
27 დეკემბერს,ორშაბათს,გაიმართლება მსოფლიო მასშტაბით ცენტრალური მატჩი - ლონდონის არსენალი ემირეითს სთეიდიუმზე უმასპინძლებს ლონდონის ჩელსის.
გუნდებისთვისთვის სეზონი გარკვეულწილად "უცნაურად" ვითარდება,არსენალის თამაში დაცვაში ძალიან ბევრს კითხვისნიშანს ჰბადებს,გუნდი პრაქტიკულად ყველა შეხვედრაში,ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან გოლს უშვებს,თუმცა დაცვით ხარვეზებს გუნდი უდიდესი შემდევი პოტენციალის ხარჯზე აბალანსებს და მიუხედავად ჩემპიონატში 17 თამაშში 5 მარცხისა,გუნდი მაინც ახერხებს საჩემპიონო რბოლაში დარჩენას და ამ წუთისთვის ცხრილის 2-ე ადგილზე ყოფნას,ეს უპირველეს ყოვლისა განპირობებულია გუნდის გასვლით თამაშებზე ნაჩვენები შედეგით,არსენალმა წელს პრემიერლიგაში გასვლით თამაშებში ყველაზე სიტისთან ერთად ყველაზე მეტი - 17 ქულა მოიპოვა.უცნაურია,გუნდი გასვლაზე თამაშს გაცილებით უკეთ ახერხებს ვიდრე სახლში,წინა წლებში არსენალის მთავარი პრობლემა სწორედ გასვლით თამაშებში სუსტ მეტოქეებთან ქულების უაზრო ფლანგვაში მდგომარეობდა,წელს ამ მხრივ მდგომარეობა შეიცვალა თუცმა ეხლა სახლში უჭირს გუნდს,ვესტ ბრომიდან დამთავრებული ვისაც ა*დგა ყველამ მოგვიგო,ასე რომ ჩელსის წინააღმდეგ დაპირისპირებაში არანაირად არ იქნება გადამწვეტი საკუთარი მიდვრის ფაქტორი,მოიგებს ის,ვინც გამართულ და სწორ ფეხბურთს ითამაშებს.
სტაბილური,გამართული და სწორი თამაშის ჩვენება რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ჩელსისაც არანაკლებ უჭირს.გუნდმა ჩემპიონატი საოცრად მიზანდასახულად და შთამბეჭდავად დაიწყო,ქვა-ქვაზე არ ტოვებდა ანჩელოტის გუნდი მოწინააღმდეგისგან და 6-7 შვიდ გოლს უტანდა თითქმის ყველა მოწინააღმდეგეს პირველ ტურებში და ბევრმა სეზონის დასაწყისშივე ჩელსი ჩემპიონადაც კი გამოაცხადა,თუმცა რამდნეიმე ფეხბურთელის ტრავმა და ყველაფერი თავდაყირა დადგა,გუნდი თამაში ბოლტონისას დაემსგავსა,ჩვეულებრივ პრაქტიკულად საკუთარ კედლებში დაუმარცხებელი ჩელსი საზიზღარ თამაშს აჩვენებდა სანდერლენდებთან და მსგავს გუნდებთან,აგებდა ყველასთან ვინც კარში დარტყმა იცოდა.5 ქულიანი ჰანდიკაპით პირველადგილზე მყოფი ჩელსი უცბად კონკურენტების უკან აღმოჩნდა და ლიდერს პოტენციური 6 ქულითაც ჩამორჩება.
ჩელსის მთავარი პრობლემა გუნდში სათანადო აკდრების არყოლითაა გამოწვეული,ზაფხულში გუნდმა რამდნეიმე სასარგებლო ფეხბურთელი გაუშვა და ფაქტიურად მათი შემცვლელები არ მოუყვანია,სწორედ ამიტომ ტერის,ლამპარდის,დროგბას და მსგავსი კალიბრის ფეხბურთელების შეცვლა ხვლიკებს,სტარიჯებს და გაურკვეველი ჯიშის წარმონაქმნებს უხდებოდათ,ამიტოამც გასაკვირი არ არის ჩელსის მიერ ბოლო 2 თვის განმავლობაში ნაჩვენები უსუსური შედეგი.სასტარტო 11 ჩელსის უდავოდ საუკეთესო ყავს პრემიერლიგაში და თუ მოახერხებენ ლიდერების ჯანმრთელად შენარჩუნებას სავარაუდოდ მოახერხებენ მოგებების სერიის წარმართვალ და ჩემპიონობისთვის ბოლო ტურამდე ბრძოლას,თუმცა სკამის არყოლა დიდი შანსია გუნდს ძალიან ძვირად დაუჯდეს,კარლო იანვარში ან იაქტიურებს,ან ჩემპიონობას იანვარშივე დაკარგავს,მოკლედ გამოჩნდება რაც იქნება.
