ადრე 2 თემა მქონდა გახსნილი სადაც დატყვევებულ ქართველ მეზღვაურებზე ვსაუბრობდი...
მოდერის რა ბრალია 200კაცმა ნახა და ერთს არ გაუჩნდა დაპოსტვის სურვილი

მაგრამ, ახლა აგერ მამაო ენუქი-იმ გახსნა მსგავსი თემა პოლიტიკური რაკურსით და გაურკვეველი მოტივით მიახურეთ, მიაწერეთ ქემაინც მიზეზი და გავჩერდებით ჩვენც...
მოკლედ....სანამ ამასაც მიახურავდნენ:
სომალში საქართველოს მოქალაქეები 14 თვეა ტყვეობაში არიან ..
ნიგერიაში დატყვევებულები ,კი გემთმფლობელის გონივრული და ქართველი მეზღვაურების პროფესიონალური მოქმედების შედეგად, დღეს თავისუფალი არიან და 2-3 დღეში ჩამოვლიან სახლებში...
და რა შუაშია ბ.ბ.?
მეკობრეები ითხოვენ ფულს ან ტვირთს. ნიგერიელების შემთხვევაში მათ წაიღეს დაახლოებით 8 მლნ -ის ღირებულების ნავთობი და მიატოვეს გემი...
იმ მძიმე 5 დღეს რა გადახდათ მეზღვაურებს და რა ყოფაში იყვნენ ,ეს ცალკე თემაა

ახლა სომალელების საკითხი : იმ გემიდან წასაღები არაფერი იყო,გემის მეპატრონე ძუნწი და ჩვენი მთავრობის დიპლომატია -ზღაპარი...
მოკლედ სახელმწიფოს სხვადასხვა მიზეზების გამოისობით ხელები აქვს შეკრული,რომ მეკობრეებს ფული გადაუხადოს...
და ეს თანხა რომელიც თავიდან 1მლნ იყო , სავარაუდოდ უკვე 5-ზეა ასული...
მივმართავ ბატონ ბიძინას!
მინისტრების და არტისტების ხელფასის დანამატით, ჭორვილაში მეზობლების სახურავებით, დელფინარიუმით უბრალო ხალხის რესპექტს ვერ მოიპოვებთ...
21 საუკუნის ქართველი ტყვეების განთავისუფლებით კი, 5 000 ქართველი მეზღვაურის, მათი ოჯახების და ახლობლების პატივისცემის და სიმპატიის მოპოვების საუკეთესო საშუალება გეძლევათ.
რაც შეეხება "ტერორისტებთან და მოძალადეებთან არ ვითანამშრობლებ"-პრინციპს-ეს ამართლებს როცა რაიმე სხვა შანსი კიდეა დარჩენილი,ამ შემთხვევაში-კი უბრალოდ სიტყვების რახარუხია
This post has been edited by ბესიკის26 on 23 Oct 2011, 12:51