სრული სახელი:Manchester City Football Clubმეტსახელები:The Citizens, The Bluesმოედანი:City of Manchester Stadiumტევადობა:47,726მფლობელი:შეიხ მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაიან მენეჯერი:ხალდუნ ალ მუბარაკმწვრთნელი:რობერტო მანჩინიინგლისის ჩემპიონი:1936/37, 1967/68 (2)ინგლისის ასოციაციის თასი:1904, 1934, 1956, 1969, 2011(5)ლიგის თასი:1970, 1976 (2) ) ინგლისის სუპერ თასი:1937, 1968, 1972 (3)ევროპის თასების მფლობელთა თასის: 1970 (1)მანჩესტერ სიტის ისტორიამანჩესტერ სიტის ისტორია"მანჩესტერ სიტი" წმინდა მარკის ეკლესიის მსახურებმა და მრევლმა დააარსეს 1880 წელს, გორტონის დასახლებაში, აღმოსავლეთ მანჩესტერში. კლუბის დაარსების ძირითადი მიზანი იყო ძალადობის და ალოკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ამისთვის კი ადგილობრივებს იწვევდნენ სპორტულ ღონისძიებებში მიეღოთ მონაწილეობა. გუნდის ჩამოყალიბებაში უშუალო მონაწილეობა მიიღეს ეკლესიის მნათეებმა: უილიამ ბისტოვმა და ტომას გუდბეჰერმა, ასევე რექტორის ქალიშვილიმა ანა კონელმა. ანა კონელი ერთადერთი ქალია რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბებაში.გუნდის პირველი სერიოზული წარმატება დაფიქსირდა 1904 წლის 23 აპრილს, როცა გუნდმა მოიგო "ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი", იმავე წელს გუნდი პირველ დივიზიონში მეორე ადგილზე გავიდა. ამ წარმატების შემდეგ კლუბს ცუდი პერიოდი დაეწყო, 1906 წელს ფინანსური მაქინაციების გამო კლუბის 16 ფეხბურთელს აღარ შეეძლოთ "სიტის" მაისურით თამაში, მათ შორის იყო კაპიტანი ბილი მერედითი.1930 წელს "სიტიმ" დაიწყო ტიტულებზე ნადირი. ამავე წელს, "სიტიმ" მესამე პოზიცია დაისაკუთრა პირველ დივიზიონში და გავიდა "ასოციაციის თასის" ნახევარფინალში, სადაც "არსენალთან" დამარცხდა, ბოლო წუთზე გაშვებული ბურთით. ამის შემდეგ "სიტი" ორჯერ ზედიზედ გავიდა თასის ფინალში, ჯერ 1933 წელს როდესაც დამარცხდა "ევერტონთან", შემდეგ 1934 წელს და ამჯერად მან უკვე აღარავის დაუთმო ჩემპიონობა, ფინალში კი "პორტსმუთს' სძლია. ასევე კლუბი პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი, 1936/37 წლების სეზონზე. თუმცა ეს წარმატებული სერია "სიტიმ" თავად ჩაახშო. 1937/38 წლების სეზონზე გუნდი კვლავ ჩამოქვეითდა მეორე დივიზიონში. ამის შემდეგ ინგლისში ჩემპიონატები დროებით შეჩერდა, მიზეზი ამისა კი იყო მეორე მსოფლიო ომი.1949 წელს კლუბმა იყიდა გერმანელი მეკარე, ბერტ ტრაუმანი. მან ჩაანაცვლა ფრანკ სვიფტი. ამ ტრანსფერმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ქომაგებში, 20 000 კაცი გამოვიდა ქუჩებში და აპროტესტებდნენ ამ ტრასნფერს.1956 წლის ფინალი არის ერთერთი ყველაზე ცნობილი ფინალი ამ თასის არსებობის ისტორიაში, თამაშში სადაც "მან. სიტიმ" "ბირმინგემ სიტი" დაამარცხა 3:1, მოხდა ძალიან საინტერესო რამ, კერძოდ: "სიტის" მეკარემ, ბერტ ტრაუმანმა განაგრძო თამაში მას შემდეგ რაც მან კისერი მოიტეხა.მანჩესტერ სიტის 1963-76 წლებში "ოქროს ხანა" ედგა , მალკომ ელისონის და ჯო მერსერის წყალობით სიტიმ შეძლო და მოიგო ინგლისის უმაღლესი დივიზიონი , ლიგის თასი , ქომუნითი შილდი , ასოციაციის თასი და თასების თასი.მაგრამ უკვე 80-იანი წლებიდან გუნდს რეგრესი დაეწყო , მათ რეკორდი დაამყარეს და 7-ჯერ მოიგეს ინგლისის მეორე დივიზიონი.1994/95 წლების სეზონი იყო საშინელი "სიტისთვის".გუნდში "ევერტონის" ლეგენდარული ფეხბურთელი ალან ბოლი მოვიდა. მან გუნდის ხელახლა აშენება დაიწყო. გუნდში რამოდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი მოიყვანა. მათ შორის საუკეთესო შენაძენი იყო 22 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქინქლაძე , რომელიც სიტის ღირსებას 3 სეზონი იცავდა მაგრამ ამ დროის განმავლობაში ის სიტის ლეგენდად იქცა(!!! ამაყობს ამ კაცით LoseYourself და ასევე ჩვენც ვამაყობთ