ფაქტია ორმ ამ გუნდის დაპირისპირება არასდროს არის მოსაწყენი,მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო გუნდების დაპირისპირება არც შეიძლება მოსაწყენი და უინტერესო იყოს,თუმცა ისიც აღსანიშნავია რომ ბოლო წლებში ჩელსის მხარეს აშკარა უპირატესობაა ურთიერთშეხვედრების მხრივ,ბოლოს არსენალმა ჩელსის დამარცხება 2008 წელს მოახერხა სტემფორდ ბრიჯზე,ისიც ვან პერსის 7 მეტრიანი თამაშგარის წყალობით.
პროგნოზების გაკეთებას აზრი არ აქვს,ხუი ივო ზნაეტ რა მოხდება თუმცა ბუკმეკერები გარკვეულ უპირატესობას მაიცნ არსენალს ანიჭებენ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით.
გასათვალისწინებელია დიდიე დროგბას ფაქტორიც,რომელმაც არსენალი სადაც დაიჭირა იქ დააჭერინა ხელში სილვესტრი,თუმცა კოდ დივუარელი აშკარად არადამაკმაყოფილებელ სათამაშო კონდიციებში იმყოფება და სავარაუდოა რომ არსენალსი მცველებს წინა წლებთან შედარებით გაუადვილდებათ ტარანის გაჩერება,რაც მაინც ნაკლებდასაჯერებელია,ხოლო მალუდა ჩელსისთვის ამ წარუამტებელ პერიოდშიც კი ერთადერთ ნათელ წერტილად რჩებოდა და მისი თამაში აუცილებალად დიდ პრობლემებს შეუქმნის ასრენალი "გაუვალ" დაცვას,ისიც აღსანიშნავია რომ მას კლიშის წინააღმდეგ მოუწევს თამაში რომელიც ძალიან ცუდია წელს მაგრამ მაინც საინტერესო დუელი გამოვა.
თავის მხრივ,ჩელსის ფეხბურთელები წლევანდელი პრემიერლიგის გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელს - სამირ ნასრის უნდა უფრთხოდეს,ფრანგი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს და ერთადერთი რაც დარჩა მას არის ის რომ დიდი გუნდები სწინააღმდეგ უნდა დაამტკიცოს საკუთარი უპირატესობა,რამდენად მოახერხებს ამას ორშაბათს გამოჩნდება,რაც შეეხება არსენალის სხვა ლიდერებს,ვან პერსის,ფაბრეგას და ა.შ. მათი არადამაკმაყოფილებელი ფორმის გამო არ გავამახვილებ მათზე ყურადღებას.
სავარაუდო შემადგენლობები :
არსენალი----------------------------შესნი-----------------------------
სანია-----------სკილაჩი----------კოშელნი--------კლიში
---------------------სონგი-----დენილსონი----------------
-------------------------ფაბრეგასი--------------------------
ნასრი---------------------------------------------არშავინი
-------------------------------შამახი------------------------
ჩელსი----------------------------ჩეხი--------------------------
ივანოვიჩი----------ტერი------ალექსი---------კოული
-------------------ესიენი--------------მიკელი-----------
-------------------------რამირესი------------------------
მალუდა------------------------------------------ანელკა
-------------------------დროგბა--------------------------
თამაშის ყურებას შეძლებთ რუსტავი 2-ის პირდაპირ ეთერში,ორშაბათს,00:00-ზე.Discuss This post has been edited by RvP10 on 24 Dec 2010, 22:00