მკითხველთა დიდი ნაწილის აზრით, დადებითი ძვრები ყველაზე მეტად სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით შეინიშნება გაზეთ "კვირის პალიტრის" 18-21 მარტის გამოკითხვის თემას – "დადებითი ძვრები" – 478 რესპონდენტი გამოეხმაურა .
კითხვა ასეთი იყო: "თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რომელ სფეროში შეინიშნება დადებითი ძვრები?"
მკითხველს რედაქციის მიერ შეთავაზებული ჩამონათვლის მიხედვით უნდა შეედგინა რეიტინგი, სადაც მაქსიმალური შეფასებაა 8, ხოლო მინიმალური - 1 ქულა.
გამოკითხვის სპეციფიკიდან გამომდინარე, რეიტინგული მაჩვენებელი წარმოადგენს საშუალო ქულას, რომლის მიხედვითაც შედგა რეიტინგი:
1. სამართლიანობის აღდგენა 5.61
2. ადამიანის უფლებების დაცვა 5.29
3. სოფლის მეურნეობისთვის ხელშეწყობა 5.17
4. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა 4.67
5. სიტყვის თავისუფლების დაცვა 4.64
6. კომუნალური ტარიფების შემცირება 4.60
7. რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება 3.72
8. საგადასახადო სისტემის ჰუმანიზაცია 2.29
http://www.interpressnews.ge/ge/sociologiu...einishneba.html