!!! ). ბოლოს კი სიტი 2003 წელს ამოვიდა პრემიერ ლიგაში , 2002/03 წლების სეზონი იყო კლუბის უკანასკნელი სეზონი რომელიც მათ "მაინ როუდზე" ჩაატარეს. ამის შემდეგ კლუბი ახალ სტადიონზე "სითი ოფ მანჩესტერ სტადიონზე" გადავიდა სათამაშოდ, რომელიც 2002 წელს აშენდა. 2003/04 წლების სეზონი მანჩესტერული გუნდისთვის რთული აღმოჩნდა, გუნდი დიდი წვალების შემდეგ გავიდა 16 ადგილზე, ბურთების შეფარდება კი მხოლოდ +1 იყო. კიგანმა გუნდი 2005 წლის მარტში დატოვა და მის ნაცვლად სწიუარტ პირსი მოვიდა. მან გუნდი მერვე პოზიციაზე გაიყვანა და მხოლოდ 1 პოზიცია დააკლდა გუნდის "უეფაზე" გასაყვანად. "სიტიმ" კარგად დაიწყო 2005/06 წლების სეზონი მაგრამ საშინლად დაასრულა იგი, უკანასკნელ 10 თამაშში წააგო 9. "სიტი" გავიდა 15-ზე. შემდეგ სეზონში გუნდი გავიდა 14 პოზიციაზე. პირსმა გუნდი დატოვა და მის ნაცვლად შვედეი სპეციალისტი სვენ გორან ერიქსონი მოვიდა, მან "სიტი" ბრძოლისუნარიან გუნდად ჩამოაყალიბა. თუმცა მან გუნდი მხოლოდ მეცხრე პოზიციაზე გაიყვანა. მან გუნდი დატოვა და მის შემცვლელად მოვიდა მარკ ჰიუზი.ჰიუზის მოსვლიდან რამოდენიმე თვეში გუნდი იყიდა ჯგუფმა - "აბუ დაბი იუნაიტდმა".2009 წელს ჰიუზმა გუნდის მთლიანი შეცვლა გადაწყვიტა და განახორციელა რამოდენიმე ხმაურიანი შენაძენი. კლუბში მოვიდნენ: როკი სანტა კრუზი, გარეთ ბარი, კარლოს ტევესი, ემანუელ ადებაიორი, ქრეიგ ბელამი, კოლო ტურე და ჯოლეონ ლესკოტი. ახალწვეულები გუნდს კარგად შეეწყვნენ. წინასასეზონო მატჩში მათ "ბარსელონაც" კი დაამარცხეს. 17 ტურის მატჩის მერე, სადაც "სიტიმ" "სანდერლენდს" 4:3 სძლია გუნდიდან გაგდებულ იქნა მთავარი მწვრთნელი მარკ ჰიუზი და მის ნაცვლად დაინიშნა ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი რობერტო მანჩინი.სიტიმ მანჩინთან ერთად არა ერთი კარგი თამაში ჩაატარა , მაგრამ მან წააგო დერბიში და დამარცხდა ტოტენჰემთან 0 : 1 , ამ თამაშით კი გაირკვა ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე მეოთხე ინგლისური კლუბის ვინაობა . ეს სეზონი მანჩინისთვის და სიტისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა , რადგან გუნდის და მწვრთნელის მიზანი ლიგაზე გასვლა იყო. გუნდმა სეზონი დაასრულა მეხუთე ადგილზე 67 ქულით და ევროპის ლიგაზე გავიდა. მან ბოლო თამაში ითამაშა ვესტ ჰემ იუნაიტედთან სადაც ფრე 1 : 1 ითამაშა.2010/2011 სეზონის დაწყებამდე , მანჩინიმ სიტის მფლობელისგან მიიღო ფინანსური დახმარება რათა განეახლებინა შემადგენლობა. პირველი შენაძენი ჯერომ ბოატენგი გახდა , შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის დასასრულს სიტიმ შეიძინა დავიდ სილვა და იაია ტურე . სიტის შემადგენლობას ასევე შეუერთდნენ მარიო ბალოტელი , ალექსანდრე კოლაროვი და ჯეიმს მილნერი . მაგრამ გუნდი დატოვა სტივენ აირლენდმა/მარტინ პეტროვმა/სილვინიომ/ხავიერ გარიდომ/ვალერი ბოჟინოვმა და ბენჯანი მვარუვარიმ. ასევე განათხოვრებული იქნა სიტის ფანების ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი კრეიგ ბელამი.2011 წლის ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე კი, სიტიმ შეიძინა ბოსნიელი ფორვარდი ედინ ჯეკო.სიტიმ FA თასის 1/2 ფინალში მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა , ფინალში კი სტოკ სიტისთან გამარჯვება და ნანატრი ტიტული მოიპოვა. საბოლოოდ სეზონის ბოლოს კი 3 ადგილზე დაასრულა და ლიგის საგზურიც მოიპოვა.საზაფხულო სატრანსფერო პერიოდის დროს შეიძინა გაელ კლიში,სტეფან სავიჩი და კოსტელ პანტელეიმონი.ინგლისის სუპერ თასის ფინალში სიტი 2:3 დამარცხდა მანჩესტერ იუნაიტედთან.ახალ სეზონში კი სიტი პირველ ადგილს იყოფს მანჩესტერ იუნაიტედთან , 7 გამარჯვებით და 1 ფრით. ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ის ჯგუფში მესამე ადგილზეა 1 ქულით.
