ეს თემა არაპოლიტიკურია თუ პოლიტიკური - ფაქტია, რომ სამედიცინო სფეროს განეკუთვნება!
მსურს ჩემს შესახებ მოგითხროთ და ექიმებს აზრი მოვისმინო ყოველივე ჩემს მიერ მოთხრობილთან დაკავშირებით:ქვეყანაში შექმნილი სრულიად უიმედო პოლიტიკური სტაგნაციის, მიზანმიმართულად განხორციელებული პოლიტიკურ-სოციალური ტერორისა და გამეფებული ტოტალური უსამართლობის შედეგად, ჩამომიყალიბდა "ხვალინდელი დღის შიშის" სინდრომი!
გახლდით უკიდურესად დათრგუნული;
არ მიხაროდა "მეორე დღის გათენება";
უპირველესად, აპათიაში მაგდებდა ჩემი გაყიდული, სხეულდაგლეჯილი სამშობლოს ავბედითი ყოფა!
მტანჯავდა და გულს მიკლავდა - ქართველი ხალხის გადაშენების მიზნით, "გარეგინების" მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლების "ღვაწლი"!
სულს მიმწარებდა ჩემი სამშობლოს დასაქცევად მოვლინებულთა აღვირახსნილობა!
მე, პატიოსან ოჯახში გაზრდილს და ნამუსის მქონე კანონმორჩილ
ადამიანს - მუდმივად თან მსდევდა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება უცერემონიოდ შემილახონ ღირსება, ცილი დამწამონ, ფიზიკურად გამისწორდნენ ან უსამართლოდ დამიჭირონ!
ხელისუფლების მიერ ნაყიდი ვაიმამულიშვილები და ხელისუფლების ჯიბის მასხარები - უნიჭო ფსევდოოპოზიციური პარტიები, აღარც მალავდნენ, რომ ფულის სანაცვლოდ და ხელისუფლების საამებლად იმანჭებოდნენ!
ფურთხის ასკოლკა გადაწიტებული კაციტაძე-ახლები, ყლინჯიან ხვლიკად გარდასახული იუდას მოწაფე და მათნაირი პადოშ-ბაჩუკ-ჩანჩურები იმდენად მაღიზიანებდნენ, რომ ბრაზისგან ოფლი მასხამდა!
ხელისუფლების მიერ დაჩმორებული ოპოზიციური სპექტრის უსუსურად წაკუზული ფორმა - ღრმა პოლიტიკურ ნიჰილიზმს მინერგავდა!
შიში იმისა, რომ კომუნალურ გადასახადებს ვერ გადავიხდი, ოჯახში საკვები არ მეყოფა, ექიმთან ვეღარ მივიყვან ოჯახის წევრს და წამალს ვერ ვიყიდი - პანიკაში მაგდებდა!
ხშირად ყოფილა, გზის ფული არ მქონია და ფეხით წავსულვარ შორ მანძილზე!
მუდამ მქონდა სირცხვილის განცდა რომ მე, განათლებულ ადამიანს, პროფესიონალს, არ მაქვს შესაძლებლობა - საკუთარი შრომით და ნიჭით, ვიცხოვრო ღირსეულად და ბედნიერად!
არანაირი სამომავლო იმედი არ იჭვრიტებოდა სინათლისა!
სრული სიბნელე და უიმედიბა!
ვიცი, რომ უიმედობა ცოდვაა ღვთის წინაშე, მაგრამ სამწუხაროდ, ცხოვრებისეული რეალობა ხშირად აგდებს ადამიანს ასეთ ცოდვაში!
ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად განმივითარდა დეპრესია, გახლდით ძალზე დათრგუნული, მომეძალა სევდიანი განცდები, სიცოცხლით სავსე ადამიანი ჩამოვხმი და ჩამოვილიე.
თუკლი რაიმე გამიხარდებოდა ყოფით ცხოვრებაში, ეს სიხარული წამიერი და ხანმოკლე იყო, რადგან უიმედობით განზავებული სიბნელის შხამი - სულს მუდმივად მიწამლავდა!
