მოკლედ მეც არ ჩამოვრჩი ზოგად ისტერიას

და მოკრძალებულად გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას.
საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა ზოგისთვის სრული მოულოდნელობა იყო, ზოგისთვის სასიამოვნო სიურპრიზი ზოგისთვის, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა, ზოგისთვის კი (მათ შორის ჩემთვისაც) ადრე თუ გვიან აუცილებლად მოსახდენი გარდაუვალობა. ვინაიდან შეუძლებელია ასეთი მსხვილი კოზირი გამოუყენებლად დაეტოვებინათ.
დიახ ველოდი მის გააქტიურებას მხოლოდ არ ვიცოდი ზუსტი დრო. დრო კი ძალიან ლამაზად დაემთხვა ვ.ვ.-ს გააქტიურებას და საპრეზიდენტო რბოლაში ჩართვას კავკასიონს გადაღმა.
ბიძინა და რუსეთიმიმაჩნია რომ ბიძინა ივანიშვილი (შესაძლოა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდაც კი) რუსეთის პოლიტიკის მორიგი იარაღია საქართველოს წინააღმდეგ. ამას მაფიქრებინებს უპირველეს ყოვლისა მისი ფულის წარმომავლობა და ამ ფულის უმეტესობის დღევანდელი „მდებარეობა“. ჯერ ეგ ერთი 90-იან წლებში რუსეთში ნაშოვნი მილიარდები მთლად სუფთა რომ ვერ იქნება იმედია ამაში დამეთანხმებით, მერე მეორე ეს ფული (მისი უდიდესი უმრავლესობა) დღესაც რუსეთშია დაბანდებული და იქ მუშაობს (საბანკო და სააფთიაქო ქსელების სახით მაგალითად).
ვფიქრობ, რომ რუსეთში გამოზრდილ-გამილიარდებული ადამიანი შეუძლებელია არ იყოს კავშირში რუსულ სპეცსამსახურებდთან ყველაზე მაღალ დონეზე, ხოლი ზუსტად მოცემულ სპეცსამსახურებს სულ მარტივად შეუძლიათ მისი მილიარდები „აუორთქლონ“ და თუ საჭირო შეიქმნება ლიტვინენკოსავით პოლონიუმი აჭამონ. ეს ბიძინამ ძალიან კარგად იცის. რატომღაც მგონია, მისი ნება რომ იყოს საერთოდ არ ჩაერეოდა პოლიტიკაში და სულაც წავიდოდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ კისერთან დემოკლეს მახვილის სიგრილეს გრძნობს და...
ჩემი ამ მოსაზრების საპირისპიროდ ზოგიერთი წამომაძახებს რუსული კაპიტალის საქართველოში შემოსვლის რამდენიმე მაგალითს, აგერ ბილაინი, თბილგაზი, ენგურჰესი. რის საპასუხოდაც ვიტყვი: სად საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული კაპიტალი რომლის გაკონტროლებაც (და თუ საჭიროა უკან რუსეთში მიბრძანებაც) საქართველოს უპრობლემოდ შეუძლია და სად ის ისტუაცია, როცა რომელიმე კერძო პირს მთელი კაპიტალი რუსეთში აქვს, მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული და აქტიურად ერთვება სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით?
ბიძინა და ნაცხელისუფლებაკიდევ ერთი არგუმენტი, რომელსაც ჩემი ოპონენტები მოიყვანენ, ესაა ბიძინას მიერ თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ფინანსური დახმარებების გაწევის ფაქტი. ნუ ეს ჩემის აზრით მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ იყო დრო როცა ეს ორი “სასტავი” ერთმანეთს იყენებდა. ბიძინა აშენებდა და თავმდაბალი, უანგარო კაცის სახელს იხვეჭდა, „ინტელიგენციას“ ყიდულობდა... ესენიც თავის მხრივ აშენებულ ობიექტებს ხსნიდნენ, ქულებს იწერდნენ, სხვადასხვა პროექტებისთვის ბიძინას „წველიდნენ“, ნუ სულ ესაა.
მაგრამ დრო გადიოდა, რუსეთის რამდენიმე პროექტი ჩავარდა, ზოგიერთი მათგანი რომ იმთავითვე ცასავარდნად იყო განწირული, ეს კრემლშიც კარგად იცოდნენ (მაგ. ბურჯანაძის პროექტი), მაგრამ მაინც აამუშავეს, ვინაიდან მსგავსმა პროექტებმა მთლიანად მოასუფთავეს პოლიტიკური არენა საქართველოში და შექმნეს ვაკუუმი რომელსაც უპრობლემოდ შესავსებს ყველაზე მძიმე არტილერია - ივანიშვილი.
დადგა დრო და მივიდა სიგნალი ჭორვილას რეზიდენციაში! სავარაუდოდ ძალიანაც არ უნდოდა ივანიშვილს ამ ორომტრიალში ჩაბმა, მგრამ ახლა უკვე რუბიკონი გადალახულია.
