მოგესალმებით! თქვენ მოხვდით რომის ლაციოს თემაში სადაც იწერება ყველა სიახლე ამ გუნდის შესახებ. აქ საუბრობენ იმაზე თუ რა ცვლილებები ხდება და საერთოდ რა სიტუაციაა გუნდში, რა მოგვწონს ამ სიახლეებიდან და რა არა და რა თქმა უნდა იმაზე თუ როგორ გავჟიმოთ ფრანჩესკო ტოტი და მთელი რომა, ასევე განვლილი თამაშების მიმოხილვა და ა.შ.
"სხვა გულშემატკივრების გასაგონად მინდა ვთქვა !რომის ლაციო დედამიწის ცენტრია, თქვენ კი რომის იმპერიის მონები ხართ" ეს სიტყვები ეკუთვნის პირველ ლაციალეს ამ ფორუმზე
)) არ ვწერ ლაციოს როგორც კლუბის ისტორიის შესახებ თუ როგორ შეიქმნა და ჩამოყალიბდა, მისი განვითარება და ა.შ. ვისაც სურვილი ექნება შეუძლია გადავიდეს ამ ბმულზე და საკმაოდ ვრცლად გაეცნოს მას სადაც კარაგად წერია ყველაფერი თავისი დიალოგებით და ეფექტებით.
S.S. LAZIO 1900 (Part VI) დიდი მადლობა
Levani_5_9 -ს თავის დროზე ამ თემის შექმნისთვის
ახალ თემაში კი განვმარტავ თუ საიდან მოდის თვითონ ლაციოს სახელწოდება. ამას განსაკუთრებით გულწრფელობით და მონდომებით გავაკეთებ ზოგიერთი ქართველი გონებაჩლუნგი კომენტატორისთვის(იმედს ვიტოვებ ხანდახან მაინც შემოდიან ფორუმზე) რადგან მათ დღემდე გონიათ რომ ლაციო არის რომის გარეუბანი და დიდი დამაჯერებლობით, ბრძნული ტონით და ინტონაციით იმიტომ რომ თითქოს ძალიან ჭკვიანური შედარება მჰოყავთ, აღფრთოვანებით ადარებენ მას ფონიჭალას ))

ლაციო არის რეგიონი იტალიაში რომელიც სიდიდით ერთ-ერთი ყველაზე დიდია და თავის მხრივ აერთიანებს 5 პროვინციას ესენია: ფროსინონე, ლატინა, რიეტი, ვიტერბო და თვით რომის პროვინცია სადაც უკვდავი ქალაქი რომი მდებარეობს.
იტალიური სიტყვა ”ლაციო” წარმოიშვა ლათინური სიტყვა „Latium“- ისგან. რეგიონს სახელი შემორჩა ასევე ძველი ლათინური დასახლებისგან, Latini, რომელიც შემდეგ გადავიდა ძველ ქალაქ-სახელმწიფოზე რომზე. რომაულ მითოლოგიაში, ლათინური ტომის სახელი მომდინარეობს მეფე Latinus-ისგან. არსებობს ასევე მისტიკური წარმოდგენა ლაციოს სახელის წარმოშობის შესახებ - ეს არის ის ადგილი სადაც იუპიტერი ემალებოდა მამას, რომელიც ეძებდა მას მოსაკლავად. თუმცა, თანამედროვე ეთიმოლოგიის მიხედვით ლაციო წარმოიშვა სიტყვა "latus”-გან , რაც ნიშნავს ” ფართო”-ს, გამოხატავს რა დაბლობის, მოსწორებული ადგილის მნიშვნელობას.
ასე რომ ლაციო წარმოადგენს რეგიონს რომელიც არის იტალიის გული და იგი თავის სახელში აერთიანებს იტალიელების წინაპრების - ლატინების და თვით ანტიკური რომის საძირკველის ლატინის ისტორიას.
გუნდის უდავო ლიდერი ერნანესი
წინა სეზონში მიღწეული წარმატებით რაც ძირითადად ლაციოს ლიდერთა შორის დაბრუნებით აისახა, ასევე იმ ცვლილებების მიხედვით რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის დროს განხორციელდა ლაციოს შემადგენლობაში. თამამად შეიძლება ითქვას რო ლაციო გამოვიდა იმ კრიზისიდან რომელშიც ის იმყოფებოდა ცნობილი მიზეზების გამო რომელიც მისი ყოფილი პრეზიდენტის სერჟიო კრანიოტისთან იყო დაკავშირებული.
ახალ სეზონში ჩვენი გუნდისგან რა თქმა უნდა უფრო მეტს მოველით. განხორციელდა რამდენიმე საინტერესო ტრანსფერი, რომელიც სიახლე ნამდვილად არავისთვის აღარ არის უბრალოდ რამდენიმე სიტყვით დავწერ ახალმოსული ფეხბურთელების შესახებ.

