#62440888 · 19 Jan 2026, 19:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Kakha.G ეს წარწერა იცი?
ვამეყ დადიანის წარწერა მესტიის რაიონის სოფელი ლატალის ჩარაზე:
"მეფემან დადიანმან, პატრონმა ვამეყ და დედოფალმან პატრონმა ელენემ ოდეს იმერეთის მეფენი გარდაშენდენ და ძალითა შეწევნითა შენითა დიდსა და შავ ჯიქეთს შუა მეფობა და დადიანობა დავიჭირეთ და მინდობილმან თქვენმან შემოგწირეთ ჩარა ესე თვალებიანი ჩუენს სადღეგრძელოთ და საქმისა ჩვენისა წარსამართებლად და გასამარჯვებლათ სულისა ჩვენისა სახსოვრად და საოხად".
წარწერა ბოლომდე გასაგები არაა, მაგრამ თავისი ძალაუფლების უკიდურეს პუნქტად ვამეყს აქ მითითებული აქვს "შავ ჯიქეთი".
ეს ტერმინი XII-საუკუნიდან მაინც არსებობდა "თეთრი ჯიქეთი" აღნიშნავდა ბზიფს გადაღმა ტერიტორიებს, "შავი ჯიქეთი" კი ტუაფსის დასავლეთ მხარის სახელი უნდა ყოფილიყო. ძველი "ნიკოფსის ქუეყნისა".
ვამეყ დადიანი საბოლოოდ დამარცხდა და მოღალატემ სვანეთში მოკლა,
ტუაფსეს დასავლეთი ნამეტანი მგონია მე. * * * შაფსუღები ხომ არაა? ეგენი არიან შავები
This post has been edited by ბასიანი89 on 19 Jan 2026, 19:08
--------------------
“ ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა."
|