მოკლედ, ჩემი დაინტერესება ამ პიროვნებით გამომდინარეობს იქედან რომ, ერთ-ერთი ყველაზე "გაწონასწორებული" გენერალი იყო მესამე რაიხში. არ უშვებდა სასტიკ შეცდომებს ისევე როგორც მანშტეინი. არ იყო ისეთი იღბლიანი, როგორც ერვინ რომელი, ანუ სახელი ვერ გაიგო.
იყო ძალიან ბლატნოი პიროვნება, არ მოწონდა დიდად არავის, ნუ , შეიძლება ითქვას ჰიტლერის გარდა.
შპეერი ერთგვარი ანტი პატიით საუბრობს მოდელზე.
მისი მემუარები არ არსებობს. ძალიან ცოტა წიგნი არის დაწერილი მოდელის შესახებ ( პირადად ერთი ვიცი ). ინფორმაციები გაბნეული არის მასზე რომ შევკრიბოთ არც თუ ისე ბევრი გამოვა.
რუსებმა ლამის ყველა რიგით გერმანელზე გადაიღეს ფილმი, მაგრამ მოელზე არა თუ ფილმი, პერსონაჟიც კი არ არსებობს ( გამოწვეულია იმით რომ, მოდელი განსაკუთრებით ეზიზღებოდათ საბჭოთა კავშირის დროს იმიტომ რომ, თეორიულად და პრაქტიკულად ის არ დამარცხებულმა, უფრო მეტად იგებდა ბრძოლებს, შეერქვა "ჰიტლერის სახანძრო" და ბოლოსკენ უკვე ყაიმებს სჯერდებოდა. უკანასკნელი ბრძოლა ითვლება მის ერთადერთ დამარცხებად - მაგრამ არ ვუთვლი დამარცხებად მე - ვინაიდან როდესაც მიხვდა რომ გამოსავალი აღარ არსებობდა და შველა არ ჩანდა, თავი მოიკლა. შერცხვენას ამჯობინა სიკვდილი.
ბოლო ბძოლა კი იყო ცნობილი "რურის ოპერაცია" სადაც ერთმანეთს - ამერიკა- ინგლისი და გერმანია დაუპირისპირდნენ
ამერიკის მხრიდან - ბრედლი
ინგლისის მხრიდან - მონტგომერი
გერმანიის მხრიდან კი იბრძოდნენ - ერნსტ ბუში ( მძევლად აიყვანეს და ნიურნბერგამდე მოკვდა ) (არმია H ) , კესელრინგი ( ტყვედ აიყვანეს ) და მოდელი ( თავი მოიკლა ) ( არმია B )
ეს ოპერაცია იყო ერთ-ერთი უკანასკნელი ოპერაცია მეორე მსოფლიო ომისა.
დაიწყო 23 მარტს და დამთავარდა 18 აპრილს.
ოპერაციის მიზანი იყო დასავლეთ ფრონტის უკანასკნელი უდიდესი დაჯგუფება გაენადგურებინათ.
ამ ბრძოლაში გერმანელებს არც იარაღები ქონდათ, არც ტექნიკა, არც ნორმალური კავშირი გერმანიასთან, არც ტყვიები თუ სხვა საჭიროებანი ომის საწარმოებლად - მაგრამ გერმანიიდან მაინც იყო ბრძანება რომ, ბრძოლა გაგრძელებულიყო
მიუხედავად იმისა რომ მოდელს უკუქცევა სურდა 2 აპრილიდან...
მაგრამ ბრძანებას ნაღდად არ გადადიოდა მოდელი არასდროს და - 17 აპრილამდე შეძლო გაჭინაურება დამარცხების...
17 აპრილს მოდელმა გასცა ბრძანება დანებების შესახებ და თავად თავი მოიკლა იმავე დღეს.
სხვა ოპერაციებზე ნელ-ნელა დავწერ, რომელშიც მოდელი ღებულობდა მონაწილეობას.
მანამდე დავწერ მოდელის სამხედრო წოდოდებების საფეხურების გავლას :
1910 წლის 22 აგვისტოს მიიღო უმცროსი ლეიტანტის წოდება
1915 წლის 25 თებევალს - ლეიტანტის წოდება
1918 წელს - კაპიტნის წოდება
1929 - მაიორის წოდება
1932 - ვიცე პოლკოვნიკი
1934 წლის პირველი ოქტომბერი - პოლკოვნიკი
1939 წლის პირველი მარტი - გემერალ მაიორი
1940 წლის პირველი აპრილი - გენერალ ლეიტანტი
1941 წლის პირველი ოქტომბერი - სატანკო დივიზიის გენერალი
1942 წლის 28 თებერვალი - გენერალ პოლკოვნიკი
1944 წლის პირველი მარტი - ფელდ მარშალი.
მიმაგრებული სურათი