საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ძალიან ღირსეული პრემიერი ჰყავს დღეს საქართველოს.
ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობის შეფასებისას, ყოფილმა პრემიერმა დასძინა, რომ პრემიერობის დროს პრინციპული პოზიცია იყო - არანაირი კორუფცია არ უნდა ყოფილიყო ქვეყანაში. "ღარიბაშვილიც ამ პოზიციაზეა. იყო კითხვებიც მასთან. საზოგადოდ, ნათესაობასთან დაკავშირებული საკითხები მტკივნეულია საქართველოში და ეს მხოლოდ ღარიბაშვილის პრობლემა არ არის.
ჩემს ძმებზე მოგახსენებთ, რომლებიც მე ძალიან მიყვარს. უფროს ძმას ძალიან უყვარს ქეიფი და ყველა ქეიფზე რამდენიმე კაცი მიდის მასთან და რაღაცას სთხოვს. მე აკრძალული მაქვს ჩემამდე ინფორმაციის მოტანა, მაგრამ ის ხალხის ნაკადს მაინც ვერ აუდის. ასეა ჩემი მეორე ძმაც. შესაძლოა, ამის გამო ბევრიც არის განაწყენებული, რომ ჩემს ძმებს სთხოვეს რაღაც და ჩემამდე ინფორმაცია არ მოვიდა.
http://www.ambebi.ge/politika/123507-qufro...dzmebisgan.html
For there is nothing hidden that will not be disclosed, and nothing concealed that will not be known or brought out into the open.