სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბაკურ კვეზერელმა თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობაში საკადრო ცვლილებაზე დღეს ბრიფინგი გამართა. გილაურის ცნობით, სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას სამეგრელოსა და ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებული ზაზა გოროზიამ დაიკავა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრ ბაკურ კვეზერს გაწეული სამუშაოსთვის. როგორც ნიკა გილაურმა აღნიშნა, ბაკურ კვეზერელის მინისტრობის პერიოდში სოფლის მეურნეობის სფეროში წარმატებები იყო, თუმცა დადგა დრო, როცა საჭიროა ახალი.
როგორც გილაურმა აღნიშნა, ბაკურ კვეზერელი სოფლის მეურნეობის სამინისტროში 6 წლის განმავლობაში მუშაობდა, აქედან 3 წელზე მეტი მინისიტრის პოსტზე გაატარა.
პრემიერ-მინისტრმა არ დააკონკრეტა, თუ სად გააგრძელებს კვეზერელი მუშაობას ან ვინ დაინიშნება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად.
სავარაუდოდ, გოროზიას გუბერნატორის პოსტზე სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მისაბიშვილი შეცვლის.
ნაკადული:http://www.presage.tv/?m=news&NID=18273
სულ ბიძინას ბრალია

რო გამოქრჩათ
* * *
მამალი ძროხები დააბრუნეთ თქვე ფარჩაკებო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!