ბიძინა და ბადრი პატარკაციშვილიმათ შორის მსგავსება შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ამიტომ აღარ ჩამოვთვლი. საინტერესოა განსხვავებები. აქ კი ივანიშვილს რიგი უპირატესობები გააჩნია:
1. მისი წარსული გაცილებით უფრო ნაკლებკრიმინალურია ვიდრე პატარკაციშვილისა (ანუ თუ რამე ფაქტებს კიდევაც ჰქონდა ადგილი, ქართული საზოგადოებისთვის ეს ფაქტები უცნობია).
2. ივანიშვილი ქართველია - პატარკაციშვილი ებრაელი იყო (ეს კი „ტოლერანტი“ ქართველი ერისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია!)
3. ივანიშვილის ქველმოქმედებითი და მეცენატური საქმიანობა გაცილებით უფრო ფართოდ იყო (არის) გაშლილი. პირდაპირ რომ ვთქვათ იგი გაცილებით უფრო ნაკლებად ძუნწია ვიდრე ბადრი იყო, შესაბამისად გაცილებით მეტი ხალხია მისი მადლიერი, მისგან დავალებული, მისით მოხიბლული და უბრალოდ მის მიერ ნაყიდი.
4. მოჩვენებითი თავმდაბლობა, ვითომდა უამბიციობა, კუკუმალობანას თამაში წლების მანძილზე, ასევე ძალიან ბევრს მოხიბლავდა და მოხიბლა კიდეც.
ბიძინას მხარდამჭერებიბიძინა ივანიშვილის მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები ჰყავს და უფრო მეტი ეყოლება სულ ახლო მომავალში, მიუხედავად მათი მრავალფეროვნებისა და სიჭრელისა მათი დაყოფა რამდენიმე კატეგორიად არის შესაძლებელნი.
1. გულწრფელნი - ისინი ვისაც გულწრფელად სჯერა ივანიშვილის უსაზღვრო სიკეთის, მისი კეთილი სურვილების, მისი პროევროპელობის და იმის, რომ ივანიშვილს „ყელში ამოუვიდა“ და იმიტომ დაიწყო ბრძოლა.
2. რუსეთუმენი - ვისაც რეალურად აქვს ნოსტალგია და სურვილი კვლავაც ჩაეხუტოს უკიდეგანო რუსულ წიაღს და ივანიშვილში ხედავს ამ შესაძლებლობის განხორციელების შანსს (ეს კატეგორია ყველაზე მცირერიცხოვანია).
3. გამორჩენის მომლოდინენი - ისინი ვინც რეჟიმის შეცვლის შემდეგ ელიან ახალ თანამდებობებს, თბილ ადგილს, „ჩალიჩის“ კვლავ შესაძლებლობას. აქ ჩავამატებდი დაჩაგრული „შავ სამყაროს“ წარმომადგენლებსაც.
4. ბალანსისტები - ისინი ვისაც იმედი აქვთ, რომ ივანიშვილის მოსვლა პოლიტიკაში ნორმალურ კალაპოტში ჩააყენებს პოლიტიკურ ბრძოლას, დააბალანსებს თავგასულ ნაცებს და რეალურ ალტერნატივას შექმნის.
5. პოლისჯოხისტები - (ყველაზე მრავალრიცხოვანი კატეგორია), ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ნებისმიერ ფასადაა მოსაშორებელი. ანუ „ოღონდ მიშა და ნაცები არა და თუნდაც სატანა!, თუნდაც პოლისჯოხი!“...
მცირე დასკვნაივანიშვილის მოსვლა ქართული პოლიტიკაში უეჭველად დადებითი მოვლენა იქნებოდა რომ არა... რუსული ფაქტორი (რომლისაც უკვე სამწუხაროდ ბევრს არ სჯერა, სააკაშვილის „ბუად“ მიიჩნევენ, რისთვისაც გარწმუნებთ ლუბიანკაზე ბევრი იმუშავეს).
ახლა რა იქნება? იქნება დაუნდობელი ბრძოლა პოლიტიკური და არაპოლიტიკური (მათ შორის საკმაოდ ბინძური) მეთოდებით ორივე მხრიდან. თუ ჩემი ვარაუდი სწორია ბიძინას გამარჯვების შემთხვევაში მოხდება კატასტროფა რაც ჩვენს სახელმწიფოს რამდენიმე ათწლეულით უკან დასწევს და რუსულ ორბიტაზე დააბრუნებს. თუმცა გულახდილად რომ ვთქვა, მიმაჩნია, რომ ამ ბრძოლაში, როგორც არ უნდა დამთავრდეს იგი, ჩვენ ყველანი დავმარცხდებით, სახელმწიფოც, ხელისუფლებაც, ხალხიც და თვით ბიძინაც....
პ.ს. თუკი მე ვცდები, მხოლოდ გამეხარდება!
კაცი პატივსა შინა იყო და არა გულხმა-ყო, ბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და ემსგავსა მათ. (ფსალმუნი 48.20.)