- პირველ რიგში მინდა კლოზეზე ვთქვა ორიოდე სიტყვა, ნუ ეს ფეხბურთელი თავისი კლასით და გამოცდილებით რომ ნამდვილად მაღალი დონის არის ეჭვი არავის ეპარება, გარდა ამისა მისი გადაწყვეტილება ლაციოში გადმოსვლისა ნამდვილად ჭკვიანური ნაბიჯი იყო ეს არის საუკეთესო მომენტი ისეთი ფეხბურთელისთვის როგორიც კლოზეა, ის არის ვეტერანი მაგრამ თამაშს მოწყურებული ფორვარდი რომელსაც უბრალოდ უნდა სკამის ხეხვის ნაცვლად მოედანზე იყოს და ბევრი გოლი გაიტანოს, ლაციოში კი მას ამის საშუალება ნამდვილად ბევრჯერ ექნება, თავის მხრივ რომაელებსაც ჰაერივით სჭირდებოდათ კლოზესნაირი ფეხბურთელი რომლის დეფიციტი აშკარა იყო განვლილ სეზონში.
- ჟიბრილ სისე! რა შეიძლება ითქვას ამ არანორმალური ტყიდან გამოქცეული ტორნადოს მსგავსი ჰუმანოიდის შესახებ? სათვალავი ამერია უკვე მერამდენე "დიხანია" გაეხსნა ამ კაცს - მისასალმებელია რა თქმა უნდა მოუსვენარი და დაუოკებელი სურვილი თამაშისა, მისი გაჩერება ბევრ იტალიელ და არაიტალიელ მცველს გაუჭირდება ახალ სეზონში.
- სენად ლულიჩი - კაცი რომელიც საიდან მოვიდა სად რჩება და საით მიდის გაურკვეველია არავინ არ იცის სად თამაშობს რა პოზიციაზე, მცველია მეკარეა თუ გვერდითი მსაჯი. მისი დოსიე კითხვის ნიშნებითაა სავსე. მოკლედ მე პირადად ამ ფეხბურთელის იმედი არ მაქვს, იმედია ვცდები.
- ფრედერიკო მარკეტი - ნამდვილად კარგი მეკარეა, საკლუბო დონეზე ბევრად უფრო დამაჯერებელია ვიდრე სანაკრებო თამაშებში, მაგრამ იგი უფრო მეტი სტაბილურობით გამოირჩევა ვიდრე მისი წინამორბედი მუსლერა იყო.
- ლორიკ კანა - შეუპოვარი, ბოლომდე მებრძოლი, გაუტეხელი, ნამდვილი გლადიატორი, ეს ის სიტყვებია რომელიც ამ ფეხბურთელს შეეფერება. ნამდვილად კარგი შენაძენია, იგი ბროკის შემცვლელად მოიაზრება გუნდში.
- მეექვსე გახმაურებულ შენაძენზე არაფერს არ ვიტყვი უბრალოდ არ მინდა ერთ-ერთ ჩვენიანს მისი სახელის ხსენებაზე ნერვები მოეშალოს.
ასეა თუ ისე ცვლილებები საჭიროა, ცვლილებები მოხდა, ცვლილებებს ყოველთვის მოაქვს სხვა ცვლილება და რაც მთავარია ველით მთავარ ცვლილებას, რომის ლაციო კვლავ უნდა გადაიქცეს ძლიერ მრისხანე ძალად! ჩვენ მისმა ერთგულმა გულშემატკივრებმა კიდევ უნდა ვნახოთ მისი ტრიუმფალური სვლა იტალიაში და საერთოდ ევროპაში.

ახალ სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში 2012 წლამდე, გვაქვს 16 ოქტომბერს.
„დერბი დელლა კაპიტალე“ ლაციო - რომა. უკვე დიდი ხანია არ დაგვიმარცხებია ჩვენი მტრები ამიტომ წელს მაქსმიმალური კონცენტრაციაა საჭირო ამ თამაშზე.

ახალ სეზონში ჩვენი მიზანი იქნება: ევროპა ლიგაზე წარმატებით გამოსვლა, სერია ა-ში როგორც მინიმუმ ისევ ევროტურნირების საგზურის მოპოვება,იტალიის თასის მოგება და რა თქმა უნდა ორი მატჩის ჯამში რომას დამარცხება.
ახალი სეზონის ფორმები საშინაო

გასვლითი

მესამე ფორმა
ფორმის ყიდვა ლაციოს თამაშების მთელი სეზონის განრიგი სერია ა -ში
ლაციოს ჰიმნი!
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
Nel Cielo biancazzurro brilla una stella
Di tutto il firmamento e sempre la piu bella
ed ogni volta che ritocca er campanone
ho voglia di cantare questa canzone
lazio sul prato verde vola
lazio tu non sarai mai sola
Vola un aquila nel cielo
piu in alto sempre volera
Insieme a te aquilotto noi voliamo via
la domenica sempre ci fai compagnia
con le bandiere ar vento
e un tuffo in fondo al cuore
sono brividi forti e voglia di gridare
perche er coro che famo tutti quanti insieme dice
lazio sei grane te volemo bene
lazio sul prato verde vola
lazio tu non sarai mai sola
Vola un aquila nel cielo
piu in alto sempre volera
Ma questo grande amore non finisce davvero
biancazzurro nel cuore nei colori del cielo
Vola sul prato verde vola
lazio tu non sarai mai sola
vola un aquila nel cielo
piu in alto sempre volera
ესეც ლაციოს ჰიმნად ითვლებასრული დასახელება -
სპორტული საზოგადოება ლაციო პრეზიდენტი -
კლაუდიო ლოტიტო მწვრთნელი -
ედუარდო რეია სტადიონი -
რომის ოლიმპიური სტადიონი - იტევს 72000-ზე მეტ მაყურებელს. დაარსების თარიღი -
1900 წლის 9 იანვარი ოფიციალური საიტი -
www.sslazio.it ფეხბურთელების მთელი შემადგენლობა დეტალურად 28 აგვისტოსთვის ტიტულები იტალიის ჩემპიონი - 1973/1974 1999/2000
იტალიის თასი - 1958, 1997-98, 1999-00, 2003-04, 2008-09
იტალიის სუპერთასი - 1998, 2000, 2009
თასების მფლობელთა თასი - 1998/1999
ევროპის სუპერთასი - 1999
This post has been edited by Marco on 29 Aug 2011, 02:16