bazz
იეღოვა
პრობლემა რაში მაქვს მოგიყვებით რა და ეგება რამე მირჩიოთ რა თორე დავიტანჯე

თან ძაან სტრანი პრობლემაა...
გელინკზე მქონდე დ-ლინკ-ის როუტერი და მუშაობდა ხოშიანად... მოკლედ ძველი იყო და გაფუჭდა... დიდი ამბით ვიყიდე ლინკსისი E1500 აქაოდა ლინკსისი მაგარიაო (რა ძალა მედგა მეყიდა ისევ დ-ლინკი

))) )...
ხოდა ეხლა პრობლემა რაშია..
ავტომატზე რო აყენია IP-ს და ყველაფერს იღებს სწორად და საბნეტ მასკს იღებს 255.255.255.128-ს მარა ინტერნეტი არ არის... არადა კომპიუტერზე პირდაპირ რო ვაერთებ იქაც 255.255.255.128-ს იღებს და მუშაობს...
გადამყავს "ცუსტომზე" და 128-ს ვუცვლი 0-ზე და მერე მუშაობს ინტერნეტი...
ანუ რანაირად ხდება რომ კომპიუტერზე პირდაპირ მუშა საბნეტია 255.255.255.128
მარა როუტერით 128-ზე არ მუშაობს და 0-ზე მუშაობს...?
თქვენ მეტყვით დატოვე 0-ზე და რას წვალობო
მარა პრობლემა რაშია ყოველ დილას როცა ვრთავ იმის გამო რომ "ცუსტომზეა" და არა ავტომატზე ჩემი როუტერი გელინკის აპარატის DHPშ-ს არ თხოვს არაფერს და ისიც IP-ს არ იძლევა...
სანამ არ გადავიყვან ავტოზე... არ მივიღებ იპ-ს და უკან არ გადმოვიყვან საბნეტს 0-ზე ინტერნეტი არ მაქვს...
დავიღალე ყოველ დილას დვიჟოკივით ამ როუტერის ამოქოქვით...
რაც მთავარია თუ მუშა საბნეტია 128 (არადა 128 არის მუშა იმიტომ რომ კომპიც მაგას იღებს და მუშაობს და როუტერიც აუტოზეც მაგას იღებს, თუმცა არ მუშაობს) რანაირად მუშაობს მერე უკვე როუტერით 0-ზე?
* * *
ანუ პირდაპირ კომპიუტერზე არის 255.255.255.128 - მუშაობს...
როუტერზე და აუტოზე არის 255.255.255.128 - არ მუშაობს...
როუტერზე და ხელით 255.255.255.0 - მუშაობს...
ამოცანის მიზანი - მინდა ისე რო აუტოზე იმუშაოს