
ამ სტატიაში მსურს რომ ვისაუბრო Volkswagen Group-ის ყველა იმ ავტომობილზე რომელიც არის 4 კარიანი და არის წარმომადგენლობითი მთლიანად Volkswagen Group (Volkswagen, Audi, Porsche, Lamborghini, Bentley, Bugatti, Seat, Skoda)-ისთვის: Audi A8, Volkswagen Phaeton, Bentley Continental Flying Spur და Bentley Mulsanne. Volkswagen Phaeton და Bentley Continental Flying Spur, Volkswagen Group D პლადფორმაზეა შექმნილი, ახალ Audi A8-ს რაც შეეხება ის შექმნილია Volkswagen Group MLB platform-ზე რომელიც არის Audi-ის მთავარი პლადფორმაა,

მაგრამ Audi A8-ს მაინც ბევრი აქვს საერთო Volkswagen Phaeton-თან მას გაგიკვირდებათ და Bentley Mulsanne-თანაც კი აქვს საერთო. 4 ზემოთ ხსენებული ავტომობილიდან ცენტრალური ფიგურა მაინც რათქმა უნდა რომ Audi A8-ა. მე პირადად ამ ოთხი ავტომობილიდან 5 კატეგორიას გამოვყოფდი 1) ყველაზე ეკონომიურები 2) ყველაზე მძლავრები 3) სტანდარტული ვერსიები 4) Volkswagen Group W12 ძრავი 5) Bentley Mulsanne.

დავიწყოთ სტანდარტული ვერსიებით, ესენი არიან: Audi A8 3.0-იანი დიზელის V6 TDI ძრავით რომელიც გამოიმუშავებს 250 ცხენის ძალას და 550 ნიუტონ მეტრს, მზგავსი სახის ძრავი Volkswagen Phaeton-ზეც ვრცელდება, Audi A8 3.0 იანი V6 TFSI ძრავით რომელიც გამოიმუშავებს 290 ცხენის ძალას და 420 ნიუტონ მეტრს, Audi A8 4.2 ლიტრი მოცულობის დიზელის V8 TDI ძრავით რომელიც გამოიმუშავებს 350 ცხენის ძალას და 800 ნიუტონ მეტრს,

Volkswagen Phaeton-ის 3.6 იანი V6 FSI ძრავი რომელიც გამოიმუშავებს 280 ცხენის ძალას და 370 ნიუტონ მეტრს აი რაც შეეხება სტანდარტულ 4.2 ლიტრიან ბენზინის V8 FSI ძრავს ეს ძრავი ვრცელდება როგორც Audi A8-ზე ასევე Volkswagen Phaeton-ზეც, A8 გამოიმუშავებს 372 ცხენის ძალას და 445 ნიუტონ მეტრს ხოლო Phaeton გამოიმუშავებს 335 ცხენის ძალას და 430 ნიუტონ მეტრს. ახლა გადავიდეთ Volkswagen Group W12 ძრავზე:

6.0 ლიტრიანი W12 ძრავი ვრცელდება როგორც Volkswagen Phaeton-ზე ასევე Bentley Continental Flying Spur-ზე, Phaeton გამოიმუშავებს 444 ცხენის ძალას ხოლო Continental Flying Spur გამოიმუშავებს 560 ცხენის ძალას და 650 ნიუტონ მეტრს ,,სვხა საქმეა’’ Audi A8 მას უყენია 6.3 ლიტრი მოცულობის W12 ძრავი რომელიც გამოიმუშავებს 500 ცხენის ძალას და 625 ნიუტონ მეტრს. ,,ყველაზე ეკონომიურები’’ ასეთი მხოლოდ ორია:

Audi A8 Hybrid და Volkswagen Phaeton V6 TDI, Audi A8 Hybrid 2.0 TFSI ლიტრი მოცულობის 6 ცილინდრიანი ძრავით რომელიც გამოიმუშავებს 211 ცხენის ძალას და 350 ნიუტონ მეტრს, ამას ემატება 36.7 კილოგრამიანი ლითიუმ-იონის ბატარეა რომელიც გამოიმუშავებს 54 ცხენის ძალას და 210 ნიუტონ მეტრს, ერთდროულად ორივე ძრავი კი გამოიმუშავებს 245 ცხენის ძალას და 480 ნიუტონ მეტრს, ავტომობილი 100 კილომეტრზე მოიხმარს 6.4 ლიტრ ბენზინზე ნაკლებს,

