წინა თემის მნიშვნელოვანი ფაქტები ...
თემის პირველი ნაწილი არაოფიციალური ფანკლუბის დამაარსებელი > დავითა
ტოპ 10 შაურმისტი
NikoloZoid 77
Onise_ok 70
dembo 68
გეოლუკა 67
motso_ika 66
Zichi 53
FalleNnN 52
Allstar 52
ხორხე 48
დავითა 45
შაურმის ფასები :
5 ლარიანი ჩვეულებრივი
6.5 ლარიანი , მათვის ვისაც 5 იანი არ ყოფნის ...
8.5 ლარიანი რჩეულთა ხვედრი ...
გლდანის შაურმის ნომერი ( რაც უკვე დასამალი აღარ არის ) 593202214 ...
თუ რიგში დგომა არ გინდათ ნახევარი საათით ადრე დარეკეთ , იკითხეთ გოგიტა და წინასწარ მიეცით შეკვეთა
ადგილმდებარეობა
ახმეტელის მეტროს ამოსასვლელიდან ხალხმრავლობით მიაგნებთ ( თეატრისკენ ) ... კიდევ მშენებარე ეკლესიას რომ გაცდებით 50 მეტრში უკვე რიგებს დაინახავთ ... ზუსტად შაურმის წინ კიდევ ავტობუსის გაჩერებაა ... ერთი 24 ვიცი რომ დადის მანდ
და ბოლოს , ფან კლუბის დაამაარსებლის მიერ მიძღვნილი ლექსი ...
ორშაბათს შაურმა შევუკვეთე
შაურმა დაჭრილი ქათმისანი
მისი წიწაკა და პომიდორი
სამშაბათს გამიხდა საფიცარი
ოთხშაბათს გლდანში ჩავირბინე
ვაიმე ბედო უკეთურო
ხორცი აღარ იყო დარჩენილი
ჩვენ ვიკეტებითო უბედურო
მშიერმა გავათენე პარასკევი
მარტო ყავას ვსვამდი შაბათ-კვირე
შიმშილით მოვკვდები-თქო დავასკვენე
ხოდა კვერცხის შეწვა დავაპირე
გათენდა მეორე ორშაბათი
ისევ შემეფეთე, უკუღმართო
ელვამ დამიარა კოჭებამდი
დენი არ არის და ვერ ვტოსტავთო
მე ახლა ცივად შემჭმელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს
მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ
სახლში წავიღებ და შევიცხელებ
მგონი ამომწურავი ინფორმაცია
დავით ოლ რაითს რესერვდ ...
რვანახევრიანის სანახავად გახსენით სპოილერი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს კიდევ სქრინი , შემთხვევით რომ არ გაცდეთ

This post has been edited by Prankster on 5 Nov 2011, 11:57