ხან "ადაპტოლს" ვსვამდი (დღის ტრანკვილიზატორია) - ხანაც ექიმის მიერ დანიშნულ სხვა ნევროზის საწინააღმდეგო მკურნალობას გავდიოდი, თუმცა - უშედეგოდ!
და აი უცებ, სრულია დოულოდნელად მოხდა სასწაული!,
ერთ დღეში, უფროსწორედ სულ რამოდენიმე წამში განვიკურნე!
დიახ დიახ, არ ცდება თქვენი თვალები, სწორად კითხულობთ - სულრამოდენიმე წამში განვიკურნე!
როდესაც საინფორმაციო საშუალებებმა გადმოსცეს, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს პოლიტიიკაში მოსვლას და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას - ჯერ მოულოდნელობისგან გავოგნდი, მერე გავაცნობიერე რომ ეს ხრეალობაა, ხუმრობა არ არის და სიხარულისგან სუნთქვა შემეკრა!
ჩემმა გონებამ უსწრაფესად გააანალიზა რაც ხდებოდა, დააფიქსირა მოცემულობა, მიიღო რეალობა და - განვიკურნე!
დამიბრუნდა იმედი!
დამიბრუნდა სიხარული!
გამიქარწყლდა "შიშები" და "ფობიები"!
აღარ მეშინია ხვალინდელი დღის - პირიქით, მომავლის იმედით ვარ აღსავსე!
აღარ მეშინია შიმშილის და უწამლობის, რადგან "არა მხოლოდ პურით ცოცხლობს ადამიანი, არამედ - ნებით უფლისა"!
აღარ მეშინია შეურაცხყოფის, ცილისწამების და დაჭერის!
( მე კი არა თავის დროზე სტალინიც იყო დაჭერილი,!

)
ჩამესახა მყარი იმედი, რომ ჩემი სამშობლო გადარჩება, ჩემი ერი აღორძინდება და გაიხარებს, ადამიანების თვალებში სიცოცხლეს და მათ სახეებზე ღიმილს დავინახავ!
მეამაყება, რომ ბიძინა ივანიშვილის სახით, საქართველოს ქომაგად გამოუჩნდა ღირსეული მამულიშვილი და ყველანი ერთად ავაშენებთ ქართველთა საკადრის სახელმწიფოს!
მიხარია!
ყოველდღე უფრო და უფრო და თანდათან ვგრძნობ ნათელი მომავლის სიტკბოებას!
გაქრა სევდა, გაქრა დარდი, გაქრა დეპრესია!
საკმაოდ ბრძოლისუნარიანი, შრომისუნარიანი და შინაგანად მოტივირებული გავხდი!
რაც მტავარია - სიცოცხლე მიხარია!
მადლობა ბიძინა ამისათვის!
მადლობა რომ ასეთი რამ განმაცდევინე!
მადლობა შენს კეთილ გულს და მადლობა რომ არსებობ!
ყველაფრისათვის მადლობა!
=====================================================
ნაცმოდერაციამ რომ შარი არ მომდოს, ექიმებთან დავაკონკრეტებ ჩემს მოკრძალებულ შეკითხვას:
გთხოვთ სამედიცინო თვალსაზრისით განმიმარტოთ განკურნების ზემოხსენებული ფენომენი...
პასუხისათვის წინასწარ გიხდით მადლობას.
(P.S. მიპასუხომ მხოლოდ ჰიპოკრეატეს ფიცის არგამტეხმა ექიმებმა) This post has been edited by Taraskoneli on 19 Oct 2011, 22:49
" თავისუფლების ქურდები ბოლო ჟამს მუდამ დასჯილან! როდის დგება ეს ბოლო ჟამი? სწორედ მაშინ, როცა ხალხი თვალებს ახელს!.." –– ვაჟა ფშაველა