Jack the Ripper-ის თხოვნით ვხსნი ახალ თემას და ვდებ მის პოსტს

კარგად ვიცით, რომ ყველაფერ ჭირდება შემქმნელი და შესაბამისად ყველა სვამს იმ კითხვას თუ საიდან შეიქმნა ღმერთი. მე საკითხს შევხედავ არა როგორც ღმერთმა შექმნა სამყარო და მე საკითხს განვიხილავ დიდი აფეთქების თეორიის მიხედვით. მაშ საიდან შეიქმნა ის ენერგია, რომელიც სამყაროს ცენტრში იყო მოთავსებული?! შეუძლებელია ითქვას, რომ ის შეიქმნა. ის არსებობდა მუდამ. ასე თუ გავხედეთ საკითხს, რომ რაღაც არსებობდა მუდამ, მაშ მას შემქმნელი არ სჭირდება და ეს ამარტივებს საკითხს, მაგრამ ჩნდება მეორე პრობლემა. მეორე პრობლემაა პროცესი. ანუ ვიღაცამ უნდა მიკრას ხელი ამ მექანიზმს და აამუშაოს. ის თუ ამუშავდა მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია და ამას ალბათ შეგვიძლია რომ ფაქტი ვუწოდოთ. მაშ მე მექანიზმის ამმუშავებელის გამორიცხვაც მიწევს და ვამბობ, რომ პროცესებიც ასევე მუდამ არსებობდა..
ახლა კი მივუახლოვდები იმ საკითხს, რომლისთვისაც გავაკეთე შესავალი:
შეგვიძლია თუ არა რომ ვუწოდოთ ადამიანის ცხოვრებას პროცესი?! რათქმუნდა ეს პროცესია. ტვინის მუშაობა ეს პროცესია და მაშ ადამიანი იბადება, ანუ ეს პროცესი იწყება?! არა, შეუძლებელია რაიმე ახალი პროცესი დაიწყოს, პროცესი გრძელდება, ის პროცესი, რომელიც უკვე არსებობს და ჩვენ მექანიზმის ჩამრთველი არ გვჭირდება..
ადამიანი კვდება, ნუთუ ეს პროცესი მთავრდება?! არა, შეუძლებელია პროცესი დამთავრდეს. პროცესი გრძელდება..
რათქმაუნდა ქვას როდესაც გავიქნევთ, ამ შემთხვევაში პროცესი ადვილი ასაღწერია, მაგრამ ადამიანის შემთხვევაში პროცესების ახსნა რთულია. ძალიან რთულია. თითქოს ევოლუციის თეორიამ უნდა ახსნას ეს ყველაფერი?! ვერა, ვერ ახსნის, ყოველ შემთხვევაში დღეს ვერ ხსნის.
დაბადე ბავშვის განვითარების პროცესი.
ცნობიერიც პროცესია. შესაძლებელია სული არის ჩვენი ცნობიერი. ცნობიერი - პროცესი რომელიც არასოდეს არ დამთავრდება..