მეც მინდა ვთქვა ჩემი სათქმელი.
გახლავართ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობისგან პირდაპირი დაზარალებული...
ეგ კაცი მარტო წმინდანი არაა, ბნელი მხარეც აქვს.
როგორც ვიცით მაგან გააკეთა რაგბის მოედანი 5 დეკემბერზე, ყოფილი შევარდენის სტადიონი.
ხოოოდააა, როცა სამუშაოებს აწარმოებდნენ კამაზები ტურტლიანი პაკრეშკებით პირდაპირ ასფალტზე გადმოდიოდნენ და დადიოდნენ.
მზიან ამინდში ჯანდაბას აი რო გაწვიმდებოდა იმ ადგილას გავლა მანქანის გარეცხვას უდრიდა.
ხოდა დავითვალოთ, რამდენჯერაც იქ მე გავიარე წვიმიან ამინდში იმდენჯერ გასარეცხი გამიხდა მანქანა.
რამდენი წელი გრძელდებოდა მშენებლობა არ ვიცი მაგრამ ერთი წლის მანძილზე დავითვლი.
საშუალოდ ნახევარჯერ მაგის გამო გავრეცხე მანქანა.
თვეში საშუალოდ 2ჯერ ვრეცხავდი (ანუ 1ხელ ბიძინას ბრალეულობით), თითო გარეცხვა 8 ლარი.
წელიწადში სულ 12ჯერ მარეცხინებდა ბიძინა ანუ 96ლარი.
მოვითხოვ ამინაზღაუროს ეს თანხა.
პ.ს. სხვაგან სად გამეხსნა ეს თემა?!