფლებაში, ჩემთვის არის ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა. ზუსტად ამიტომ აუცილებელია რეჟიმის მშვიდობიან დემონტაჟზე ფიქრი,რაც არაა ერთი პარტიის ამოცანა, არამედ ერთადერთი გზაა სამართლებრივი სახელმწიფოსაკენ. .ივანიშვილი კი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფაქტორია.
This post has been edited by lasha_alo on 20 Oct 2011, 20:21