ჟურნალისტთა კითხვებს, ამ ინტერვიუში პასუხი Albert Biermann–მა, BMW–ს Product Development–ის დირექტორმა გასცა, რაც იმას ნიშნავს რომ ყველა ქვემოთ ნათქვამი სიმართლეა და ოფიციალურია. რა მიიღეს პასუხად ? რა არის სიახლე ? უამრავი რამ. მოკლედ რომ გითხრათ, M–ის უნივერსალები წარსულს ჩაბარდა, M5 არ იქნება ყველა წამყვანი, M6–ს ზაფხულამდე დააგვიანდება, BMW–ს ორმაგად ტურბირებული ძრავის მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან გადაბმა კი უბრალოდ თავის ტკივილია.
დავიწყოთ პირველი კითხვით

1. სად არის Z4 M ?
ეს ის შეკითხვაა, რომელიც უამრავ ჩვენგანს 2009 წლიდან მოყოლებული, E89–ის გამოსვლის შემდეგ დაბადებია, როგორც Biermann–მა განაცხადა, ის დიდი სიამოვნებით შექმნიდა და გაყიდიდა ძალიან ლამაზ, სპორტულ და სასურველ როდსტერს, Z4 M–ს თუმცა, როგორც ირკვევა კომპანია თავს გაყიდვების გამო იკავებს. შესაძლოა ასეთი ტიპის ავტომობილმა არ გაამართლოს და ბიზნესის თვალსაზრისით ეს წამგებიანი აღმოჩნდეს.

2. როგორია წონა M დივიზიონის ავტომობილებში ?
ალბათ ეს კითხვაც ბევრს გაგვჩენია თუ რამდენია სხვაობა ჩვეულებრივ და M ვერსიას შორის ? ამ კითხვაზე პასუხით Biermann–მა ყველა გააოგნა. მან განაცხადა, რომ მოტოსპორტი არ ცდილობს ავტომობილის ჩვეულებრივ ვერსიასთან შედარებით შემსუბუქებას, პირიქით ცდილობს ის დაამძმოს. "ჩვენ M ავტომობილებს ძალიან ბევრ დეტალს ვუმატებთ, რადგან ისინი უფრო სპორტულნი და მანევრირებადი იყვნენ, ეს კი ავტომობილის შემსუბუქების შანსს არ იძლევა, თუმცა მისი გაძლიერების, აჩქარების წინაპირობაა. მაგალითად ჩვეულებრივი E60 5 სერია 150 კილოგრამით ნაკლებს იწონიდა ვიდრე E60 M5 . დღევანდელი თაობაში ეს განსხვავება 30 კილომდე დაეცა, ანუ F10 M5 მხოლოდ 30 კილოგრამით მძიმეა ვიდრე F10 550i." მოკლედ რომ ვთქვათ სხვაობა მცირდება და M დივიზიონი წინ მიიწევს.

3. ვიხილავთ თუ არა სრულიად ელექტრო M–ს ?
ბავარიული კონცერნი ელექტრო სივრცეს Mini E, ActiveE, i3 და i8–ს სახით შეუერთდა. დირექტორმა ასე განაცხადა, "M დივიზიონის მიზანია ავტომობილებს ექსტრემალურობა, სპორტულობა და მსგავსი ხასიათი შემატოს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მომავალში ჩვენ მხოლოდ შიგაწვის ძრავებს გავაძლიერებთ და მათი დახმარებით შევქმნის სპორტავტომობილებს. ჩვენ ელექტრო სპორტქარების, სპორტსედანებისა და მსგავსი კლასის ავტომობილებით კიდევ უფრო ვეცდებით M–ის გაფართოვებას"

4. რა არის ცნობილი M5–ის AWD სისტემით აღჭურვილი ვერსიის შესახებ ?
მოკლედ: არა. როგორც Bierman–მა განაცხადა, ასეთი ვერსია მართლაც იტესტებოდა, თუმცა არა იმიტომ რომ პორდუქციაში ჩაშვებულიყო. ყველანაირი ტესტის და მცდელობის შემდეგ, როგორც აღმოჩნდა კომპანიამ ასეთი სპორტსედანისგან უარი თქვა და წარმოებაში მხოლოდ უკანა წამყვანიანი ვერსია ჩაუშვა.

5. ვიხილავთ თუ არა M5–ის უნივერსალს ?
ამ კითხვას Biermann–მა კითხვითვე უპასუხა, იცით თუ არა რამდენი M5 Touring–ი გაიყიდა ? 1,056. ეს არის მსოფლიოში გაყიდულ E60 M5 Touring–ის რაოდენობა. გამომდინარე აქედან კომპანია ისევ და ისევ ბიზნეს თვალსაზრისით ფიქრობს, რომ ეს წამგებიანია და გამომდინარე აქედან F10 M5 უნივერსალი აღარ გამოვა.

6. მექანიკური M5 ?
როგორც ირკვევა მექანიკური M5 იარსებებს, რომელსაც 6 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ექნება. კითხვაზე ბიერმანმა გაბრაზებული ტონით თქვა, "მხოლოდ ამერიკელებს სურთ ეს და ვერ ვხვდები რატომ, DCT 7 საფეხურიანი ავტომატი ბევრად უფრო სწრაფი, კომფორტული და სპორტულია... მაგრამ მარკეტინგს და ბიზნესს ასე სჭირდება, ასე რომ მომავალი წლიდან როცა F10 M5–ის გაყიდვები ამერიკაში დაიწყება, ის მექანიკურ ვერსიადაც გამოვა.
http://news.drive.ge/index.php?m=45&newsid=3243 This post has been edited by Team on 19 Oct 2011, 23:43
Vorsprung Durch Technik...