თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობით, International Spark Program - ის ფარგლებში, 2012 წლის 11-21 აგვისტოს ბაზალეთზე, თავისუფალი უნივერსიტეტის ტრეინინგ ცენტრში უკვე მე-3-ჯერ ჩატარდება
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლიდერობაზე!!!
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა სტუდენტს (მიუხედავად იმისა, თუ რომელ უნივერსიტეტში სწავლობს და რა პროფესიისაა), ვინც სწავლობს პირველ ან მეორე კურსზე და ინგლისურ ენაზე შეუძლია თავისუფლად კომუნიკაცია.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მონაწილეები ბაზალეთის ტბასთან მდებარე ტრეინინგ ცენტრში, 10 დღის განმავლობაში მოისმენენ ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორების ლექციებს. სკოლის დასასრულს კი ყველა მონაწილე წარმოადგენს თავის პროექტს.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია, მხოლოდ 80 წარმატებული კანდიდატი შეძლებს მონაწილეობის მიღებას.
მონაწილეების გამოსავლენად ჩატარდება კონკურსი ორ ეტაპად:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პირველი ეტაპი - საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა 2012 წლის 20 ივლისამდე. გაითვალისწინეთ, რომ უპირატესობა მიენიჭება ადრე გამოგზავნილ აპლიკაციებს
მეორე ეტაპი - თუ წარმატებით გაივლით პირველ ეტაპს, მოგიწვევთ გასაუბრებაზე. გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე და მას დაესწრება ჰარვარდის უნივერსიტეტის წარმომადგენელი
თავისუფალი უნივერსიტეტი საზაფხულო სკოლის ყველა მონაწილეს სთავაზობს დაფინანსებას:
თუ ხართ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ჩვენ გთავაზობთ 80%-იან დაფინანსებას, რაც საზაფხულო სკოლაში თქვენი მონაწილეობის საფასურს ამცირებს 220 ლარამდე*
თუ ხართ ნებისმიერ სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, ჩვენ გთავაზობთ 70%-იან დაფინანსებას, რაც საზაფხულო სკოლაში თქვენი მონაწილეობის საფასურს ამცირებს 320 ლარამდე*
გარდა ამისა საერთაშორისო საზაფხულო სკოლის სპონსორები გთავაზობენ სრულ, 100% - იან დაფინანსებას**
*საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის სრული საფასური შეადგენს 1080 ლარს.
**გაითვალისწინეთ, რომ იმ სტუდენტს, ვინც შეძლებს და ყველაზე მეტ მონაწილეს მოიზიდავს საზაფხულო სკოლაში, დამატებითი დაფინანსების მიღებისას მიენიჭება პრიორიტეტი
თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ მიღებული დაფინანსება ფარავს პროგრამაში მონაწილეობის საფასურს, 10 დღის განმავლობაში ბაზალეთის ტერინინგ ცენტრში ცხოვრების, სამჯერადი კვების, ტრანსპორტირების (თბილისი-ბაზალეთი-თბილისი), საკითხავი და სხვა საჭირო მასალების ხარჯებს
If your actions inspire others to dream more, learn more, do more and become more, you are a leader
საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ოძელაშვილი
საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ორგანიზატორი
t.odzelashvili@freeuni.edu.ge
(+995 577) 79 41 44
ტაილერ კიფი (Tyler Keefe)
International Spark Program - ის კოორდინატორი
applications@internationalspark.org
გვეწვიეთ Facebook - ის გვერდზე
Facebookსარეგისტრაციო ფორმა
Application Form
“I want to go places and see people. I want my mind to grow. I want to live where things happen on a big scale.”
♒