გამოყოფს 148 გრამ CO2-ს თითოეულ კილომეტრზე, ელექტრო ძრავს ძალუწს ავტომობილის 100კმ/სთმდე აჩქარება, ამის შემდეგ უკვე ძალაში მოდის საწვავის ძრავი, ამის გარდა CO2-ს მხოლოდ 60კმ/სთს შემდეგ გამოყოფს. რაც შეეხება Volkswagen Phaeton V6 TDI როგორც ზემოთ ავღნიშნე ეს ძრავი ვრცელდება Audi A8-ზეც მაგრამ Volkswagen Phaeton გაცილებით უფრო ეკონომიურია ნუ უფრო სუსტიც არის რათქმა უნდა, 3.0 ლიტრი მოცულობის 6 ცილნდრიანი ძრავი გამოიმუშავებს 240 ცხენის ძალას და 500 ნიუტონ მეტრს ავტომობილი 100 საშვალოდ მოიხმარს 6.7 ლიტრ დიზელს.

გადავიდეთ ალბათ ყველაზე საინტერესოზე ყველაზე მძლავრებზე ასეთი მხოლოდ ორია: Bentley Continental Flying Spur Speed და Audi S8, Bentley Continental Flying Spur Speed 610 ცხენის ძალით და 750 ნიუტონ მეტრით, Audi S8 4.0 TFSI V8 ძრავით რომელიც გამოიმუშავებს 520 ცხენის ძალას და 650 ნიუტონ მეტრს. როგორც ზემოთ ავღნიშნე ცალკე თემაა Bentley Mulsanne მას უყენია 6.7 ლიტრი მოცულობის ისტორიულად ცნობილი

8 ცილინდრიანი ძრავი რომელიც გამოიმუშავებს 512 ცხენის ძალას და 1020 ნიუტონ მეტრს. ალბათ გაინტერესებთ ფასები: Bentley Continental Flying Spur Speed-ის ფასი შეადგენს 209,600 დოლარს, Audi S8 125,133 დოლარს, 285,000 დოლარს, Volkswagen Phaeton V6 TDI ფასი შეადგენს 71424 დოლარს. განახლებული Volkswagen Phaeton იწარმოება 2010 წლიდან, Audi A8 D4 2009 წლიდან წარმოებაშია,

2010 წელს გამოჩნდა Audi A8 W12, 2012 წლიდან გაიყიდება Audi S8 და Audi A8 Hybrid. Bentley Continental Flying Spur 2005 წლიდან იწარმოება, მხოლოდ 2008 წელს ჩაუტარდა მცირედი ფეისლიფტი ამავე წელს გამოჩნდა უმძლავრესი Bentley Continental Flying Spur Speed. Bentley Mulsanne 2009 წლიდან წარმოებაში ხოლო 2010 წლიდან გაყიდვაშია. ბოლოს მოვიტოვე ცოტა განსხვავებული სახის ინფორმაციები:
Volkswagen Phaeton 2006 წლის შემდეგ ამერიკული ბაზრიდან მოხსნეს, მისი მომავლის შესახებ სხვადასხვა სახის წყაროები განსხვავებულ ინფორმაციებს ავრცელებენ, ზოგი ამბობს რომ Volkswagen Phaeton-ს დააბრუნებს ამერიკულ ბაზარზე ზოგი ამბობს რომ Volkswagen Phaeton შესაძლოა სხვა კლასის მაგრამ მაინც მდიდრულმა ავტომობილმა უნდა ჩაანაცვლოსო, ზოგი ყველაზე ცუდ ინფორმაციასაც ავრცელებს თითქოს Volkswagen აპირებს Phaeton-ის წარმოების შეწყვეტას.

Bentley Continental Flying Spur ამ ავტომობილის თვეები უკვე დათვლილია მისი წარმოება 2012 წელს შეწყდება არსებობს მოვლენათა განვითარების 3 ვერსია, პირველი უბრალოდ გამოვა ახალი თაობა, მეორე ლუქს კლასის მდიდრულ ავტომობილს ჩაანაცვლებს 4 კარიანი კუპე და მესამე რაც ძალიან ხშირად ვრცელდება ინტერნეტში რომ Flying Spur-ს თურმე ჩაანაცლებს ყველგანმავალი.




წყარო:
http://news.drive.ge/index.php?m=44&newsid=3245