ლიბიაში აშშ-ის ელჩი ქრისტოფერ სტივენსი მორწმუნე მუსულმანებმა საელჩოზე თავდასხმისას მოკლეს, ეს თავდასხმა კი გამოიწვია საპროტესტო აქციებმა,
სტივენსის გარდა სავარაუდოდ დაღუპულია კიდევ 3 ადამიანი, საპროტესტო აქცია გამოიწვია ანტი-ისლამური ფილმის "ისლამის უცოდველობა" გადაღებამ, უფრო სწორად კი მისმა 13 წუთიანმა ტრეილერმა რომელიც არაბულად ითარგმნა
ეს კი "ისლამის უცოდველობა":
რეჟისორი ვინმე Sam Bacile - გახლავთ, ისრაელის მოქალაქე ებრაელი, რომელმაც გადაიღო ეს ანტი-ისლამური ფილმი და რომელიც მისი თქმით - ისლამის უარყოფით მხარეებს აჩვენებს, ამჟამად ის მიმალულია.
ის ფიქრობს რომ "ისლამი - კიბოა", ფილმი 5 მილიონი დაჯდა და ებრაელმა შემომწირველებმა დააფინანსეს.
ფილმი ყვება რომ მუჰამედი სიყალბეა, მისი მიმდევრები გიჟებად არიან წარმოჩენილი და სხვ. მისი თქმით, ეს ფილმი პოლიტიკური მესიჯია და ყველას დაანახებს რაც არის ისლამი.
აშშ-ს ელჩი მაშინ დაიღუპა, როცა მორწმუნეთა ბრბმომ საკონსულოს ცეცხლი წაუკიდა, მათ ჩახოცეს ასევე მისაშველებლად გამოგზავნილი ორი ამერიკელი საზღვაო ქვეითი.
ესეც "მშვიდობიანი" მორწმუნე. ღმერთი - ეს ხომ სიყვარულია?!

ელჩის გადარჩენას ეცადნენ, თუმცა ღვთიურმა სიყვარულმა ბოლო მოუღო:



ობამამ და ჰილარი კლინტონმა უკვე დაგმეს თავდასხმა, ამბობენ რომ თავად ელჩს ძალიან გაუკვირდა გამძვინვარებული მორწმუნეთა ბრბოს თავდასხმა საელჩოზე, რადგან ბოლომდე დარწმუნებული იყო რომ ლიბიელი ხალხი მას მეგობრად თვლიდა. (ელჩი ბჭობდა - ალაჰი იცინოდაო ამაზეა ნათქვამი)
* * *
თავდასხმა მოხდა ეგვიპტეშიც - აშშ -ს საელჩოზე, დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა მორწმუნეებმა მოახერხეს აშშ-ს დროშის დაგლეჯა
თავდასხმის ორივე ქალაქი, მეამბოხეთა შტაბად ითვლებოდა, სწორედ იმ ხალხის ბანაკად, რომლებსაც ცოტა ხნის წინად აშშ დაეხმარა ტირანისგან გათავისუფლებაში