By
LoseYourself და ცოტაც მეც"მანჩესტერ სიტის" ამჟამინდელი შემადგენლობა მეკარეები:#12.სტუარტ ტეილორი|1.96 მ|28.11.1980|ინგლისი|
#25.ჯო ჰარტი|1.91 მ|19.04.1987|ინგლისი|
#30.კოსტელ პანტელეიმონი|2.04 მ|1.02.1987|რუმინეთი|
მცველები: #2.მიკა რიჩარდსი|1.80 მ|24.06.1988|ინგლისი|
#5.პაბლო ზაბალეტა|1.79 მ|16.1.1985|არგენტინა|
#6. ჯოლეონ ლესკოტი|1.88 მ|16.08.1982|ინგლისი|
#13.ალექსანდრე კოლაროვი|1.87 მ|10.11.1985|სერბეთი|
#15.სტეფან სავიჩი|1.85მ|08.01.1991|მონტენეგრო|
#22.გაელ კლიში|1.76 მ|25.03.1985|საფრანგეთი|
#28.კოლო ტურე|1.83 მ|19.03.1981|სპილოს ძვლის ნაპირი|
ნახევარმცველები: #4.ვინსენტ კომპანი|1.93 მ|10.04.1986|ბელგია|
(კაპიტანი)#7. ჯეიმს მილნერი|1.75მ|4.01.1986|ინგლისი|
#11.ადამ ჯონსონი|1.75 მ|14.07.1987|ინგლისი|
#18.გარეტ ბერი|1.83 მ|23.02.1981|ინგლისი|
#19.სამირ ნასრი|1.77 მ|26.06.1987|საფრანგეთი|
#20.ოუენ ჰარგრივსი|1.80 მ|20.01.1981|ინგლისი|
#21.დავიდ სილვა|1.70 მ|8.01.1986|ესპანეთი|
#34.ნაიჯელ დე იონგი |1.74 მ|30.11.1984|ჰოლანდია|
#42.იაია ტურე|1.91 მ|13.05.1982|სპილოს ძვლის ნაპირი|
თავდამსხმელები: #10.ედინ ჯეკო|1.93 მ|17.03.1986|ბოსნია|
#16.სერხიო აგუერო|1.73მ|02.02.1988|არგენტინა|
#32.კარლოს ტევესი |1.73 მ|5.02.1984|არგენტინა|
#45.
ხორცშესხმული სატანა|1.90 მ|12.08.1990|
ჩექმა|
წინა თემების ლინკებიManchester City Football Club IManchester City Football Club IIManchester City Football Club IIIManchester City Football Club IVManchester City Football Club VManchester City Football Club VIManchester City Football Club VII(დაილუქა კარანტინის გამო)Manchester City Football Club VIIIManchester City Football Club IXManchester City Football Club XManchester City Football Club XIManchester City Football Club XIIManchester City Football Club XIIIManchester City Football Club XIVManchester City Football Club XVManchester City Football Club XVIIManchester City Football Club XVIIსეზონი 2011/2012 » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
P.S შემდეგ თემას ვინც გახსნის არააა სავალდებულო სურათებით ააჭრელოთ პირველი პოსტი და საერთოდ პირველი გვერდი.ისტორია და გაფორმება იმიტომ შევამოკლე(თ) , რომ ყოფილიყო სადა , უბრალო და ათასი ცირკაჩობების გარეშე. ხო და არაა საჭირო თქვენი ნებით თემის გახსნის შემდეგ ზედმეტი "ნივთები" დაამატოთ.ჭუჭუ ხალხმა კიდე , ავტო მინეტი გაიკეთეთ და ჩვენი ნერვების მოშლისგან თავი შეიკავეთ. This post has been edited by მუჩა on 8 Oct 2011, 10:18