მძღოლები ახალ სამარშუტო ტაქსებში 5 მგზავრზე მეტს ფეხზე ვეღარ დააყენებენ
17:21 25-10-2011
მძღოლები ახალ სამარშუტო ტაქსებში 5 მგზავრზე მეტს ფეხზე ვეღარ დააყენებენ .
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ განუცხადა, კომპანია "თბილლაინი" გაფრთხილებული იყო იმის შესახებ, რომ სამარშუტო ტაქსებში მძღოლებს ფეხზე 5 მგზავრზე მეტი არ დაეყენებინათ, თუმცა, ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ "პიკის საათებში" დაშვებული ნორმა ირღვეოდა და ფეხზე 15-16 მგზავრი იდგა. ჯოხაძის ცნობით, გუშინ კომპანია "თბილლაინი" დაჯარიმდა იმის გამო, რომ #135 და #61 მარშუტებზე ფეხზე დასაშვებზე მეტი მგზავრი იდგა.
"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას კი მძღოლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული მიზეზით არა კომპანია, არამედ უშუალოდ მძღოლი დაჯარიმდა. ამის გამო გუშინ გარკვეული პერიოდით #135 და #61-ის მძღოლები გაფიცულები იყვნენ. ვითარების გასარკვევად მძღოლებმა აკაკი ჯოხაძესთან შეხვედრა ითხოვეს.
შეხვედრაზე ჯოხაძე მძღოლებს არსებული პრობლემების გარკვევას დაჰპირდა და ასევე განუმარტა, რომ მგზავრთა უსაფრთხოებისა და "თბილლაინთან" დადებული ხელშეკრულების თანახმად, 180 სანტიმეტრის სიმაღლის სამარშუტო ტაქსებში 5 მგზავრზე მეტის ფეხზე დაყენება დაუშვებელია.
მძღოლების განცხადებით კი, მგზავრობის გაძვირების გამო მგზავრთა რაოდენობამ ისედაც იკლო და თუ მერიისა და "თბილლაინის" მიერ რაიმე გამოსავალი არ მოიძებნება, მუშაობას აზრი აღარ ექნება და ისინი სამსახურებიდან წავლენ.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...daayeneben.htmlჯერ ერთი
ფეხზე დგომა საერთოდ აკრძალულია, ყოველშემთხვევაში Fორდი რეკომენდაციას არ იძლევა და პასუხისმგებლობას თავიდან იხსნის და იდიოტებისთვის შიგნით პატარა ბარატი აქრის მიწებებული სადაც ფეხზე მდგომი ფიგურა გადახაზულია.
ეხლა მეორე
აი ეს ხუთი რა უბედურებაა? აი რა

რა რა რა

პატრული რომ ითვლის ფეხზე მდგარ ხალხს
ან რომ აჩერებ და მძღოლი გეუბნება ერთი ადგილი არისო, და ყველა ადგილი სავსეა და 4 დგას
ცირკები ვართ რა